ძველი კოლხეთი და მითი არგონავტებზე

ყველა ქართველმა და ალბათ, ბერძენმაც, იცის მითი არგონავტებზე, რომლებიც ძველ კოლხეთში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ჩამოვიდნენ.

ისტორია რეალურად მომხდარ ამბებს ასახავს, მითი – მისტიური – გამოგონილს. ძნელია გაარჩიო, სად იწყება მითი და სად რეალობა. მაგრამ ასეა თუ ისეა, მტკიცებულება ბევრი მოგვეპოვება და ამას “პალიტრა L”-ის “საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის” სერიის მეცამეტე ტომის ფურცლების გაცნობისას მარტივად შეიტყობთ.

მთელს მსოფლიოში ამ თემაზე უამრავი მულტიპლიკაციური, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი არსებობს. ზოგ მათგანში იასონის პერსონაჟზე აკეთებს, ზოგშიც მედეაა მთავარი მოქმედი გმირი.

argonauts

მედეას მიმართ მთელი შეგნებული არსებობის მანძილზე გაორებული გრძნობები მიჩნდებოდა და ახლაც ასე ვარ: – ჩემთვის წარმოუდგენელია სამშობლოსა და მშობლის ღალატი, ვიღაც გადამთიელის გამო საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა.

ალბათ, ამიტომაც მიმაჩნია, რომ იმსახურებდა ყველაფერს, რაც შემდგომ დაემართა.

პარალელურად, მეცოდება, რამდენადაც საყვარელი ადამიანის გამო ამდენი მსხვერპლი გაიღო და ეს არად დაუფასდა.

მედეასა და იასონის “სიყვარულის” ისტორიას სიყვარულს ვერ დავარქმევდი. ეს კოლხეთის მეფის ასულის ცალმხრივი “სიყვარულისა” და ტრაგედიის ისტორია უფროა. მისით ისარგებლეს, კარგად გამოიყენეს და ბოლოს, როცა არასაჭირო გახდა, გადააგდეს.

ბერძნებისათვის შესაძლოა, იასონი გმირია, მაგრამ ჩემთვის გაიძვერაა, რომელმაც ქალის სისუსტით ისარგებლა სასურველი მიზნის მისაღწევად. მარტივად რომ მოვნათლოთ, კახპაა.

მიუხედავად იმისა, რომ მედეას ქცევის გამო მრცხვენია და ქართველებს  ამ ამბის გაცოცხლებით ბევრი არაფერი გვაქვს საამაყო, ოქროს საწმისისა და მედეას ისტორია ძველი კოლხეთის – საქართველოს ისტორიის ნაწილია და ის ყველამ უნდა იცოდეს, თუნდაც იმიტომ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომა არასოდეს დავუშვათ და თვითმყოფადობაზე არ ვთქვათ უარი, რამდენადაც ღალატი, თუნდაც ყველაზე გულწრფელი სიყვარულის გამო ჩადენილი, არასდროს რჩება დაუსჯელი.

 

1 thoughts on “ძველი კოლხეთი და მითი არგონავტებზე

  1. წარმოუდგენელია სამშობლოსა და მშობლის ღალატი, ვიღაც გადამთიელის გამო საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა – რა პრონციპებზეა საუბარი?
    მგონი სიყვარულიც არ ყოფილა. მედეა თავისუფლებაში, განსხვავებულ სამყაროში მიდიოდა, სადაც კაცი არ იყო სამყაროს ცენტრი. საკმაოდ გათვლილი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო და არა უბრალოდ ჰორმონების მოჭარბება. იმჰო.

დააკომენტარე:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.