უითმენი და “ლივაისი”

ჩემს ერთ-ერთ წინა პოსტში Why wearing H&M still IS NOT prestigious ვწერდი, რომ დიდ ბრენდებს ასეთად (ბევრ სხვა რამესთან ერთად) მათი ისტორია აქცევს და ის ლეგენდები და მითები, რომლებიც ამ ისტორიის განმავლობაში იქმნება.

კომპანია Levi’s ერთ-ერთი ასეთი დიდი ბრენდია. ერთ-ერთი პირველთაგანი და ის საკუთარ ლეგენდებს თვალის ჩინივით უფრთხილდება და არც სხვებს აძლევს უფლებას, დაივიწყოს. ბრენდის ცნობადობა უნიკალურია, რამდენადაც, პრაქტიკულად, 100% აღწევს ყველგან, სადაც კომპანიის პროდუქცია იყიდება. ამვე დროს, Levi’s, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევებით, მუდმივად სახელდება “ამერიკის სიმბოლოთა” 50-ეულში (დოლარის ბანკნოტის, თავისუფლების ქანდაკების, ჰოლივუდის… გვერდით). ანუ, ვამბობთ “ლივაის”, ვგულისხმობთ – ამერიკას 🙂 და პირუკუ.

სწორედ ამ სიმბოლიკის თუ მითოლოგიის გამყარება განიზრახა სარეკლამო კომპანიის Wieden + Kennedy შემოქმედებითმა დირექტორმა სიუზან ჰოფმანმა (Susan Hoffman), ვისი იდეითა და ხელმძღვანელობით მომზადდა სარეკლამო კამპანია, რომელსაც, პირობითად, “ლივაისს+უითმენი” ეწოდება, ვინაიდან კლიპებს ფონად უოლთ უითმენის სტრიქონები მიჰყვება.

(O’Pioneers. Directed by M Blash)

რატომ მაინცადამაინც – უითმენი?

ვინაიდან, უითმენი – ამერიკაა, როგორც “ლივაისია” – ამერიკა.

ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის ლექტორი და შიქაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ანთროპოლოგი გრანთ მაქრაქინი წერდა, რომ უითმენი დაეხმარა ამერიკელებს, ჩაწვდომოდნენ, თუ რა იყო ამერიკა და უჩვენა მათ გზა მომავლისკენ, თუ როგორი უნდა გამხდარიყო ამერიკა.

ამერიკის ისტორიის მკველავართა აზრით, უითმენი ამერიკის დამფუძნებლად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან მისი პოეზია ამერიკელთა იდენტობის საუკეთესო გამომხატველია. ის იყო, მართალია, გენიალური, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე ტიპური ამერიკელი – ადამიანი, ვინც ყველა ამერიკელის სურვილთა და მისწრაფებათა, ოცნებებისა და მიზნების გამოხატვა შეძლო.

კრებულში “ბალახის ფოთლები” თავადაც ხომ სწორედ ასე წარადგინა თავი: “პოემა უოლთ უითმენისა. ამერიკელის.” (თუმცა, შემდგომ გამოცემებში პოემას სახელწოდება შეუცვალა და ახლა მას “სიმღერა ჩემს შესახებ” ეწოდება).

(America. Directed by Cary Fukunaga)

დაბოლოს, მესამე კლიპი, რომელსაც არ აქვს კავშირი არც Wieden + Kennedy არც კომპანია Levi’s-თან (ყოველ შემთხვევაში, Levi’s უარყოფს, რომ ეს სარეკლამო კლიპი მისი შეკვეთითაა დამზადებული), ამდენად, ფანების შემოქმედებად უნდა მივიჩნიოთ… რაც ადასტურებს, რომ  სიუზან ჰოფმანის იდეამ “იმუშავა” და ის ტელეეკრანებიდან ხალხში გადმოიღვარა.

(Grand Is The Seen. Fancut)
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ეს პოსტი ჩემივე Why wearing H&M still IS NOT prestigious-ის გაგრძელებაა და, აგრეთვე, კაპუჩინოს ლიტერატურულ კაფეში შემდგარი უმწვავესი დისკუსიის გამოძახილია.

ასევე:
501 – ლეგენდა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

5 thoughts on “უითმენი და “ლივაისი””

  1. მწვავე დისკუსიას მართლაც ძალიან ინფორმატიული და საინტერესო პოსტი მოყვა, ოხ როგორ მიყვარს ასეთები 🙂 კიდე მინდა 🙂

    Like

    1. სავარაუდოდ კიდევ იქნება 🙂 რა გამოვა, არ ვიცი, მაგრამ რეკლამების თემაზე რაღაც მომეწონა წერა და გავაგრძელებ კიდევ.

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.