ტკივილის წყურვილი – ენდრიუ მილერი

ტკივილის წყურვილი

“ტკივილის წყურვილი” არის ენდრიუ მილერის რომანი, რომელიც ასახავს მეთვრამეტე საუკუნეში დაბადებული ადამიანის ცხოვრების ქრონიკას, რომელსაც არ გააჩნია ტკივილის შეგრძნების უნარი.

ჯეიმს დაიერი საშიში პიროვნებაა. ის საშიშია, რამდენადაც, მას ბევრი არაფერი ადარდებს. უდარდელი ხალხი კი ყოველთვის ბასრი დანის პირივითაა. დალოცვილი ან დაწყევლილი, როგორც გენებოთ, მდგრადია ნებისმიერი ტკივილისადმი, როგორც ფიზიკური, ისე – სულიერი და ამგვარად, განიცდის რა ემპათიის ნაკლებობას სხვების მიმართ, არ შეუძლია სხვებისადმი თანაგრძნობის გამოხატვა. თანაგრძნობის უნარი კი სწორად ის არის, რაც ადამიანს ადამიანად ხდის.

ბავშვობაში არ საუბრობდა, მდუმარედ აკვირდებოდა სამყაროს. პატარა სოფელში დაბადებულს წინ დიდი თვალსაწიერი ეშლება: გაიცნობს სიამის ტყუპებსა და სხვა უცნაურობებს, ხელს მიჰყოფს მეზღვაურობას და ბოლოს, გენიოსი ქირურგიც გახდება.

მკითხველი ვერაფრით წარმოიდგენს, რომ “ტკივილის წყურვილი” ენდრიუ მილერის სადებიუტო ნაშრომია. პირიქით, კითხვისას გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ან ჟიულ ვერნის, ანაც ჩარლზ დიკენის ერთ-ერთ ნაწარმოებს ეცნობი.

მოკლედ, წინ დიდი სიამოვნება გელით!

ენდრიუ მილერი

GoodReads

1 thoughts on “ტკივილის წყურვილი – ენდრიუ მილერი

დააკომენტარე:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.