ყოველდღიური (Casual) სტილის ანბანი

სტილი Casual (რომლსაც ყოველდღიურს ვუწოდებთ, სანამ ვინმე უკეთეს ტერმინს შემოგვთავაზებდეს), კარგა ხანია გაცდა ბარებსა და სტადიონებს და ოფისებში, რესტორნებში და ბიზნეს-შეხვედრებზეც კი წეაღწია. ტანსაცმელი კატეგორიიდან Casual დღეს ყველაზე გაყიდვადი და ფართოდ ხმარებადია.

მიუხედავად იმისა, რომ სტილი Casual დემოკრატიული, თავისუფალი, საყოველთაო და უნივერსალურია, იმისთვის, რომ არ გადავამლაშოთ, მასაც თავისი ანბანი აქვს.

ჟურნალი Esquire (18 თებერვალი, 2008) შემდეგ წესებს გვთავაზობს:

თუ ორჭოფობთ, რა ჩაიცვათ: ჩაიცვით თეთრი ფერის პერანგი-ოქსფორდი, მუქი ლურჯი ბლეიზერი, შალის კარდიგანი  – არასდროს წააგებთ.

  • პერანგი ოქსფორდი (Oxford shirt) მაღალი ხარისხის რბილი ბამბის ქსოვილისგან შეკერილი უპირატესად გრძელსახელოებიანი პერანგია, ღილებიანი საყელოთი.
  • კარდიგანი  არის სვიტერი, რომელიც წინიდან ღილებით ან ელვით იკვრება, ანუ ის, რასაც ჩვენთან ჟაკეტს უწოდებენ, თუმცა, ინგლისური jacket – პიჯაკი ან ქურთუკია.

ბამბა – ეს არის ენა, რომელზეც Casual სტილი საუბრობს. ბამბის სამოსი მუდამ შესაფერისია.

ველიური (მაღალი ხარისხის ხავერდია) – ეს არის ენა, რომელიც Casual სტილს არ ესმის.

ჯინსი და Casual სტილი განუყოფელია, მაგრამ მას ყველა სახის ტანსაცმელს ვერ შეუხამებთ. ჯინსს ესადაგება:

ყოველთვის: ბამბის პერანგი-ოქსფორდი, მაისური, სვიტერი, მუქი ლურჯი ფერის ბლეიზერი, ყავისფერი  ფეხსაცმელი – loafer.

  • Loafer ინდიელთა მოკასინების თანამედროვე ვარიანტია. ჩვეულებრივ – ტყავისაა, მთლიანი ზედაპირით და თასმების გარეშე. როგორც წესი, რეზინის ძირზეა.

ძალზე ხშირად: ბამბის როლინგი (პულოვერი მაღალი ყელით), სვიტერი, ტვიდის ქურთუკი, შავი loafer, თეთრი სპორტული ფეხსაცმელი.

მხოლოდ ზოგჯერ: კაპიშონიანი სვიტერი/მაისური, მაღალყელიანი სპორტული ფეხსაცმელი, ჯერსე.

არასდროს: აბრეშუმის პერანგი, ჟილეტი, flip-flops (ზღვის ჩუსტები, ე.წ. „ტაპკები”).

მანჟეტის საკინძეები, ლაბადა, აჭიმი – ამის ჩაცმას კი, ნამდვილად სჯობს, სახლში დარჩეთ! 🙂

არ შეიძინოთ “გამოხარშული” და “გახეხილი” ჯინსის შარვალი. ჯინსი მაშინ გამოიყურება საუკეთესოდ, როდესაც ხმარებაში საკუთარ ტანზე “შემოგეხეხებათ”.

შორს გეჭიროთ თავი ჯინსის შორტებისგან. მამაკაცი ჯინსის შორტს მხოლოდ მაშინ უნდა შეეხოს – თუკი ის ქალს აცვია და თქვენ კი გახდაში ეხმარებით.

ჯინსს ჯინსთან ნუ შეახამებთ: ჩაიცვათ ჯინსის მხოლოდ ერთი სამოსი და ეს ერთი ნურასდროს იქნება ჟილეტი.

ჯინსის შარვალს 5 ჯიბე უნდა ჰქონდეს. ხაკის შარვალს კი – ოთხი.

შარვლის ტოტები მხოლოდ მაშინ უნდა აიწიოთ, თუ წყალში შედიხართ. ყველა სხვა შემთხვევაში – ეს უადგილოა.

პოლო და პერანგი ქამარში ჩატანილი უნდა გეცვათ, სვიტერი და პულოვერი – ამოტანილი.

რაგბის პერანგი – ყველაზე მამაკაცური სამოსია.

  • რაგბის პერანგი (rugby shirt) და პერანგი პოლო (polo shirt) ყოველდღიური სტილის ყველაზე პოპულარული სამოსია. პოლოსგან განსხვავებით, რაგბის პერანგს უფრო უხეში საყელო აქვს. ნამდვილი პოლო მხოლოდ ბამბისა უნდა იყოს. რაგბის პერანგი მეტი გამძლეობისთვის ხშირად ბამბისა და პოლიესტერის ნაზავისგან იკერება. მისი ტრადიციული მოხატულობა 5-6 სხვადასხვა ფერის ჰორიზონტალური ზოლია.

ბომბერის (bomber jacket ე.წ. “მფრინავის კურტაკი”) ფერი ყავისფერია. ბაიკერის კურტაკისა კი – შავი.

ბეისბოლის ქუდი ამერიკის უდიდესი წვლილია თავსაბურავების ინდუსტრიაში.

ბერეტი ისაა, რისი დროც ჩავლილია.

რაც უფრო ბზინავს ფეხსაცმელი და რაც უფრო მეტადაა წაწვეტებული – მით ნაკლებად მიესადაგება Casual ჩაცმის სტილს.

შეარჩიეთ საათი ტყავის სამაჯურით.

მზის სათვალის ადგილი არ არის ქუდზე, კინკრიხოზე, კისერზე ან ნეილონის ზონარზე. თუ მოიხსნით – ხელში გეკავოთ ან – მაგიდაზე დადეთ.

“მე ხომ შვებულებაში ვარ” – უხეირო გამართლებაა იმ ტანსაცმლის ჩასაცმელად, პირველი რაც მოგხვდათ ხელთ.

და ყველაზე მთავარი – მიბაძვის დრო არ არის. საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცი ისაა, ვინც საკუთარ თავს ჰგავს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

8 thoughts on “ყოველდღიური (Casual) სტილის ანბანი”

  1. შორს გეჭიროთ თავი ჯინსის შორტებისგან. მამაკაცი ჯინსის შორტს მხოლოდ მაშინ უნდა შეეხოს – თუკი ის ქალბატონს აცვია და თქვენ კი გახდაში ეხმარებით.

    wooow, rogor getanxmebi ro icode 🙂

    Like

  2. მზის სათვალის ადგილი არ არის ქუდზე, კინკრიხოზე, კისერზე ან ნეილონის ზონარზე. თუ მოიხსნით – ხელში გეკავოთ ან – მაგიდაზე დადეთ.

    aqac getanxmebi 🙂
    ver vitan qudze satvalewamoskupul pijonchikebs 🙂

    Like

  3. ჯინსს ჯინსთან ნუ შეახამებთ: ჩაიცვათ ჯინსის მხოლოდ ერთი სამოსი და ეს ერთი ნურასდროს იქნება ჟილეტი. fuck yeah! iqneb msgavsi posti, amjerad qalebzec dawero?

    Like

    1. არა… მაგ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ ჩემს თავზე. ქალის ტანსაცმელზე რაც დავწერე ისიც ბევრი მომივიდა. 🙂
      აი, ამ პოსტს კი ექნება გაგრძელება. 🙂

      Like

      1. დაწერე თავად. 🙂
        მე ქალზე მომწონს ქვემოთ აჭრილი, გვერდზე ჩაჭრილი, წინ ამოჭრილი და ა.შ. 🙂 ამიტომ ობიექტური ვერ ვიქნები.

        Like

  4. მდა. რაღაცეებში არ ვეთანხმები. 1. მზა გახეხილი ჯინსი ძალიანაც მომხიბვლელად გამოიყურება და სულაც არაა საჭირო რომ დროთა განმავლობაში გახეხვას დაელოდოთ ჩემი აზრით 🙂 კიდევ, ჯინსის შორტი საკმაოდ სექსუალურია თუ კაცს ნორმალური ფეხები აქვს (ანუ არა გამხდარი, არა პუტკუნა) ყველაზე სექსუალურია შორტებს შორის, ჩემი აზრით. კიიდევ, პოლო და ზოგიერთი პერანგი შარვლის გარედანაც ძაან კაია, პოლო საერთოდაც გარედან ბევრად მისაღებია. ზოგ შარვალს ძაან უხდება აკეცილი ტოტები, ოღონდ განსაკუთრებული სტილი უნდა, ფეხსაცმელი და ტანი უნდა უწყობდეს ხელს. სულ ესაა, დანარჩენში ვეთანხმები 🙂 ისე იმ კომენტარის არ იყოს დაწერდა კაცი ერთ ასეთს ქალებზეც..

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.