მირიამ მარტინჩიჩის მხატვრობა და ძაღლები

სიმაკის “ქალაქი” თუ წაგიკითხავთ?

ადამიანები რომ დედამიწას ტოვებენ და ქალაქი და ქვეყანა ძაღლებს რჩებათ? Urbi et Orbi.

ამასწინ თვითერზე ერთი ნახატი შემომეფეთა – ვუდის ცნობილი “გოთიკა”. ასეთი იქნებოდა, უთუოდ, სიმაკის იმ რომანში.

Gothic by Miriam Martincic

და როგორც სულძაღლიანს, ხელოვნებისა და ფერწერის დამფასებელს და კიდევ სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის შემოქმედებს შორის დიალოგი რომ შედგება ხოლმე, მაგ ამბის დიდ მოყვარულს, როგორ იქნებოდა, ავტორის ამბავი არ გამომეკითხა და მისი სხვა ნამუშევრები არ მომეძებნა.

დეივიდ ჰოქნი

Portrait of an Artist Pool with Two Figures

რენე მაგრიტი

The Treachery of Images

ბევრია კიდევ სხვაც – მატისი, ფრიდა კალო, ვერმეერი, ბოტიჩელი, ვან ეიკი, მუნკი (კი, ის ნახატი სწორედ, ახლა რომ გაგახსენდათ 🙂 ).

საიტს ქვემოთ დავლინკავ, დანარჩენზე ეწვიეთ და თავად ნახეთ.

ამ საყვარლობების ავტორი მირიამ მარტინჩიჩი ან, თუ “ამერიკულად” ვიტყვით – მართინსიქია (Miriam Martincic) სლოვენური წარმოშობის ამერიკელი ილუსტრატორი, დიზაინერი, გამფორმებელი, მხატვარი და სკულპტორი. ფერწერის განხრით ბაკალავრის ხარისხი აქვს, სკულპტურის განხრით – მაგისტრისა. როგორც ჩვენი მოძველქართულე ქალბატონი თეა იტყოდა, ქვითხუროობას 15 წელი სდია, მაგრამ მე მის ტაქსურ ნახატებზე გეტყვით (და, როგორც ავტორის საიტიდან ჩანს, დღეს უფრო მეტ დროს სწორედ ფერწერას უთმობს).

Cousteau

მის ნამუშევრებს შორის ნახავთ წიგნის ილუსტრაციებს, ლოგოებს, კედლის დეკორს, პოსტერებს, ასო-ნიშნებს…

ტაქსა ამ ყველაფრის ხშირი მონაწილეა.

Long Seasons (2)Long Seasons
Center Connect

მირიამს ორი ტაქსა ყავს – ონა და ჰენრი. არ ვიცი, რომელი უფრო ხშირადაა ილუსტრაციებზე. ალბათ – თანაბრად. 🙂

Miriam Martincic with dogs
ABC book by Miriam Martincic

უყვარს ტანგო, იოგა, კოქტეილები, მლაშე (საიტზე ემენტალი ხატია – აქ ჩვენი გემოვნება ემთხვევა, თუმცა, მირიამისგან განსხვავებით, მე ტკბილიც ძალიან მიყვარს 🙂 ). რაკი გემოვნების დამთხვევებზე მიდგა საქმე – ბრედბერის მოთხრობების დასურათებაც აქვს (თუმცა, ტაქსების გარეშე).

12 Days
Circus (1)Circus

ასწავლის აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ფეიჯზე ან ინსთაგრამის გვერდზე.

ბევრ კარგ რამეებს ნახავთ.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Miriam Draws (official page)

Short Interview with Miriam Martincic

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

2 thoughts on “მირიამ მარტინჩიჩის მხატვრობა და ძაღლები”

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.