200’000’000-ე პოსტი WordPress-ზე ჩემი დაწერილია!!! :)

Wორდპრესის რედაქტორმა Joy Victory-მ ა.წ. 18 ივნისს Wორდპრესელებს ამცნო, რომ Wორდპრესულ ბლოგებზე პოსტების რაოდენობამ 200’000’000-ს გადააჭარბა.

ამასთან, რამდენადაც Wორდპრესის რედაქტორებმა და ადმინისტრაციამ არ იციან, თუ ვინ დაწერა 200’000’000-ე პოსტი, სრული და ლეგიტიმური უფლება მაქვს, განვაცხადო – ეს პოსტი მე დავწერე!

ვეყრდნობი პრეცედენტს, რომელიც ცნობილია, როგორც “1980 წლის საქმე მთვარეზე მფლობელობის შესახებ” (ამერიკელმა დენის ჰოუფმა მოითხოვა მთვარეზე საკუთარი უფლებების ცნობა იმ მოტივით, რომ იმ მომენტისთვის მთვარე არავის მფლობელობაში იმყოფებოდა და არავის უფლებები მთვარეზე იმ მომენტისთვის არ იყო დამტკიცებული) და Wორდპრესულ ბლოგებზე დაწერილი 200’000’000-ე საიუბილეო პოსტად ვაცხადებ აი ამ პოსტს:

შეიყვარე ვუვუზელა!

რითიც ასევე პატივს მივაგებ მოძმე ზულუსების მუსიკალურ ტრადიციებს.

და კიდევ ფსიქეს, რომელმაც ჩემს ბლოგს უწოდა “ბრწყინვალე”. 🙂 აი აქ http://wp.me/pU40U-2B
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
200,000,000 Posts… and Counting

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

10 thoughts on “200’000’000-ე პოსტი WordPress-ზე ჩემი დაწერილია!!! :)”

  1. მოიცა და მთვარე რომ ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან?

    მაგ საქმეზე გადაწყვეტილება გაქვს?

    Like

    1. გადაწყვეტილება არ მაქვს, მაგრამ დაკანონებული რომ აქვს ტიპს ეგ ნაღდად ვიცი. 🙂
      ეს ყველაფერი ემყარება იმ ლოგიკას, რომ მთვარე არც ერთი სახელმწიფოს მფლობელობაში არაა, ტიპმა პირველმა განაცხადა რომ მთვარე მისია და ამის საწინააღმდეგოს დამტკიცება იურიდიულად შეუძლებელია.

      Like

      1. არა აქვს დაკანონებული კაცო, მოვძებნი გადაწყვეტილებას.
        საერთაშორისო კონვენციის საკითხია ეგ 🙂

        Like

      2. კაცმა მილიონები იშოვა და დაყიდა მიწები და რა უნდა მეტი. 🙂

        მე რა საკითხისთვისაც მაინტერესებდა – WordPress ამერიკული კომპანიაა (თანაც ქალიფორნიული:)) ასე რომ ამერიკული კანონმდებლობით 200’000’000-ე პოსტი ჩემია. 🙂

        მთვარეზე კი არ მაქვს პრეტენზიები.
        თუ ანჯელინა ჯოლიმაც იყიდა იქ მიწა, მაშინ შეიძლება დავფიქრდე, მის მეზობლობაზე. 🙂
        გადავძახებ ხოლმე ღობეზე – ანჯელინა, მეზობელო, ყავა გამოთავდა და ხომ არ დამალევინებ-თქვა…
        არ მეტყვის, ალბათ, უარს.

        Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.