abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ძველი აღთქმის ღმერთ(ებ)ი (ნაწილი I)

ძველი აღთქმის ღმერთ(ებ)ი (ნაწილი I)

სტატიის ავტორი: lashapoli

ეს თემა ეხება იმ მოვლენებს რომელიც ძველ აღთქმაში ვითარდებოდა. კერძოდ ღმერთად წოდებულ სუიექტებზე, რომლეთა კარნახითაც ხორცილდებოდა ესე თუ ის ქმედება.

 

ღმერთი, ანუ ის ვინც შექმნა ყველა და ყველალფერი და უყვარს ყველა და ყველაფერი ერთნაირად და განურჩევლად, თუნდაც იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლება, რადგან ის ყველა და ყველაფერი თვითონვეა და თავის თავს ხომ ვერ შეიძულებს, ან თუნდაც შეიყვარებს?!.  ნუ მოკლედ შექმნა და უბრალოდ არის ტავისთვის რა. ყოველშემთხვევაში იმ სწავლებების მიხედვით, რომლებიც ძველი აღთქმის პერსონაჟს ამ კონტექსტში მოიხსენიებენ, ცესით ესეთი უნდა იყოს, არადა სულ სხვა ფაქტის წინაშე ვართ თუ წავიკითხავთ რა წერია მანდ..

 

ესეც ციტატები ძველი აღთქმიდან, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ყველაფერი ზუსტადაა ციტირებული:

 

რიცხვნი, თავი 15:32 და როცა ისრაელის ძენი უდაბნოში იყვნენ, იპოვეს კაცი, რომელიც აგროვებდა შეშას შაბათ დღეს. 33 და მათ, ვინც შეშის შეგროვებისას ჰპოვეს იგი, მიიყვანეს მოსესთან, აარონთან და მთელ თემთან. 34 და ჩასვეს ის საპატიმროში, რადგან არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ. 35 და უთხრა უფალმა მოსეს: “სიკვდილით მოკვეს ეს კაცი. ქვებით ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ.” 36 და გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ და ჩაქოლა იგი ქვებით, და მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

 

ეზეკიელი, თავი 23:46. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი დასაფრთხობად და გასაძარცვად.47. ქვით ჩაქოლოს ისინი ბრბომ და აკუწოს თავისი მახვილებით, ამოხოცოს მათი ვაჟები და ასულები და მათი სახლები ცეცხლში გადაბუგოს.

 

ეზეკიელი, თავი 9:4. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.5. სხვებს უთხრა ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ.6. მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან.7. უთხრა მათ: გააუწმიდურეთ ტაძარი და აავსეთ ეზოები დახოცილებით და გადით. ისინიც გავიდნენ და ქალაქში დაიწყეს მუსვრა.

 

ესაია, თავი 1315. ვისაც მიასწრებენ, განგმირავენ, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დასცემენ.16. მათი ჩვილები მათ თვალწინ გაიჭეჭყებიან, მათი სახლები გაიძარცვება, მათი ცოლები გაუპატიურდებიან.

 

13. ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი, და მახვილით გაწყვეტ მთელს მამროვანს.14. მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება – მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, ჩაგიგდო ხელში.15. ასევე მოექეცი შენგან დიდად დაშორებულ ყველა ქალაქს, რომლებიც არ ეკუთვნის ამ ხალხთა ქალაქებს.16. ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი.17. პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა.

 

18. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.19. შვიდ დღეს ბანაკის გარეთ დარჩით. ყველანი, ვინც კაცი მოკლა, ან ვინც მოკლულს მიეკარა, მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გაწმიდავდით თქვენ და თქვენი ტყვეები.

 

12. თუ გაიგებ, რომ ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს საცხოვრებლად,13. გამოჩნდა უგვანი ხალხი შენი წრიდან და აცთუნებს თავისი ქალაქის მკვიდრთ, ეუბნება: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდითო,14. ხოლო შენ გამოიძიე, გაარკვიე, კარგად გამოიკითხე და, აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა: ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენს წიაღში,15. მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მისი საქონელიც მახვილით დახოცე.16. მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე დაახვავე და მთლიანად დაუწვი უფალს, შენს ღმერთს, ქალაქი და მთელი ნადავლი; სამარადისო ნანგრევებად დარჩეს და აღარ აშენდეს არასოდეს.

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი ორმოცდამეხუთე

3. მოგცემ წყვდიადის საგანძურებს და საიდუმლოდ დამარხულ სიმდიდრეს, რათა მიხვდე, რომ მე უფალი ვარ, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი.

აქ თვალნათლივ ჩანს, რომ საუბარია საკუთრივ ისრაელის ღმერთზე.

ეს მცირე მონაკვეთები ადამიანებზე რა აზრისაა ძველი აღთქმის პერსონაჟი “ღმერთი”, ანუ სხვა ადამიანებზე, გარდა მისი რჩეული ერისა(?!)

ეხლა გადავიდეთ თუ რა მსხვერპლს მოითხოვს ძველი აღთქმის პერსონაჟი “ღმერთი”, ანუ მსხვერპლშეწირვის რიტუალები და დეტალები, რომლებიც თU ნაწერებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ თავად კარნახობს თუ როგორ უნდა იყოს…

ძველი აღთქმა
ლევიანნი
თავი პირველი

1. მოუწოდა მოსეს უფალმა და ელაპარაკა მას სადღესასწაულო კარვიდან:
2. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: თუ თქვენ შორის ვინმე შესწირავს უფალს, შინაური პირუტყვი იყოს თქვენი შესაწირავი – საქონელი და ცხვარი.
3. თუ აღსავლენია მისი შესაწირავი, საღი ხარი შესწიროს; სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შესწიროს იგი უფლის წინაშე მისი წყალობის მოსაპოვებლად.
4. დაადოს ხელი აღსავლენს თავზე და მიეცემა წყალობა, რომ შეენდოს ცოდვა.
5. დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასელელთანაა.
6. გაატყაონ აღსავლენი და წილობებად დაანაწილონ.
7. დაანთონ ცეცხლი აარონიანმა მღვდლებმა სამსხვერპლოზე და შეშა დააწყონ ცეცხლზე.
8. დააწყონ აარონიანმა მღვდლებმა წილობები, თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
9. მისი შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს და დაწვას მღვდელმა ყველაფერი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად უფლისათვის.
10. თუ მისი შესაწირავი ცხვარი ან თხა იქნება აღსავლენად, მამალი, საღი შესწიროს.
11. დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და გარშემო ასხურონ აარონიანმა მღვდლებმა მისი სისხლი სამსხვერპლოს.
12. დაანაწილოს წილობებად და დააწყოს მღვდელმა მისი თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
13. ხოლო შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხოს, შესწიროს მღვდელმა ყველაფერი და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის აღსავლენი, საცეცხლე მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
14. თუ უფლისათვის აღსავლენი შესაწირავი ფრინველი იქნება, გვრიტი ან მტრედის ხუნდები, შეწიროს შესაწირავად.
15. შესწიროს მღვდელმა სამსხვერპლოზე; თავი აცალოს და დაწვას სამსხვერპლოზე, მისი სისხლი კი სამსხვერპლოს კედელს მიაწუროს.
16. ბუმბულიანად მოაცალოს ჩიჩახვი და სამსხვერპლოსთან დააგდოს, აღმოსავლეთით, სადაც ნაცარია.
17. ფრთები გადაუმტვრიოს, არკი მოაშოროს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშაზე, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ეს არის აღსავლენი, საცეცხლი მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.

ახლა კი ჩამოვაყალიბოთ ის მოვლენები, რომლებიც ძველ აღთქმაში არის აღწერილი და ნამდვილად უკავშირდება ღმერთს.

აი ერთი კიდევ საინტერესო მონაკვეთი ძველი აღთქმიდან:

ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი პირველი

3. გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდეღს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი.
4. და ვიხალე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და ცეცხლის კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი.
5. მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის სახე ჰქონდათ;
6. თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა;
7. ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით,
8. ადამიანის ხელები უჩანდათ ფრთებიდან ოთხივე მხარეს; ოთხივეს პირისახე და ფრთები ჰქონდა.
9. მათი ფრთები ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა.
10. მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს.
11. მათი პირისახე და ფრთები ზემოთკენ იყო გაშლილი; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანი ჰქონდათ დაფარული.
12. თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა; საითაც მიჰყავდა სულს, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას.
13. ეს ცხოველები შესახედაობით გავარვარებულ მუგუზლებს ჰგვანდნენ; რაღაც ალივით მიმოდიოდა ცხოველებს შორის, ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა ცეცხლიდან.
14. ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან.
15. ვუყურებ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხსავე მხარეს.
16. იაგუნდს ჰგავდნენ შესახედაობით და ნაკეთობით ეს ბორბლები და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული.
17. მოძრაობისას ოთხივე მხრისკენ მოძრაობდნენ, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.
18. ფერსოები მათი მაღალი და საშინელი იყო, ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე.
19. ცხოველთა მოძრაობისას ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ცხოველები მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწევდნენ.
20. საითკენაც სული გასწევდა, იქით მიდიოდნენ; სული გასწევდა და ბორბლებიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული ედგა ბორბლებს.
21. მათი მოძრაობისას ესენიც მოძრაობდნენ, მათი გაჩერებისას ესენიც ჩერდებოდნენ; მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ სისწორეზე, რადგან ცხოველი სული ედგა ბორბლებს.
22. ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო, გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე.
23. ცამყარს ქვემოთ მათი ფრთები უსწორდებოდნენ ერთმანეთს; თითოეულს ორ-ორი ფრთა ჰქონდა, რომელიც უფარავდა მათ სხეულს ერთ მხარეს და მეორე მხარეს.
24. როცა მოძრაობდნენ, მესმოდა მათი ფრთების ხმა, როგორც დიდი ნიაღვრების ხმა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც.
25. გამოდიოდა ხმა ცამყარიდან, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც.
26. ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა.
27. ვიხილე რაღაც გაკაშკაშებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე, რაღაც ცეცხლი და ნათება იყო მის ირგვლივ.
28. როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ; უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. ვიხილე და პირქვე დავემხე, და მომესმა ხმა მეტყველისა.

ახლა თქვენ გასაჯეთ რომელი ყოვლისმომცველი ღმერთი დაფრინავს ხომალდებით… მემგონი არავის შეგეპარებათ ეჭვი იმაში, რომ აქ აღწერილია პრიმიტიული ადამიანის შეხვედრა მაღალ ტექნოლოგიებთან და მერე თავისთავად პრიმიტიული, მისთვის გასაგები ენით გადმოტანილი და აღწერილი. ესაა პალეოკონტაქტის ჰიპოთეზის ტიპური შემთხვევა.

ადამის და მერე მისგან ევას შექმნის შესახებ მონაკვეთს რომ კითხულობ, სუფთა გენური ინჟინერიის ამბებია აღწერილი. თუნდც ევას ადამის ნეკნისგან შექმნა, ანუ მზა მასალისგან გენოტიპის აღება და მერე კლონის გაკეთება, რა თქმა უნდა, გარკვეული მოდიფიკაციების საფუძველზე.

 

(Visited 889 times, 1 visits today)