Born… No – Bought in USA!

უკვე რამდენიმე კომენტარში მისაყვედურეს… თუმცა, არა – მისაყვედურესო ვერ ვიტყვი – შენიშნეს, რომ მე ამერიკულ ბრენდებზე ვწერ და ევროპულებს “ვაიგნორებ”.  პოსტებს რომ გადავხედე, ეს სიმართლე აღმოჩნდა :), თუმცა, ჩემი პირველი პოსტი სწორედ ევროპულ (ფრანგულ) ბრენდზე – Lacoste-ზე იყო. საიტის მარჯვენა სვეტში, სადაც რამდენიმე ჩემთვის ყველაზე-ყველაზე კომპანიის ლოგო/ლინკია – იქაც Lacoste-ა პირველი.

მაგრამ, სხვა მხარეც აქვს ამ ყველაფერს:

1) ამერიკული მოდა ძალიან დემოკრატიულია სტილითაც და ძალიან დემოკრატიულია ფასებითაც, რამდენადაც, თავად ამერიკაა ძალიან მრავალფეროვანი და არსად ევროპაში არაა ისეთი დაბალი ფასები და არ იციან ისეთი გემრიელი და ხშირ-ხშირი ფასდაკლებები, როგორც ამერიკაში.

2) ამერიკული მოდა, მიუხედავად სიშორისა, ძალიან ახლოა – რამდენადაც, აშშ-ში ინტერნეტ-ვაჭრობა ბევრად უფრო კარგადაა განვითარებული, ვიდრე ევროპაში. იგივე Lacoste-ს საფრანგეთში ონლაინ-მაღაზია არ აქვს, მაშინ როდესაც მის ამერიკულ ფილიალში აგერ თბილისიდან გაუსვლელადაც მშვენივრად შეიძლება ყიდვა.

3) ჩემი პოსტები, ამ შემთხვევაში და ამ თემაზე, ჩემი გარდერობის ანარეკლია 🙂 და, ბუნებრივია, ვწერ იმაზე, რაც მომწონს…

თუმცა, შენიშნვას ვიღებ 🙂

და აქედან პირველი პოსტი, რომელიც დიზაინერზე იქნება –  ტედ ლაპიდუსზე გამოცხვება 🙂 ოღონდ, ჯერ არ ვიცი, როდის 🙂
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.