კატა და თაგვი

თბილისის ერთ ცნობილ ქუჩაზე, რომელიც დღისით კაფეებით იწონებს თავს და ღამით – შეფენილი ბოზებით, გაიხსნა ასეთი მაღაზია, იბერულა: ხორცეული, ძეხვეული, სოსისი და შაშხი…

მაღაზიას ერთი კატაც შეეჩვია. მიცუნცულდებოდა ხოლმე და ჩამოჯდებოდა კართან. შიგნით არ შედიოდა. ზღურბლს არ გადააბიჯებდა. იჯდა თავისთვის ჩუმად და გასცქეროდა დახლებს.

იმათაც შეიფარეს. დღის ბოლოს, ხორცეულის ნარჩენ-ნათალი რომ მორჩებოდათ, გამოუტნდნენ და მიირთმევდა. მადლობაო ჩაიკრუტუნებდა მხოლოდ და ულვაშებს გაილოკავდა ხოლმე.

ერთ დღესაც მიირბინა კატამ როგორც სჩვეოდა და სადღაა იბერულა. დაკეტეს. მერე გამოხდა ხანი და იქ უკვე კომპიუტერული მაღაზია გახსნეს.

კატა კი ისევ იქაა. მიცუნცულდება ხოლმე და ჩამოჯდება კართან. შიგნით არ შევა. ზღურბლს არ გადააბიჯებს. ზის თავისთვის ჩუმად და გასცქერის კომპიუტერის თაგვებს.

გამოუტანენ ვითომ?

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License. ___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

10 thoughts on “კატა და თაგვი”

  1. ჩემს სახლთან იყო ეგ ავადსახსენებელი იბერულა. შიგნით რომ შეხვიდოდი უნდა გეძებნა გასაყიდი თ რამე იყო… დაიკეტებოდა აბა რა

    Like

  2. მურაკამის ფისო გამახსენდა
    ოდრის უსახელო ფისო
    ჰემინგუეის კატა წვიმაში
    ტომი ჯერის ძმაკაცი
    ფისოებო ყველა ქვეყნისა შეერთდით:)

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.