ამბავი კაცისა, რომელმაც მთვარე მოიპარა

აი ამ პოსტში მე განვაცხადე პრეტენზიები სრულიად Wორპრესულ ბლოგოსფეროში დაწერილ საიუბილეო 200’000’000-ე პოსტზე, რაც  დენის ჰოუფის პრეცედენტით დავასაბუთე.

ეს დღეებია ჩემი ტვინი დაემგვანა ჯაბულანის, ამიტომ მარტო ფეხბურთზე ვწერ, მაგრამ ახლა მადლობა dv0rsky-ს კომენტარისთვის, რამაც ახალი პოსტის იდეა მომაწოდა – კაცზე, რომელმაც მთვარე მიითვისა.

ქალიფორნიელი დენის ჰოუფი (Dennis Hope) ნამდვილი ამერიკელია. პიონერი, აღმომჩენი და თავგადასავლების მაძიებელი… ვაი, რომ მეტისმეტად გვიან დაიბადა – ამერიკის აღმოჩენა ხომ ერთმა იტალიელმა დაასწრო, თან მთელი 5 საუკუნით. მაგრამ ნამდვილი ამერიკელები არასდროს ნებდებიან… რომ მიმოიხედა და დედამიწაზე ვერაფერი ნახა აღმოსაჩენი, ჰოუფმა მზერა ზეცას მიაპყრო და მთვარე აღმოაჩინა. იურიდიული თვალსაზრისით მართლაც ასე გამოვიდა, ვინაიდან ადამიანებს მთვარე უპატრონოდ ჰყავდათ მიგდებული. საერთაშორისო შეთანხმებები სახელმწიფოებსა და კორპორაციებს უკრძალავს ციური სხეულების ფლობას, მაგრამ ერთი კონვენციაც კი არც რამეს ამბობს კერძო პირებზე. დენის ჰოუფმა ოსტატურად ისარგებლა ამ ორი ამბით და 1980 წლის 22 ნოემბერს გაეროს გენერალურ მდივანს, აშშ-სა და სსრკ-ს ხელისუფალთ მიმართა წერილით, სადაც საკუთარი თავი მთვარის მფლობელად გამოაცხადა. (წარმოიდგინეთ ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის სიფათი, როდესაც ეს წერილი მიუვიდოდა.:)). ჰოუფის პრეტენზიები ემყარებოდა ქალიფორნიის შტატის 1862 წლის კანონს, შავით თეთრზე რომ წერია – უპატრონო ქონება მისია, ვინც პირველი განაცხადებს მასზე უფლებას.

რაკიღა ჩვენი პლანეტის თანამგზავრი ერთი ადამიანისთვის ძალიან დიდია და ჰოუფი კი – გულკეთილი და გულუხვი, ის მთვარის მიწებს ყველა მსურველს სთავაზობს (რა თქმა უნდა, არა უფასოდ, მაგრამ – არც ძალიან ძვირად. :)) 0,40 ჰექტარი სულ რაღაც 19,99 დოლარი ღირს. ეს ნაკვეთის მინიმალური ფასია. მთვარის იმ ნაწილში, რომელიც დედამიწიდანაც ხილულია, მიწა უფრო ძვირი ღირს. თუ პრესტიჟული ნაკვეთის ყიდვა გსურთ, განსაკუთრებული ფასის გადახდაც მოგიწევთ. რომელია პრესტიჟული ნაკვეთი? ის, რომლის გვერდით მიწას ვინმე ცნობილი ადამიანი ფლობს – მაგალითად: ნენსი რეიგანი (პრეზიდენტ რეიგანის გარდაცვალების შემდეგ, მფლობელობის უფლება მის მეუღლეზე გადავიდა), ჯიმი ქართერი, ჰარისონ ფორდი, ჯონ თრავოლთა, თომ ჰენქსი, ნიქოლ ქიდმანი… (ისე, ქიდმანის მეზობლობა არ უნდა იყოს ცუდი, რას იტყვით?).

ყველა მფლობელს გადაეცემა ნაკვეთის ფოტო, რუკა და ნოტარიალურად დამოწმებული მფლობელობის საბუთი.

საყურადღებოა, რომ თუ ოდესმე რომელიმე ქვეყანა ან ქვეყნები მთვარის ათვისებასა და იქ კოლონიების შექმნას დააპირებენ, ამ მიწების მფლობელებისგან გამოსყიდვა მოუწევთ… იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰოუფის მიერ მთვარის დასაკუთრება გაუქმდება (ვთქვათ, სასამართლოს ძალით), მის კლიენტებს, როგორც კეთილსინდისიერ შემძენთ, კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ. 🙂

მეტიც, დენის ჰოუფი აფინანსებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს პირველი მრავალადგილიანი ტურისტული კოსმიური ხომალდის შექმნას, რომელიც შეასრულებს რეისს დედამიწა-მთვარე და ის მარტო არ არის, ცნობილ, გავლენიან და ფულიან თანადამფინანსებლებს შეუამხანაგდა – ფოლ ალენს (Microsoft), ჯეფ ბეზოსს (Amazon) და ბართ რათანს (Scaled Composites).

დენის ჰოუფმა თავისი საკუთრება სხვა პლანეტებზეც განავრცო, თუმცა მის ყველაზე გაყიდვად საქონლად მაინც დედამიწის თანამგზავრი რჩება.

დღეისთვის ბატონმა ჰოუფმა 12 მილიონი აკრის  მიწები დაყიდა მთვარეზე, მაგრამ გასაყიდი კიდევ ბევრია. ასე რომ, შეგიძლიათ, მიმართოთ:

Lunar Embassy

მე პირადად ჯერ არ ვაპირებ, მაგრამ თუ ანჯელინა ჯოლიმაც იყიდა იქ მიწა, მაშინ, შეიძლება, დავფიქრდე მის მეზობლობაზე. 🙂
გადავძახებ ხოლმე ღობეზე – ანჯელინა, მეზობელო, ყავა გამითავდა და ხომ არ დამალევინებ-თქვა…
არ მეტყვის, ალბათ, უარს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

17 thoughts on “ამბავი კაცისა, რომელმაც მთვარე მოიპარა”

  1. ერთი ნიუანსი გამორჩა ყველას – ეს კაცი აშშ-ს სასამართლოს გადაწყვეტილებას ეყრდნობა, მაგრამ ავიწყდება, რომ აშშ-ს გარეთ ამ გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს.

    ჩვეულებითი სამართალი კი, საიდანაც გამომდინარეობს ეგ გადაწყვეტილება (უპატრონო ქონებაზე საკუთრების უფლების უპირატესი გამოცხადების უფლება) ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

    იქაც დაგიკომენტე – მოვძებნი კონვენციის ტექსტს და გავარჩიოთ 🙂

    საკმაოდ კარგი კაზუსი წამოწიე შენ, სტუდენტობიდან მახსოვს – ერთ-ერთ კეისად იყო გამოცდაზე 🙂

    Like

    1. მე იურისტი არ ვარ. მარკეტოლოგი ვარ. ასე, რომ ჩემი თვალთახედვით ეს კაცი გენიოსია. 🙂 ბიზნესი გააკეთა ჰაერიდან. 🙂

      იყვნენ ადამიანები რომლებიც ყიდდენ არა-მათ ქონებას. მაგალითად თავისუფლების ქანდაკება უამრავკჯერაა “გაყიდული”, ხეოფსის პირამიდა და ათასი რამ. ეს ადამიანები ბოლოს ციხეში მოხვდნენ. იმიტომ რომ უკანონოა, გაყიდო ის, რაც შენი არ არის.

      ჰოუფი კი დადის ლამაზად. და ვერავინ ვერაფერს ეუბნება. 🙂 თუმცა ერთი გერმანელი ტიპი უჩიოდა – მთვარე გერმანელებისაა ჯერ კიდევ ფრიდრიხ პრუსიელმა (თუ ვიღაც ეგეთმა) დაიკანონაო.

      Like

  2. ჰა ჰააა მინდა ნიკოლთააან!!! საყვარელი ეგა. რა საინტერეო იდეები აწუხებთ ჰოპერს!:D დაიცა ფული შევაგროვო;D

    Like

  3. რავიცი, რამდენად აფერისტობა შეიძლება იყოს გენიოსობა.
    ალბათ, შეიძლება, მაგრამ აფერისტი მაინც აფერისტია. იყოს თუნდაც გენიოსი.

    Like

    1. აფერისტი არაა.
      გარიგების ორივე მხარემ იცის თამაშის წესები.
      არაფერს არავის პირდება და არ თავაზობს არარსებულს.
      მოკლდე – აფერისტი არაა.
      კლასიკური ბიზნესისგან განხვავებულია, მაგრამ მაინც არაა აფერიტობა.

      აფერისტობაა კონცერტზე რომ მიდიხარ და იქ რივერ-დანსის მაგიერ ვიღაცეები დახტიან სცენაზე.
      ან ვიღაც რომ პირს აღებს და ფონოგრამა უკრავს.
      ან კალაძე რომ ერთ თამაშში ორ გოლს ჭედავს საკუთარ კარში, როცა მეტოქისაში 10 თამაშში ერთიც ვერ გააქვთ ყველას ერთად აღებულს.
      აი, ესაა აფერისტობები.

      Like

  4. ვარსკვლავებსაც ხომ ყიდიან?
    მგონი საქართველოშიც არიან ადამინები, ვისი სახელებიც დაარქვეს რაღაც უსახელო ვარსკვლავებს…
    ისე, სულელური კია, მაგრამ არ ვიტყოდი უარს, ვინმე თუ მაჩუქებდა ვარსკვლავს. ან თუნდაც ნაკვეთს მთვარეზე.

    Like

  5. 1980 წლის 22 ნოემბერს გაეროს გენერალურ მდივანს, აშშ-სა და სსრკ-ს ხელისუფალთ მიმართა წერილით, სადაც საკუთარი თავი მთვარის მფლობელად გამოაცხადა.

    hm, Tan kide upatrono qonebao
    sackali mtvare – upatrono qoneba kopila da meti araferi :D)

    maka mec gamogkvebi raaa

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.