antivirus

სასარგებლო პროგრამების პროექტის ფარგლებში ორ პატარა პროგრამას წარმოგიდგენთ, რომელებიც 2 ნერვების მომშლელი ვირუსის მოცილებაში დაგეხმარებათ 🙂

პირველი მათგანი დაგეხმარებათ მაშინ, როცა დამალული ფაილების გამოჩენის პრობლემა შეგექმნებათ. ანუ თქვენ რთავთ ბრძანებას, რომ გამოჩნდეს დამალული ფაილები, მაგრამ ვირუსი იმ წუთასვე მალავს მათ 🙂 ამ ვირუსის თავიდან მოსაცილებლად გადმოწერეთ ეს პატარა პროგრამა, ამოაარქივეთ და გაუშვით. გამოვა ფანჯარა, რომელსაც აუცილებლად უნდა დაეთანხმოთ და მორჩა! ვირუსი წარსულს ჩაბარდა, თქვენ უკვე შეძლებთ გამოაჩინოთ დამალული ფაილები 😉

გადმოწერა/Download

ამ მინი პროგრამას კი Amvo Killer ქვია და ძალიან გავრცელებული ვირუსის მოცილებაში დაგეხმარებათ. ალბათ ბევრს გქონიათ შემთხვევა, როცა ცდილობთ გახსნათ C, D დისკები, ტელეფონის და ციფრულის ჩიპი, ან სულაც ფლეშკა, მაგრამ მათი ჩვეულებრივ გახსნის მაგიერ ვინდოუსი რატომღაც Open With ფანჯარას გთავაზობთ, აქაოდა აირჩიე რომელი პროგრამით გავხსნაო 😀 რა თქმა უნდა, არანაირი პროგრამა არაა აქ საჭირო, უბრალოდ ვირუსი ხულიგნობს და არ გიშვებთ არსად. მის ასალაგმად ზუსტად ეს პროგრამა გამოგადგებათ. გადმოწერეთ, გაუშვით, სადაც დათანხმებას მოითხოვს რამეზე, დაეთანხმეთ 😀 აცადეთ მუშაობა ცოტა ხანი და მალე ვირუსი ლიკვიდირებული იქნება. თქვენ ისევ თავისუფლად გახსნით ყველანაირ დისკს, ჩიპს, თუ ფლეშკას 😉

გადმოწერა/Download