გამარჯვებული ხალხის ოპერატორი

“რუსთავი 2”-ის რეკლამა, სადაც ტელეკომპანიამ თავი გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად გამოაცხადა, ალბათ, გახსოვთ… ეს წლების წინ მოხდა. ხანი გამოხდა და, როგორც ჩანს, ყველას გადაავიწყდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა  მობილურმა ოპერატორმა, “ვოდაფონმა” მიიჩნია, რომ ტახტი უკვე თავისუფალია და მასზე აბობღება მოისურვა.

სარეკლამო კლიპი, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა “იუთუბზე” საკომუნიკაციო გიგანტს გამარჯვებული (ეგვიპტელი) ხალხის კომპანიად აცხადებს. კლიპში ნაჩვენებია ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი ხალხი და რევოლუციური მესიჯები, რომელსაც ამბოხებული ეგვიპტელები აგზავნიდნენ მობილური ტელეფონებით ფეისბუქსა და თვითერზე “ვოდაფონის” ქსელის გამოყენებით, შემაჯამებელი ტიტრები კი ასეთია:

We didn’t send people to the streets, we didn’t start the revolution. We only reminded Egyptians how powerful they are. (ჩვენ არ გაგვიყვანია ხალხი ქუჩებში, ჩვენ მხოლოდ შევახსენეთ ეგვიპტელებს, მათი ძალა).

თუმცა, კლიპის გამოჩენას დიდი აღშფოთება მოყვა. როგორც ცნობილია, ეგვიპტის იმჟამინდელი ხელისუფლების მოთხოვნით “ვოდაფონმა” ქსელი გათიშა და ახლა გამარჯვებული ხალხის ოპერატორის ტიტულის მის მიერ მითვისებამ ეგვიპტელები განარისხა. “იუთუბის” არხზე კლიპს მრავალი კრიტიკული (რბილად რომ ვთქვათ ) კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ასეთიც:

Are you guys seriously planning on leeching something out of this after you cut the phones and internet, after protesters who were being shot at could not call others and warn them about being shot at by snipers because of you? SHAME! (როდესაც თქვენ გათიშეთ ქსელი და ინტერნეტი, პროტესტის მონაწილეებს ხვრეტდნენ და მათ არ შეეძლოთ სხვებისთვის ხმის მიწვდენა! გრცხვენოდეთ!).

თითქოს ცეხლზე ნავთის დასხმა სურდათო, კლიპის შემქმენელებს ერთი უპატიებელი შეცდომაც მოუვიდათ – რეკლამაში რევოლუციით გულანთებული და სახეგაბადრული ეგვიპტელის როლში მსახიობი ადელ ემამი მონაწილეობს, ის კი მუბარაქის ფავორიტი და ეგვიპტის ექს-პრეზიდენტის მეხოტბე და მხარდამჭერი იყო.

ამ ყველაფერმა, ჩანს, “ვოდაფონის” ხელმძღვანელობა შეაშფოთა. ეგვიპტის ფილიალის მმართველმა ჰატემ დოვიდარმა სასწრაფოდ უარყო კლიპთან კავშირი და ის მარკეტინგული კომპანია JWT-ს თვითშემოქმედებად მონათლა. მათ ასევე მიმართეს “იუთუბის” ადმინისტრაციას და კლიპების წაშლა მოთხოვეს (სანამ ამ პოსტს გამოვაქვეყნებდი, თითქმის ყველა ლინკი წარმატებით მოკლეს, თუმცა, რამდენიმე ჯერ-ჯერობით ცოცხალია… და არა “იუთუბითა” ხოლო ცხონდების ბლოგი Smile). უაღრესად პატივსაცემმა და სოლიდურმა მარკეტინგულმა სააგენტომ, JWT-მ კი (რომელმაც დაამზადა კლიპი) განაცხადა, რომ ის მხოლოდ “შიდა მოხმარებისთვის” იყო განკუთვნილი და ქსელში არ უნდა მოხვედრილიყო.

მაგრამ, მთის მწვერვალიდან დაგორებული თოვლის გუნდის შეჩერება, არცთუ იოლია. ექსპერტთა აზრით, “ვოდაფონი” არაბულ ბაზარზე წილის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას (თუმცა, როგორც მე ვიცი, ვერც სხვა ოპერატორებმა გამოიჩინეს მაინცადამაინც თავი – ქსელი მათაც გათიშეს). ინტერნეტში უკვე გაჩნდა გვერდი www.ihatevodafoneegypt.com, რომელიც სწორედ კომპანიის ბოიკოტირებისკენ მოუწიდებს.

რა იქნება და როგორ, ამას ვნახავთ… ერთი რამ კი ცხადია – სოციალურ ქსელში (და არამხოლოდ იქ) კომპანიებს სიფრთხილე ჰმართებთ.

  • “იუთუბის” მეშვეობით სარეკლამო კლიპების დატრიალება ჩვეულებრივი ამბავია. კომპანიები თამამ ან რაიმე მხრივ ტელევიზიისთვის მიუღებელ სარეკლამო კამპანიებს ხშირად ატარებენ სოციალურ ქსელებში და არცთუ იშვიათად ეს ყველაფერი სკანდალითაც მთავრდება. ისეც მომხდარა, რომ კომპანიას უარუყვია თავისი კავშირი რეკლამასთან, თუმცა, მოგვიანებით, იძულებული გამხდარა ეღიარებინა, რომ სარეკლამო კლიპი სწორედაც რომ მათი დაკვეთით დამზადდა. (ფრთხილად! ვირუსია!)

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

10 thoughts on “გამარჯვებული ხალხის ოპერატორი”

  1. თითქოს ცეხლზე ნავთის დასხმა სურდათო, კლიპის შემქმენელებს ერთი უპატიებელი შეცდომაც მოუვიდათ – რეკლამაში რევოლუციით გულანთებული და სახეგაბადრული ეგვიპტელის როლში მსახიობი ადელ ემამი მონაწილეობს, ის კი მუბარაქის ფავორიტი და ეგვიპტის ექს-პრეზიდენტის მეხოტბე და მხარდამჭერი იყო.

    ესეთი შეცდომები ამხელა კომპანიებს როგორ მოსდით მიკვირს. სადღაც წავიკითხე რომ ჯენერალ ელექტრიკს არაბეთში თვისი მაცივრის რეკლამაში ღორი ქონდა ნაჩვენები. 🙂

    Like

    1. ჰო ეგ ცნობილი ამბავია. 🙂
      მე მქონდა ადრე პოსტი 99%-იან რეკლამებზე. ყველაფერი ხდება 🙂

      ესეთი შეცდომები ამხელა კომპანიებს როგორ მოსდით

      მანდაც ადამიანებუ მუშაობენ 🙂

      Like

    1. ამ შემთხვევაში ბულშითია…
      ისე კი – ე.წ. ქორფორით აიდენთითი მიმართულია როგორც შიდა ისე გარე ველზე. განსაკუტრებით დიდი კომპანიებში ხდება კომპანიის ფასეულობების გაცნობა თანამშრომლებზე და სხვადასხვა ფილიალზე რომ ერთი ფილოსოფია ჩამოყალიბდეს. ფორმით ცოტა განსხვავებულია,მაგრამ შეიძლება რეკლამაც ეწოდოს. შიდა პიარი.
      მოკლედ, ეს ცალკე თემაა 🙂
      ამ შემთხვევაში უბრალოდ მაგრად მიქარეს. 🙂

      Like

  2. სერიოზულად უჭამიათ…

    სარეკლამო სახის შერჩევაში შეცდომა ჯანდაბას, თუმცა რა ჯანდაბას, ერორს იმ თავის “გამარჯვებულ ხალხში” ხუჯაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი რომ გამოეყვანა, აღშფოთების რა გითხრა და ხალხი სიცილით ნამდვილად მოკვდებოდა.

    მე უფრო არარსებული დამსახურების მიწერამ გამაბრაზა….

    Like

    1. ისე, ჩარკვიანი, მგონი, თავადაც უარს იტყოდა მანდ გადაღებაში 🙂
      ეგ ეგვიპტელი რაღაც ნამეტანი უსინდისო აღმოჩნდა 🙂

      Like

  3. ფბ0ზე გვიანობამდე ვერ ვიქნები და აქედან მოგწერ 🙂 არ არის მოდელირებული, ბლოგის სახელი და იმიჯი ზუსტადაც რომ ასეთი დეტალების მიხედვით შევარჩიე და ნუ დამიფრთხე მანდ ხალხი 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.