ექსპერიმენტალისტური და სექსისტური Calvin Klein by მაკა ასათიანი

ბავშვობაში ყველანი სხვადასხვა პროფესიაზე ვოცნებობთ, ზოგიერთს კოსმონავტობა, ექიმობა, მძღოლობა, ზოგიერთს კი უბრალოდ პოპულარობა სურს. სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ ამერიკელი დიზაინერის ქელვინ ქლაინის უდიდესი ოცნება, რომლის განხორციელებას, როგორც ძლიერი მოტივატორი წინ უძღოდა ნიუ-იორკის ნაკლებად ფეშენებელურ რაიონში აღზრდა. ამიტომ ცხოვრების ამერიკულ ოცნებად გადაქცევა ნაადრევი ასაკიდან დაიწყო. ხელოვნების სკოლის დასრულებისთანავე, მოდის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც სხვისი კოსტუმების კემსვისას პრაქტიკულ გამოცდილებას იღებდა. ასე – სწავლაში, სხვის ატელიეებში მუშაობაში, საღამოობით ნიუ-იორკის ქუჩებში ხეტიალით და გამვლელთა პორტრეტების შექმნაში 6-მა წელიწადმა განვლო. თუმცა, ამას ქელვინ ქლაინისთვის არავითარი შემოსავალი არ მოუტანია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან იმ პერიოდში გააკეთა ეს მისი საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო იყო.

ბრუკლინელი მოზარდის ამერიკულ ოცნებას მისმა ბავშვობის მეგობრმა ბარი შვარცმა 1968 წელს ჩაუყარა საფუძველი. მან ქლაინის იდეების განხორციელებაში 10 ათას დოლარიანი ინვესტიცია ჩადო და ასე შეიქმნა დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი კომპანია Calvin Klein, Ltd. ჯინსები, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი, თეთრეული, პარფიუმერია და აქსესუარები, სპორტული ტანისამოსი – ეს ის წარმოებაა, რომელიც ქელვინ ქლაინის სახელს ატარებს. თუმცა, სანამ აქამდე მოვიდოდა გრძელი ექსპერიმენტალისტური გზა განვლო.

70-იან წლებში, ბოჰემურ საზოგადოებაში მოხვედრილი ქელვინი ექსპერიმენტალიზმს მიეტანა. ეს როგორც მის პირად ცხოვრებაზე ასევე, მის სამუშაოზეც აისახა. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სისტემატიური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ქევინს, რომელიც იმ პერიოდისათვის მხოლოდ მამაკაცის ტანისამოსს ქმნიდა, მამაკაცის კლასიკური კოსტუმის ქალის ტანზე ადაპტაცია მოუვიდა აზრად. რაც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში არ კარგავდა აქტუალურობას.

აქსესუარებისა და ბეწვის ტანისამოსის კოლექცია 1974 წელს შექმნა, თუმცა დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ  მას ახალი გენიალური იდეა მოუტანა, რომელმაც შემდგომში არამხოლოდ კონსერვატორული ამერიკა არამედ მთელი ევროპა აალაპარაკა. ეს მსოფლიოში პირველი დიზაინერული ჯინსები გახლდათ, რომელიც მოდურმა და სექსუალურმა ახალგაზრდობამ უმალ აიტაცა. “ქელვინ ქლაინის” ღია ფერის ჯინსები კი ინოვაციურობითა და მაღალი ფასით გამოირჩეოდა, რამაც ისინი მალევე გახადა ტენდენციური. ქელვინმა დიზაინერული ჯინსების რეკლამირებისას იმ პერიოდისთვის ნაკლებად ცნობილი ბრუკ შილდსი აირჩია.

რეკლამაში არასრულწლოვანი მოდელის გამოყენებას ნეგატიური შედეგი მოჰყვა, ჯინსები დროებით 1998 წლამდე მოიხსნა წარმოებიდან. თუმცა, სწორედ ამ რეკლამის მეშვეობით ქელვინმა ერთ კვირაში 40 000 წყვილი ჯინსი გაყიდა.

კომპანია “ქელვინ ქლაინი” პარფიუმერიის ინდუსტრიაში 80-იან წლებში აბიჯებს. მას განსაკუთრებული არომატები აქვს: “ობზეშენი”, “ისქეიფი”, “ეთერნითი”, ინოვაციური და დღემდე ყველაზე პოპულარული “ოქეი”.

დიზაინერისთვის 80-იანი წლები ნაყოფიერი აღმოჩნდა. მამაკაცის თეთრეულის პირველი კოლექცია დღემდე სარგებლობს პოპულარობით. ფართოზორტიანი საცვალი, რომელზეც წარწერა Calvin Klein არის დატანილი ახლაც კი აქტუალურია ჩემს თანატოლებში და თინეიჯერებში 🙂

“ქელვინ ქლაინის” მაჯის საათების პირველი კოლექცია 1997 წელს გამოვიდა. კომპანია “სვოჩის” დაინტერესებამ კი მისი პოპულარობა უზრუნველჰყო, ვინაიდან ერთობლივი თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ამერიკული ოცნების კვალდაკვალ მიმავალმა ბრუკლინელმა მოზარდმა ზემოთხსენებულს 40 წელიწადში მიაღწია…

P.S. ლორდ, მადლობელი ვარ მოწვევისათვის. ეს ჩემი პირველი guest პოსტია 🙂

Creative Commons License© Maka Asatiani for Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ბლოგერთა შორის ყველაზე ცნობილი ბრენდოლოგისა და ბრენდოლოგთა შორის ყველაზე ცნობილი ბლოგერის, მაკა ასათიანის გესთ-პოსტი ჩემს ბლოგზე.
CK-ზე დაწერას კარგა ხანია, ვაპირებდი, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ჰოდა, მაკაზე უკეთ მაინც ვერ დავწერდი.
ინჯოი. 🙂
LV

17 thoughts on “ექსპერიმენტალისტური და სექსისტური Calvin Klein by მაკა ასათიანი”

  1. Zalian zalian Zalian posti iko
    gemrieli, sainteresoi da makaasatianiseburi 🙂

    რეკლამაში არასრულწლოვანი მოდელის გამოყენებას ნეგატიური შედეგი მოჰყვა, ჯინსები დროებით 1998 წლამდე მოიხსნა წარმოებიდან. თუმცა, სწორედ ამ რეკლამის მეშვეობით ქელვინმა ერთ კვირაში 40 000 წყვილი ჯინსი გაყიდა.

    ar vicodi tu reklamashi monacileobis migebasac srulclovaneba undoda

    Like

  2. სამწუხაროდ, მისი არომატები განსაკუთრებული იმითაა , რომ cheap სურნელი აქვს :/
    თეთრეული კი ყველაზე კომფორტული აქვს მართლა 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.