მურვან-მელომან-ყრუ

მე-19 საუკუნეში მისალმების ნიშნად კაცი ცილინდრს მოიხდიდა ხოლმე, დღეს ყურსასმენს იღებს ყურიდან… განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად – მეორე ყურიდანაც.

როდესაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ გარეთ – ქუჩაში, საცობში, ჯიმში, მოლში ყურსასმენი ბევრს მუდამ თან აქვს. ასე ვარ მეც. რამდენ ყურსასმენს გაუვლია ჩემი ყურის ნიჟარებში, ვერც დავთვლი. ბოლო ხანებია უსადენო – wireless მოდელებზე გადავედი. ვინც ტრადიციული, სადენიანი ყურსასმენის უსადენოთი ჩანაცვლებას ფიქრობს, სამ მათგანზე დავწერ, მთელი მათი შუქ-ჩრდილებით.

NB! მხოლოდ სტერეო-ყურსასმენებს ვგულისხმობ. მუსიკის მოსასმენადაც რომ გამოდგება. ლინკზე გადასასვლელად – დაკლიკეთ ფოტოზე.

იაფი.

სამწუხაროდ, სასწაული არ ხდება. იაფ უსადენო ყურსასმენს ხარისხიან ჟღერადობას ვერ მოვთხოვთ. აკუმულატორიც სუსტი აქვს და კონტაქტიც ყოველთვის ვერაა სტაბილური.

  • ერთხელ ჩინური კომპანია Vtin-ის ბლუთუს დინამიკი ვიყიდე ფასდაკლებით. კომპანია არ ვიცოდი და არც სპიკერს შევიძენდი, მაგრამ ძალიან დიდი ფასდაკლება იყო და დიზაინიც მომეწონა. ვიფიქრე – არ ივარგებს და გადავაგდებ, არ დამენანება-მეთქი. ჩამოვიდა და არ გადამიგდია. სამი წელია მუშაობს. იდეალური ჟღერადობა არ აქვს, მაგრამ ასატანია. სადმე პიკნიკის დროს გამოსადგომია. კომპაქტურია და წყალგაუმტარი.

Vtin bluetooth headphonesამიტომ, როდესაც იაფიან ყურსასმენს ვეძებდი, ბევრი არ მიფიქრია – ისევ Vtin ვიყიდე. რაც ზემოთ ვთქვი იაფიან ყურსასმენებზე – მეტ-ნაკლებად ყველა ითქმის ამათზეც. 2.5-3 საათი მუშაობს მუსიკის მოსმენის რეჟიმში. ბასებზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაგრამ დაჭერა (სმარტფონთან კონტაქტი) არ აქვს ცუდი, თუმცა მუსიკის მოსმენისას იშვიათად წამიერი შეფერხებები შეეყრება ხოლმე. მიკროფონი კარგად მუშაობს. ყვირილი არ გიწევს – ჩვეულებრივ ან დაბალ ხმაზე ლაპარაკიც კი ესმის თანამოსაუბრეს.

საშუალო ფასის.

არის ასეთი ჩინური კომპანია TaoTronics. მცირე ზომის ტექნიკის მწარმოებელია. ფასი/ხარისხის შეფარდება გამოარჩევს. მათი კომპაქტური მაგიდის/ოფისის სანათი მაქვს. კარგი რამ აღმოჩნდა. ასე რომ ყურსასმენებშიც ვენდე და გაამართლა.

TaoTronics bluetooth headphonesიდეალური ჟღერადობა არც ამას აქვს, მაგრამ ცუდი არ არის ნამდვილად. ბასები ისმის, აკუმულატორი კარგი აქვს (5 საათი მუსიკის სმენის რეჟიმში). წყვეტა არ შემინიშნავს.

ალბათ, ამაზე გავჩერდებოდი და სხვას არ ვიყიდდი, მაგრამ, ზოგმა კი იცით – “ამაზონის” ძველი კლიენტი ვარ და მათი ტაბლეტიც მაქვს, ტაბლეტს კი – ე.წ. გოლდბოქს სეილების ნოტიფიკაცია… გოლდბოქსი – საგანგებო ფლეშ-სეილებია “ამაზონზე”. განსაზღვრული რაოდენობის საქონელი გამოაქვთ გასაყიდად შეზღუდული დროით. სტანდარტულზე უფრო დიდი ფასდაკლებითაც… ვინც “ამაზონელები” ხართ, კი გეცოდინებათ. ასეთ სეილზე გადავეყარე კიდევ ერთ ყურსასმენს. და შევიძინე.  

 ძვირი.

Sol Republic-ის სხვა პროდუქცია არ მქონია, მაგრამ კომპანიის რეპუტაციიდან გამომდინარე, ვენდე. მცირე ზომის აუდიო-ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანიაა. პოპულარულია და სანდო.

Sol Republic bluetooth headphonesძალიან კარგი ყურსასმენი აღმოჩნდა. ჟღერადობა საუკეთესო აქვს – ბასები და რამე. Smile  მგრძნობიარე მიკროფონი. კავშირი სმარტფონთან იდეალურია – გვერდზე ოთახშიც იჭერს. სოფთ-თაჩ დაფარვა აქვს და კანთან შეხებისას არ გაწუხებს. იოლად იმალება პოლოს საყელოს ქვეშ. მუსიკის მოსმენის რეჟიმში აკუმულატორი 7 საათი ძლებს. ერთი კარგი უნარი გამოამჟღავნა, რამაც მომხიბლა დამატებით – როდესაც აკუმულატორი ჯდება და გაფრთხილებს, სხვა ყურსასმენები რაც მქონია, ამის შემდეგ 2-5 წუთს ძლებდნენ, Sol Republic Shadow კი, თუ ხმას ჩავუწევ (ჩვეულებრივ, მაღალ ხმაზე მიყვარს მოსმენა) კიდევ 20 წუთი თავისუფლად ძლებს. ზოგადად, ხმის დონეს დიდი მნიშვნელობა აქვს – შეიძლება თქვენს ხელში კიარადა ყურში მთელი 8 საათიც გაქაჩოს.

ამ სეგმენტში (ე.წ. Neckband headphones) რამდენიმე კონკურენტია (LG Tone Infinim, Samsung Level U, Moto Surround, Moto S HD…). რაც არ მქონია, ვერ შევაფასებ, თუმცა, რაც ვნახე მათ მყარი პლასტმასის საყელური აქვთ, Shadow კი ელასტიურია და ჯიბეშიც იოლად თავსდება, რაც პლიუსია, თუმცა, მაგალითად, Tone Infinim-ს თავისი პლიუსები აქვს – ყურსასმენის სადენიანი ნაწილი, სურვილის შემთხვევაში, მთლიანად იმალება საყელურში. 

NB! ჯიმში ვარჯიშისთვის Shadow ზოგადად კი გამოდგება, მაგრამ ვარჯიშს გააჩნია – მაგალითად, ხტუნვისას ნიჟარაში არ ჩერდება.

სხვამხრივ – ნაკლი არ მოეძებნება.

თუმცა, ამ ფასად, ცხადია, ძალიან მაღალი კლასის სადენიან ყურსასმენს შეიძენთ, რომლის ჟღერადობასთან უსადენო ვერ მოვა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

4 thoughts on “მურვან-მელომან-ყრუ”

  1. თუმცა, ამ ფასად, ცხადია, ძალიან მაღალი კლასის სადენიან ყურსასმენს შეიძენთ, რომლის ჟღერადობასთან უსადენო ვერ მოვა.
    ზუსტად ამაშია საქმე 🙂

    Like

    1. რა გითხრა აბა? მე რაც მაქვს და დამიტესტია, იმაზე ვამბობ. ეგ არ ვიცი რაა.
      ზოგადად შემიძლია ვთქვა მხოლოდ რომ ძალიან იაფია. ბლუთუს ყურსასმენები 50+ აქვთ ფასი. კარგებს 70+ და საეჭვოდ იაფი ჩემი აზრით კარგი არასდროს გამოდგება ხოლმე. საშუალოზე თუ გაქაჩა – კიდევ არა უშავრს.

      Like

    2. აგერ ამაზონზე ვნახე https://www.amazon.com/ZEALOT-Headphones-Attraction-Sweatproof-Microphone/dp/B01M7TYIQ6/ref=lp_8260013011_1_5?srs=8260013011&ie=UTF8&qid=1525119394&sr=8-5
      უფრო იაფი არ გამოდის? თან მგონი უფრო ახალი მოდელია h7 და იქ h1

      პრინციპში თუ არ გაფუჭდა და გამძლეა ამ ფასისას კი დაუკრავს რა 🙂

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.