სამი ზანგი ერთ ყვითელ ავტობუსში – რემინისცენცია

შაბათის პოსტი

 
ავიდა სამი შავი კაცი ერთ ყვითელ ავტობუსში. აიღეს ბილეთები. მერე დააკვირდნენ – არვინ იღებს ბილეთს. გაუკვირდათ.

ავიდა ის სამი შავი კაცი მეორე დღეს ყვითელ ავტობუსში. აიღეს ბილეთები. მერე დააკვირდნენ – ისევ არვინ იღებს ბილეთს. ისევ გაუკვირდათ.

მესამე დღესაც ავიდა ის სამი შავი კაცი ყვითელ ავტობუსში. დააკვირდნენ – არვინ იღებს ბილეთს და თქვეს – ჩვენ რა, ზანგები ვართო და არც იმათ აიღეს ბილეთები.

ჰოდა, ამოვიდა მერე კონტროლიორი და დააჯარიმა.

ხალხმა თქვა – ეგრე უნდათ მაგათ, ჩამოთრეულან საიდღანაც და ბილეთებსაც არ იღებენო.

ეს იყო და ეს.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ქევან, შენ არ გგულისხმობ.
შენ ყოველთვის იღებ ბილეთს. 🙂

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

25 thoughts on “სამი ზანგი ერთ ყვითელ ავტობუსში – რემინისცენცია”

  1. აუჰ.. :დ :*

    საღამოს იყო ეგ… თანაც რა გინდა ვა, ჩვენ, აქაურები, თუ ვიხდით, ზანგებმა არ უნდა აიღონ? :დ :დ :დ

    მე რომ ვიღებ, მბაძავენ და იღებენ ბილეთს 😆
    რა თქმა უნდა, ზოგი არ აკეთებს (ჯინაზე თუ როგორ, ეს აღარ ვიცი)

    Like

  2. მძიმედ იკითხება ჩემთვის ეს პოსტი. ერთადერთხელ არ ავიღე ბილეთი და მეცნენ და დამაჯარიმეს :/ იმ ზანგებივით დამემართა :დდ

    Like

  3. მე კიდევ სულ ვიღებ ხოლმე და ჩემი 19 წლის და დამცინის, პატიოსანი ყეყეჩი ხარო. არადა მართლა იმიტომ ვიღებ, რომ მე ვარ ქართველი და (მინდა ვიყო) მაშასადამე ევროპელი.

    Like

  4. მე თითქმის არასოდეს ვიღებ ბილეთს.
    ზანგების ამბავი საერთოდაც არ გამხარებია.
    მე კალიარიშიც (სარდინია) ვიღებდი ავტობუსში ბილეთს და რომშიც (იტალია). მაგრამ თბილისში არ ვიღებ.

    ეს იგავ–არაკი იყო???

    Like

  5. და რა საშინელი ავატარი მაქვს ბლოგერზე. ჩემი სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭა გოგო დამიყენეთ.

    Like

      1. ჰოდა იყავი ეგეთი გაბრაზებული და უკმაყოფილო გამომეტყველებით 🙂
        თან ელამი კიდო 🙂

        Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.