DOT.TK – ბლოგერთა კუნძული

“გამარჯობა ბლოგერო, მე ვარ ადმინისტრატორი ჯონ ალენი კუნძულ თოუქელაუდან, ძალიან მომეწონა შენი ბლოგი და მსურს, უფასო დომენი შემოგთავაზო. ის უკვე მზადაა – სცადე, www.styleoflife.tk

თუ თქვენ ხართ ბლოგერი ან საიტი გაქვთ, შესაძლოა, ასეთი წერილი მიიღოთ.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ბლოგერი, მაგრამ მქონდა ჯეოქალაქი (ჯეოსელთან კავშირში არაა – ჰოსთინგი იყო ასეთი – GeoCities.com – მანდ ბუდობდა ჩემი საიტიც), თოუქელაუზე მისი კლონი მქონდა რეგისტრირებული.

ჯეოქალაქი, კარგა ხანია, მარილზე გავიდა. მე WordPress და Blogspot-ზე გადმოვბარგდი და ბლოგები დავარეგისტრირე. ერთ-ერთის (რომელსაც ახლა კითხულობ, იმის :)) ანარეკლი ახლა უკვე თოუქელაუშია.

როგორ მუშაობს DOT.TK იგივე თოუქელაუ?

tk

ეს ე.წ. ზედა დონის დომენია. არეგისტრირებთ იქ მისამართს, ვთქვათ http://www.რა სახელიც გაგეხარდებათ.tk და აბამთ მას თქვენი არსებული ბლოგის მისამართს. ამის შემდეგ ადამიანი, რომელიც შევა http://www.რა სახელიც გაგეხარდებათ.tk-ზე ავტომატურად, სწრაფად, უმტკივნეულოდ და უჩუმრად გადამისამართდება თქვენს ბლოგზე.

ამასთან, შეგიძლიათ, ელექტრონული მისამართებიც გახსნათ რასახელიცგაგეხარდებათ@რასახელიცგაგეხარდებათ.tk და იქ მიღებული წერილები თქვენს არსებულ (Yahoo, Google, Hotmail…) საფოსტო ყუთში გადაიგზავნება ავტომატურად, სწრაფად, უმტკივნეულოდ და უჩუმრად.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სრულიად უფასოა…

ჰო, თოუქელაუ (tk) ტროპიკულ კუნძულთა პატარა ჯგუფია. გადასარევი ადგილია დასასვენებლადო, ასე ამბობენ. ახალ ზელანდიას ეკუთვნის. ახალი ზელანდიიდან მივლენილი ადმინისტრატორი მართავს, ხოლო თოუქელაუზე დარეგისტრირებული ყველა მისამართი გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბეთ II-ის მფარველობის ქვეშაა. 🙂 ყოველწლიურად 100 ყველაზე აქტიურ ბლოგერს საშუალება ეძლევა დაუვიწყარი 10 დღე გაატაროს თოუქელაუზე და შეხვდეს შობას ტროპიკული მზის ქვეშ, ოკეანის სანაპიროზე. :):)

მოკლედ, როგორც ბლოგერები იტყვიან, ველქომ, თქვენ გელით თოუქელაუ.
დააკლიკე და მოითხოვე:


Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

10 thoughts on “DOT.TK – ბლოგერთა კუნძული”

    1. blogspot იქნები. ბლოგი რჩება სადაც არის, უბრალოდ პირველი დონის დომენი გექნება. მოკლე მისამართი.
      მაგალითად rodrigo.tk და მეილი ვთქვათ, rodrigo@rodrigo.tk

      დაკლიკე და იქ გაერკვევი იოლად. 🙂 კარგადაა ახსნილი.

      Like

  1. მე მაინც პრინციპს ვერ ჩაწვდი : (

    ანუ ჩემს ბლოგს უნდა ჰქონდეს ორი სახელი? :ბლინკ: რომ გადამისამართდება, ხომ მაინც წორდპრესის ბაზა ექნება? ხოდა გამოდის სახელის გულისთვის (ანუ რაღაცა.წორდპრესს.ცომ–ის აკრეფვა აღარ დაგჭირდება, მარტივ უერელ მისამართს აკრიფავ და ჰოპლა აქ ხარ).

    ნუ, სხვისი არ ვიცი და მე არ მჭირდება 🙂

    Like

    1. ჰო.მარტივია. მოკლე. სახელის შცვლა შეგიძლია როცა მოგესურვება. რამდენიმე სახელიც შეგიძლია მიაბა.
      და საიტზე მიბმული ი-მეილი.

      რაც არ გჭირდება, ღმერთმა ნუ მოგცეს 🙂

      Like

    2. ჩვენთვის არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, სხვა უფრო ადვილად დაიმახსოვრებს:):):)

      Like

  2. ხო მეც გავაკეთე ეგ ანუ უბრალოდ wordpress.com აკრეფა აღარ გიწევს და ვიზუალურად უცხო პირისთვის უფრო ადვილი დასამახსოვრებელია 🙂 🙂 ალბათ

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.