abc
The Lovers – შეყვარებულები The Hierophant – იეროფანტი The Emperor – იმპერატორი

ატლანტიდა – წარმოდგენებიდან სინამდვილისაკენ!

ატლანტიდა - წარმოდგენებიდან სინამდვილისაკენ!

სტატიის ავტორი: Kate


ატლანტიდა ჩვენი რასის უძველესი და ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი ცივილიზაციაა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე, თუ რა და ვინ ვართ ახლა. მანამდე არსებულმა ცივილიზაციებმა განვითარების თავისი გზა გაიარეს და მათ ჩვენს წინსვლასა და მეხსიერებაზე გავლენა თითქმის არა აქვთ. გარდა ლემურიისა, რომლისგანაც წარმოიშვა ატლანტების ცივილიზაცია, დედამიწაზე ცივილაზაციები არსებობდნენ მილიონობით წლის წინ, ჩვენი რასა კი 150-200 ათასი წლისაა მხოლოდ და ლემურიიდან იღებს სათავეს.

ატლანტიდის წარმოშობა რომ გავიგოთ, ლემურიას უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც ჩვენი აკვანი იყო. ლემურიელები სულიერი განვითარებით გაცილებით მაღლა იდგნენ, ვიდრე ჩვენ ვართ. ისინი ჩვენგან განსხვავებით ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროთი ანუ ქალური ასპექტით აღიქვამდნენ რეალობას. მათი ტექნიკა იყო ფსიქოტრონული, რომელზეც ჩვენ ახლა წარმოდგენა თითქმის არა გვაქვს. მათ ურთიერთობა ქონდათ სხვადასხვა არამიწიერ ცივილაზაციებთან და გალაქტიკურ საბჭოსთან, რაც მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

atlantida11

დაახლოებით ათასი წლით ადრე ლემურიის ჩაძირვამდე ორმა ლემურიელმა მიაღწია უკვდავებას, ანუ ამაღლდნენ ფიზიკური სხეულით. მათ შექმნეს ჩვენი რასის პირველი მისტიკური სკოლა – ნააკალის სკოლა, სადაც წლების მანძილზე ათასმა სხვამ შეძლო ამაღლება.

ლემურიელებმა იცოდნენ რომ მათი არქიპელაგი თანაფარდობის პრეცესიის დროს, რომელიც ყველა 26000 წელიწადში ერთხელაა, ჩაიძირებოდა, ამიტომ თავიანთი ცივილიზაციის ცენტრი გადაიტანეს ახლანდელ სამხრეთ ამერიკაში ტიტიკაკას ტბის მიდამოებიდან შასტის მთამდე. ლემურიაზე დარჩა მხოლოდ ნააკალის სკოლა ათასი უკვდავით, რომლებიც შესაფერ დროს ელოდებოდნენ.

ტოტის მიხედვით ლემურიის ჩაძირვა და ატლანტიდის ოკეანეში ახალი მატერიკის გაჩენა ერთ ღამეში მოხდა. ეს მატერიკი შედგებოდა ხმელეთის ერთი დიდი ნაწილისა და ცხრა პატარა კუნძულისაგან. ნააკალის სკოლა გადავიდა ჩრდილოეთ კუნძულზე, რომელსაც უნდალი უწოდეს.

ნააკალის სკოლის ათასმა უკვდავმა, რომლებიც ჩვენი რასის პირველი ამაღლებული მასწავლებლები იყვნენ, დიდი დრო დაჰყვეს კუნძულ უნდალზე, საიდანაც საფუძველი ჩაუყარეს ქრისტეს ცნობიერების ქსელს დედამიწის გარშემო. მერე შესაფერ დროს, გალაქტიკური ფედერაციის დახმარებით და უფლებით ატლანტიდის კონტინენტზე მოახდინეს სიცოცხლის ხის პროექცირება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ათასობით კილომეტრზე იყო გადაჭიმული, ერთი ატომის სიზუსტით იყო პროეცირებული და ათივე სეფირაში დაიწყო უდიდესმა სასიცოცხლო ენერგიამ მოძრაობა, წარმოიშვა ათი, სიცოცხლისთვის იდეალური ადგილი, შემდგომში ცნობილი ატლანტიდის ათი ქალაქი, ათი ქვეყანა.
ამის შემდეგ უკვდავმა ლემურიელებმა მოუწოდეს დედამიწაზე გაფანტულ ლემურიელებს ჩასახლებილიყნენ ატლანტიდაზე და დაიწყო ატლანტიდის დასახლება ლემურიელებით, რომლებიც ჩასახლდნენ რვა ადგილას, ასე რომ სასიცოცხლო ენერგიის ორი მორევი ცარიელი დარჩა, მაგრამ რადგან ეს ენერგია სიცოცხლეს იზიდავდა, ისინი დაიკავა ორმა სხვა არა ლემურიულმა და არამიწიერმა ცივილიზაციამ.

ერთში ჩასახლდნენ, ჩვენი მომავლიდან, რასა, რომელმაც ბოლომდე ვერ გაიარა სულიერი განვითარების გზა, მიეცა მეორე შანსი და უკან იქნა დაბრუნებული, ისინი აქ ჩასახლდნენ გალაქტიკური საბჭოს უფლებით, ისინი ჩვენზე მეტად განვითარებულები იყვნენ და არანაირი ცუდი გავლენა ჩვენზე არ მოუხდენიათ (ჩვენი როგორც რასის, კაცობრიობის, ასაკი იმ დროს იყო დაახლოებით 13-14 წლის გოგონას ასაკის ტოლი), მათ უბრალოდ თავიანთი გზა ჰქონდათ. ესენი იყვნენ ებრაელები.

მეორე ენერგეტიკული მორევი დაიკავეს მარსელებმა, რომლებიც გახდნენ ყველა ჩვენი შემდგომი პრობლემის და სულიერი დაცემის მიზეზი. მილიონობით წლების წინ მარსზე ძალიან ძლიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა, გაცილებით მაღლა მდგომი ვიდრე ჩვენი ახლანდელი, მაგრამ მათ არ გააჩნდათ ემოციური სხეული და რეალობას მთლიანად მარცხენა ნახევარსფეროთი, მამაკაცური ასპექტით აღიქვამდნენ, მათ სამყაროში გამუდმებული დამპყრობლური ომები მიმდინარეობდა, რომლებმაც საბოლოოდ პლანეტა მოკლა.

მაგრამ მარსის დაღუპვამდე რამოდენიმე ხნით ადრე მარსელების ერთმა ჯგუფმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევდათ მომავალში ჩაეხედათ, დაინახეს რა ელოდებოდა პლანეტას და შენიშნეს ატლანტიდაში ცარიელი სასიცოცხლო მორევი, შემდეგ სპეციალურად ააგეს პირამიდების გარკვეული კომკლექსი, რომლი საშუალებითაც შექმნეს ძლიერი ველი დროისა და სივრცის გადასაკვეთად (ამ პირამიდების ნაწილი ჯერ კიდევ შეიმჩნევა მარსის ზედაპირზე) და ჩასახლდნენ ატლანტიდაზე, ანუ ისინი წარსულიდან მოვიდნენ, მათ ამისათვის არანაირი უფლება არ ჰქონდათ, არც უთხოვიათ, უბრალოდ მოვიდნენ და ჩასახლდნენ, პირველად გადაწყვიტეს დაეპყროთ მთელი კონტინენტი, მაგრამ რახან დიდ უმცირესობას წარმოადგენდნენ ეს გადაიფიქრეს. მათ ჰქონდათ გასაოცარი მარცხენა ნახევარსფერული ტექნოლოგია, დაახლოებით რაც ჩვენ ახლა გვაქვს, მაგრამ გაცილებით მაღალი დონის, რომელზედაც ლემურიელებს წარმოდგენა არ ქონდათ, მაგრამ ამავე დროს ლემურიელებს ჰქონდათ სულ სხვა სახის ფსიქოტრონული (გონების, აზრის ძალაზე მომუშავე) ტექნიკა, რომლებზედაც მარსიანელებმა, ისევე როგორც ჩვენ ახლა, არაფერი იცოდნენ. ვერც ერთი მხარე ვერ იტანდა ერთმანეთს. წარმოიდგინეთ 13-14 წლის გოგონა, მეოცნებე, იდეალურ გარემოში, აქვს ყველაფერი რასაც იოცნებებს, იცის მხოლოდ სიკეთე და სიყვარული და მეორე მხრივ, 60-70 წლის გამოცდილი, დაბოღმილი მოძალადე კაცი, რომელსაც სიყვარულზე წარმოდგენა არა აქვს – დაახლოებით ასე დაიწყო ჩვენი და მარსელების ურთიერთობა.

ათასწლეულების მანძილზე მცირერიცხოვანმა მარსელებმა მოახერხეს გავლენა მოეხდინათ ლემურიელებზე, რომლებიც მანამდე ღვთიური გზით ვითარდებოდნენ. ნელ-ნელა გააცნეს მათ თავიანთი ტექნიკა, მოექცნენ ხელისუფლების სათავეებში. თვითონ ცდილოდნენ გაეგოთ ლემურიული გზა, მაგრამ ემოციური სხეულის არქონა ამის საშუალებას არ აძლევდათ და ალბათ არც დიდი სურვილი ჰქონდათ. რაც უფრო მეტ გავლენას ახდენდნენ მარსელები, მით უფრო დაბლა იწევდა ყოფილ ლემურიელთა ცნობიერების დონე. ატლანტიდის არსებობის მანძილზე მხოლოდ 600-მა ატლანტიდელმა მოახერხა მიეღწია ამაღლებას და დამატებოდა პირველ ათას უკვდავს.
ატლანტებმა მოახერხეს შეექმნათ უძლიერესი, მდიდარი და აყვავებული სახელმწიფო. მიუხედავად მარსელების გავლენისა მათი ძირითადი მოწყობილობები მაინც ფსიქოტრონული რჩებოდა. ენერგიის წყაროდ კრისტალებს იყენებდნენ. ერთ-ერთ ასეთ უზარმაზარ კრისტალზე, რომელიც დიდ ტერიტორიას ენერგიით ამარაგებდა პლატონიც ჰყვება, როცა დეტალურად აღწერს ატლანტების ქალაქ პოსეიდონს. ატლანტებს დამწერლობა არ ჰქონდათ, რადგან ამის საჭირობა არ არსებობდა, მათ ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონდათ ტრანსპერსონალური მეხსიერება ანუ ის რაც ცნობილი იყო ერთისთვის, სურვილის მიხედვით ყველასთვის შეეძლო გაეზიარებინა, როგორც ინფორმაცია ასევე შთაბეჭდილება.
ჩვენი თანამედროვე ცივილიზაცია თავისი დიდი ქალაქებით, ცათამბჯენებით და კომპიუტერებით მხოლოდ უსუსური, კარიკატურული, ნაცრისფერი ანაბეჭდია ატლანტიდის მრაველფეროვან სიცოცხლით სავსე ცივილიზაციისა.


დაახლოებით 26000 წლის წინ, მორიგი პოლუსების ცვლილების დროს ატლანტიდის ერთი ნაწილი ჩაიძირა ოკეანეში, რამაც ატლანტებში საშინელი შიში გამოიწვია, ეშინოდათ რომ ატლანტიდასაც ლემურიის ბედი ეწეოდა. მაგრამ კარგა ხანს სიმშვიდე სუფევდა და ჩაძირული ატლანტიდის ნაწილი წყალწვეშა მუზეუმი იყო ათასწლეულების მანძილზე.
მერე კი დაახლოებით 13-16 ათასი წლის წინათ ატლანტებმა თავისი ჩვენსაზე გაცილებით ძლიერი ტელესკოპებით შეამჩნიეს დიდი კომეტა, რომელიც დედამიწას უახლოვდებოდა. მარსელების გადაწყვეტილებით კომეტა უნდა აეფეთქებინათ სანამ დედამიწასთან ახლოს მოვიდოდა, ლემურიული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა მარსელების ტექნიკის გამოყენებაზე ისინი თვლიდნენ, რომ ეს კომეტა ღვთის ნება იყო და მასზე გავლენა არ უნდა მოეხდინათ.

საბოლოოდ ლემურიელებმა გაიმარჯვეს, რადგან მიუხედავად იმისა რომ ლემურიელებსა და მარსელებს შორის გენეტიკური აღრევა ხდებოდა, კვლავ დიდ უმრავლესობას წარმოადგენდნენ და მოთმინებით დაელოდნენ რას მოუტანდათ ეს ციური სხეული.
კომეტა მართლაც შეეჯახა დედამიწას და ატლანტიდის ოკეანეში, სამხრეთ- დასავლეთით ჩავარდა (მის ნამსხვრევებს დღემდე პოულობენ ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე), მისი ერთი დიდი ნამსხვრევი დაეცა ატლანტიდაზე, სწორედ იქ სადაც მარსელების დასახლება იყო, ასე რომ ყველაზე მეტად ისედაც მცირერიცხოვანი მარსელები დაზიანდნენ.
ამ ამბის შემდეგ მარსელებმა გადაწყვიტეს საერთოდ ჩამოშორებოდნენ ლემურიელებს და სამყაროში უსაფრთხო ადგილი მოეძენათ, ამისათვის კვლავ გადაწყვიტეს გაერღვიათ სივრცე-დრო-განზომილება, როგორც ეს მარსზე გააკეტეს, მაგრამ გასული იყო 50000 წელზე მეტი და კარგად აღარ ახსოვდათ როგორ ემართათ საამისი ენერგეტიკული ველი.
ამ მიზნით ატლანტიდის ერთ მომცრო კუნძულზე, რომელიც ახლა ოკეანის ფსკერზეა ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე, ააშენეს პირამიდების კომპლექსი, ამ სისტემას ხელოვნურ ენერგეტიკულ ველს უნდა გაეხსნა მაღალი განზომილების პორტალი. მაგრამ რახან უკვე კარგად არ ახსოვდათ რა უნდა გაეკეთებინათ, ეს ველი უმართავი გახდა და მაღალი, ზედა განზომილებების ნაცვლად გაიხსნა დედამიწის ქვედა დაბალი განზომილებები, რამაც გამოიწვია მილიონობით უცხო არსებების შემოსევა, რომლებიც ასევე თავისთვის უცხო გარემოში აღმოჩნდნენ და არსებობა რომ გაეგრძელებინათ ადამიანებს უსახლდებოდნენ, ეს იყო სრული კატასტროფა, ალბათ, ყველაზე დიდი დედამიწის ისტორიაში.
რომ არა 1600 ამაღლებული მასწავლებლის უდიდესი ძალისხმევა დღეს ადამიანები და დედამიწა აღარ იარსებებდა. ისინი ლოცულობდნენ და ღმერთს და უმაღლეს არსებებს შესთხოვდნენ დახმარებას. უმაღლესი არსებების დახმარებით მათ შეძლეს უცხო არსებების დიდი ნაწილის უკან დაბრუნება და დაბალი განზომილების პორტალის დაკეტვა, მაგრამ მათი მცირე ნაწილი მაინც დარჩა დედამიწაზე (ძირითადად სწორედ ეს არსებები უსახლდება მათ, ვისაც შეპყრობილს ვეძახით)
ატლანტიდელები და თვითონ კონტინენტი დაავადდა, დაბალ განზომილებებთან კავშირმა გამოიწვია ჩვენი ცნობიერების დონის მკვეთრი დაცემა, დედამიწა აღმოჩნდა ჩაკეტილი ამ ყველაზე მყარ და არც თუ ისე ნათელ ადგილას, სადაც დღეს ვიმყოფებით. ეს იყო – დაცემა.
ატლანტიდაზე მოიშალა სახელმწიფო და სოციალური სტრუქტურები, მისი არსებობის ბოლო ორასი წელი იყო არსებობისათვის უსუსური ბრძოლა, დაავიწყდათ ღვთიური წარმოშობა და ისიც, თუ საიდან მოვიდნენ დედამიწაზე.
ამაღლებულმა მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ მორიგი ელექტრომაგნიტური ნულოვანი ზონის, ანუ პოლუსების ცვლილების დროს ატლანტები დარჩენილ მეხსიერებასაც დაკარგავდნენ რადგან ამ დაცემამ თავიანთ მერკაბასთან კავშირიც დააკარგვინათ. ისიც იცოდნენ რომ მთელი კონტინენტი ჩაიძირებოდა, ამიტომ ატლანტიდის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრეს ეგვიპტეს ესტუმრნენ.

იმისათვის რომ გავიგოთ რა და რატომ მოიმოქმედეს ამაღლებულმა მასწავლებლებმა ეგვიპტეში და როგორ განვითადა შემდგომი მოვლენები, ცოტა ხნით თემიდან უნდა გადავუხვიოთ და გავიგოთ თანაფარდობის პრეცესიის და ცნობიერების ქსელის, ბადის არსი.
თანაფარდობის პრეცესია, ანუ დედამიწის ღერძის მიერ ციური ეკვატორის გარშემოვლის ხანგრძლივობა დაახლოებით 26000 ათასი წელია, სხვადასხვა გამოთვლებით 25920 ან 25765. რადგანაც დედამიწა და საერთოდ სამყარო მოძრაობს არა მარტო წრიულად არამედ სპირალურადაც ამ პროცესის ხანგრძლივობა ყოველთვის ზუსტად ერთნაირი არ არის. ამ ციკლს ასტრონომიაში დიდი წელი ან პლატონის წელი ეწოდება, მასზე მეცნიერულ და ასტრონომიულ განმარტებებს შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურაში ბლომად ნახავთ, ჩვენ მხოლოდ ეზოთერული კუთხით შევხედოთ რა ხდება ამ დროს. როდესაც დედამიწა ამ წრის იმ ნაწილში იმყოფება, რომელიც გალაქტიკის ცენტრთან ყველაზე ახლოა და მისგან გარეთ იწყებს მოძრაობას დედამიწაზე და ადამიანების ცნობიერებაში იწყება დაძინების, აპათიის, სულიერი დეგრადაციის პერიოდი, ხოლო პრეცესიის შუადან ანუ დაახლოებით 13000 წლის შემდეგ (180 გრადუსი) დედამიწა იმყოფება გალაქტიკის ცენტრიდან ყველაზე შორს წერტილში და იწყებს მოძრაობას ცენტრისაკენ მიმავალ წრის ნაწილზე, ეს არის გამოღვიძების, აღორძინების პერიოდი. ეს პროცესი ციკლურად მეორდება, ძველი ბერძნები ამ დიდ წელს ოთხ პერიოდად, ჩვეულებრივი წლის სეზონების შესაბამისად ჰყოფდნენ: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და რკინის პერიოდებად; უპანიშადების მიხედვით კი ოთხ იუგად იყოფოდა, თუმცა ამ იუგების, რომლებიცაა სატია, ტრეტა, დვაპარა და კალი იუგა; დროის ხანგრძლივობას სხვადასხვა წყარო ქრონოლოგიურად განსხვავებულს იძლევა, პრინციპი ერთია.
იმ დროს, როდესაც ატლანტიდის კატასტროფა მოხდა, ატლანტიდელების ცნობიერების ასე მკვეთრად დაცემას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დედამიწა იმყოფებოდა გალაქტიკის ცენტრიდან ახლო წერტილში და იწყებოდა სულიერი მიძინების პერიოდი, რომ არა მარსელები და მათი ექსპერიმენტი ატლანტები, რადგან სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე იდგნენ, მიუხედავად იმისა ფიზიკურად გადარჩებოდნენ თუ არა შეძლებდნენ მომდევნო 13000 წლის მანძილზე შეენარჩუნებინათ თავიანთი სულიერი განვითარების დონე. მაგრამ დაბალ განზომილებებთან კავშირმა მათი განვითარება სრულიად შეაჩერა და შერჩენილი ცნობიერების ნამსხვრევებით არანაირი შანსი არ ქონდათ ეს ციკლი სრული დაცემის გარეშე გადაეტანათ.
უმაღლესმა სულიერმა არსებებმა და ამაღლებულმა მასწავლებლბმა იცოდნენ რომ ატლანტიდა და ატლანტიდელები ფიზიკურად განწირული იყო, ხოლო სულიერად ამ ციკლის მანძილზე მათ ვერაფრით დაეხმარებოდნენ, მათ ამოცანას წარმოადგენდა მოემზადებინათ საფუძველი რომ შემდგომი ციკლის დასაწყისთვის ანუ 13000 წლის შემდეგ ადამიანებს ჰქონოდათ შანსი დაებრუნებინათ დაკარგული ცნობიერება.

მილიონობით წლების მანძილზე ხმელეთი და წყალი ხშირად იცვლიდა ადგილებს და კონტინენტების მდებარეობა და რაოდენიბაც იცვლებოდა თავისთავად, დედამიწის გეოგრაფიულ ცვლილებებზე საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვთ მეცნიერებს, რადგან ამის დამამტკიცებელი ფაქტები ბლომად არსებობს.


რაც შეეხება უძველეს ლემურიანდელ ცივილიზაციებს, ამის შესახებ ძალიან ცოტა, თითქმის არაფერია ცნობილი, რადგან ისინი თავიანთ ჩვენგან დამოუკიდებლ განვითარების გზას გადიოდნენ, სავარაუდოდ ყველაზე ახლოს დროში ლემურიამდე ცხოვრობდა გოლიათების რასა. არსებობს კიდევ ერთი რასა, რომლებიც ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ ცხოვრობდნენ დედამიწაზე, მერე რაღაც საშიშროების გამო ზედაპირიდან მიწისქვეშ გადაინაცვლეს, იქ დაამთავრეს ფიზიკური განვითარება, მაგრამ ახლაც იქ ცხოვრობენ, თუმცა ფიზიკური სხეულის გარეშე, ჩვენთვის ძნელად აღსაქმელი სიცოცხლის ფორმის სახით – სხივური სხეულით. მათ პლაზმური არსებები უწოდეს და 90-იანი წლების დასასრულიდან საკმაოდ ხშირად შემოდიან ადამიანებთან კონტაქტში.

ბერმუდის სამკუთხედს რაც შეეხება, იქ მიმდინარე უცნაურ მოვლენებზე გავლენას ახდენს მარსელების მიერ უკანონოდ და შესაბამისი უფლების გარეშე, აგებული პირამიდების კომპლექსის მიერ შექმნილი ენერგეტიკული ველი. მართალია ღვთის ნებით და უმაღლესი არსებების დახმარებით დაბალი განზომილების პორტალი დაკეტილია, თვითონ ველი კორექტირებულია, დროდადრო მაინც ხდება დროის და სივრცის დამახინჯება. ამ ენერგიის წყარო ელექტრული და მაგნიტური ველების დიდი სისწრაფით ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობაა, როდესაც ელექტრული ველი ცენტრიდან საათის საწინააღმდეგოდ მოძრაობს არანაირი პრობლემა არ არის, პრობლემას მისი ხადახან საათის მხარეს მოძრაობა ქმნის და ამ დროს მის ცენტრში მოხვედრილი ობიექტი მხოლოდ ღმერთმა უწყის რომელ დროში ან სივრცე-განზომილებაში აღმოჩნდებიან გადასროლილები. საბედნიეროდ ეს ძალიან იშვიათად და მცირე დროით ხდება.
ეს დამახინჯებული ველი მარტო დედამიწის პრობლემა არ არის, რაც არ უნდა ფანტასტიკურად მოგეჩვენოთ, იგი გავლენას ახდენს შორეულ სამყაროებზეც, ასე დავაზიანეთ “ნაცრისფერების” სამყარო – ყველაზე ცნობილი უცხოპლანეტელების იგივე ზეტების, რომლებიც 40-იანი წლებიდან დედამიწაზე ადამიანებს იტაცებდენ ექსპერიმენტებისთვის, თუმცა ეს ექსპერიმენტები არ იყო, მათ არსებობის გასაგრძელებლად გენეტიკური მასალა სჭირდებოდათ რომელთაც ჩვენგან იღებდნენ, ძირითადად სათანადო უფლებით (ეს კიდევ სხვა თემაა), დღეისთვის ზეტებმა დატოვეს დედამიწა.
ყველა მცდელობა ამ ენერგეტიკული ველის მთლიანად შესწორებისა და ასეთი ბევრჯერ იყო და ახლაც მიმდინარეობს სხვადასხვა უცხოპლანეტელების მიერ, მარცხით დასრულდა, მისი მთლიანად მოსპობა კი დედამიწის დაღუპვას გამოიწვევს. ამის გამოსწორება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2012 წლის შემდეგ, როდესაც დედამიწის ვიბრაცია აიწევს და მაღალ ენერგეტიკულ ველში შევა.

ახლა დავუბრუნდეთ ატლანტიდის ბოლო დღეებს და ამაღლებული მასწავლებლების მცდელობას აღედგინათ ქრისტეს ანუ ერთიანობის ცნობიერების ქსელი დედამიწის გარშემო.
ადრე ვახსენე რომ ყველა სახეობას, რომელიც კი არსებობს დედამიწაზე აქვს მისი შესაბამისი რთული გეომეტრიული აგებულების ქსელი, ბადე, დედამიწის გარშემო დაახლოებით 100-150 კილომეტრით ზედაპირიდან დაშორებით, ყველა ეს ქსელი ერთმანეთისაგან განსხვავდება და უნიკალურია, და დღესდღეობით ასეთი 15-18 მილიონია ანუ იმდენი რამდენი ცოცხალი სახეობაც არსებობს დედამიწაზე.
დაახლოებით რომ გავიგოთ რაზეა საუბარი კარგად დაგვეხმარება ე.წ. “მეასე მაიმუნის კონცეპცია” – ვისაც არაფერი გაგიგიათ ამის შესახებ, ვეცდები მოკლედ აგიხსნათ: დოქტორი ლაიელ უოტსონი 30 წლის მანძილზე აკვირდებოდა და იკვლევდა მაიმუნებს იაპონიის პატარა კუნძულ კოსიმაზე, ამ ექსპერიმენტების შესახებ დაწერა წიგნში “lifetide: The Biology of the Unconscious”, მაიმუნებს საკვებად ბატატს უყრიდნენ სანაპიროზე, რომელიც ძალიან მოსწონდათ, მაგრამ არ მოსწონდათ სილა რომლითაც ბატატები თავისთავად ისვრებოდა, 1952 წელს ერთმა პატარა მაიმუნნა დაიწყო ბატატის ზღვაში გარეცხვა, რაც დედამისს და მერე სხვა პატარა მაიმუნებსაც ასწავლა, ასე რომ კარგა ხნის მანძილზე რამოდენიმე მაიმუნი გარეცხილ ბატატს მიირთმევდა რასაც პირდაპირ იმ პირველი მაიმუნისგან სწავლობდნენ, მერე 1958 წელს, როცა ასეთი მაიმუნების რიცხვმა დაახლოებით ასს მიაღწია მოულოდნელად მტელმა კოლონიამ დაიწყო ბატატის რეცხვა, ამაში დიდი გასაკვირი არაფერი იქნებოდა (მეცნიერები ჩათვლიდნენ რომ მაიმუნებს შეუძლიათ ერთმანეთისგან ისწავლონ), რომ არა ის ფაქტი, რომ ბატატის რეცხვა დაიწყეს არა მარტო კოსიმის მაიმუნებმა, არამედ ყველა კუნძულზე, სადაც მაიმუნებს ბატატით კვებავდნენ და სადაც მანამდე არც ერთ მაიმუნს არ უფიქრია ბატატის გარეცხვა და კოსიმის მაიმუნებთან არანაირი კონტაქტი არ ქონიათ არასდროს
მეცნიერები იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ უნდა არსებობდეს რაღაც მორფოგენეტიკური სტრუქტურა, ველი, რომელიც აერთიანებს ამ კუნძულებს და საერთოდ დედამიწის ყველა წერტილს, რის მეშვეობითაც მაიმუნები ცვლიან ინფორმაციას.
ამის შემდეგ ჩატარდა ექსპერიმენტები ადამიანებზე ინგლისსა და ავსტრალიაში ერთდროულად, რაც ასევე ამტკიცებდა ადამიანთა შორის ინფორმაციის ქვეშეცნეულ გაცვლას. – ეს ოფიციალური ინფორმაციებია, თუმცა სავარაუდოდ ამერიკის და რუსეთის მთავრობებმა ადამიანთა ცნობიერების ამ (ჩვენი, შემეცნების მეორე საფეხურზე მყოფთა) ქსელის შესახებ ჯერ კიდევ 40-იანი წლებიდან იცოდნენ, როდესაც სამხედო ბაზების განლაგება დაიწყეს ამ ქსელის სპირალების კვეთის ქვეშ. თუმცა ეს სხვა ისტორიაა…
ატლანტიდის კატასტროფული ექსპერიმენტის დროს დაზიანდა ქრისტეც ცნობიერების ქსელი, ანუ დაიკარგა ღვთიური წარმოშობის, ერთიანობის შეგნება, მის გარეშე კაცობრიობა განწირული იყო სამგანზომილებიან სამყაროში სამუდამოდ ჩარჩენისათვის(მანამდე ატლანტიდელები ჩვენს სამყაროს ისე არ აღიქვამდნენ როგორც ჩვენ – მესამე განზომილებაში).

ატლანტიდის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე ამაღლებულ მასწავლებელთა ერთმა პატარა ჯგუფმა, რომელთაც უმაღლესი არსებები ეხმარებოდნენ, მიაშურა ეგვიპტეს, მათი მიზანი იყო დაზიანებული ცნობიერების ქსელის აღდგენის დაწყება, და ეს უნდა დაეწყოთ ძველი ღერძიდან, ეს ადგილი მდებარაებს გიზის პლატოზე, დიდი პირამიდის მახლობლად, იმ ადგილას საიდანც ზედაპირზე ენერგეტიკული მორევი ამოდიოდა ამოთხარეს და აგურით ამოაშენეს დაახლოებით კილომეტრის სიღრმის ორმო, რასაც ჩვენი გაგებით წამები დაჭირდა, რადგან ამას მეექვსე განზომილების არსებების დახმარებით აკეთებდნენ, მერე შექმნეს ამ ხვრელიდან ამომავალი ათი ოქროს კვეთის სპირალი, რომლებიც შორს სიღრმეში იწყებოდნენ და კოსმოსში მიემართებოდნენ. ერთ-ერთი ამ სპირალის მრუდი გადიოდა ზუსტად იმ ადგილას სადაც ახლა დიდი პირამიდა დგას, რომელიც მათ ააგეს ატლანტიდის დაღუპვამდე ანუ პოლუსების წინა ცვლილებამდე 200 წლით ადრე. მოგვიანებით ამ სპირალის მიხედვით ორი შემდგომი პირამიდა იქნა აგებული.
80-იან წლებში გამოთვალეს რომ გიზის სამივე პირამიდა განლაგებულია ლოგორითმულ სპირალზე, ამ სპირალის ცენტრის გამოთვლით აეროფოტოგადაღებებით მიაგნეს ხვრელს რაც დარეგისტრირებული იქნა 1985 წელს.
ამ ხვრელიდან გამომავალი სპირალები რომლებიც ერთმანეთში გადადიან და კვეთენ ერთმანეთს წარმოადგენს შემეცნების მესამე საფეხურზე მყოფთა ცნობიერების ქსელს. მას შემდეგ რაც ააგეს დიდი პირამიდა, ანუ მოინიშნა პირველი წერტილი, დედამიწის მეოთხე განზომილებაში მონიშნეს დაახლოებით 84 000 წეტილი სადაც ეს სპირალები კვეთენ ერთმანეთს, თითოეული ამ წერტილთაგანი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ოქროს ან ფიბონეჩის სპირალით, ეს იყო მეოთხე განზომილებაში შექმნილი მატრიცა , რის მიხედვითაც დედამიწის მესამე განზომილებაში შესაბამის წერტილებში იგებოდა ან ეკლესია მონასტერი ან ქვების მონოლითები ან სალოცავები. არც ერთი რელიგიის საკულტო შენობის ადგილი , იშვიათი გამონაკლისის გარდა, შემთხვევითი არ არის (თუნდაც თითქმის ყველა ჩვენს ეკლესიას აქვს გადმოცემა რატომ იქნა აგებული იმ გარკვეულ ადგილას, ძირითადად ეს არის ანგელოზის ან რომელიმე წმინდანის გამოცხადებით მითითებული), მესამე განზომილებაში ამ ქსელის ბოლომდე გააქტიურება-გაცოცხლება შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ მორიგი პრეცესიის თანაფარდობის დროს.

ქრისტეს ცნობიერების ქსელი დედამიწაზე აქტიურია უკვე ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან, მის გარეშე ადამიანებს არანაირი შანსი არ გვექნებოდა მოსალოდნელი პოლუსების ცვლილებისას ფიზიკურად ან რამდენადმე სულიერად გადარჩენისთვია. მანამდე კი ასეთი ორი ქსელი იყო: ერთი ცნობიერების პირველ საფეხურზე მყოფთათვის, რომელთაც ავსტრალიელი აბორიგენები განეკუთვნებიან და მეორე მთელი დანარჩენი კაცობრიობისათვის, ანუ ცნობიერების მეორე საფეხურზე მყოფთათვის.
სამი ამაღლებული მასწავლებელი ჩავიდა სფინქსის ქვეშ მიწისქვეშა დარბაზში, სადაც ინახებოდა უძველეს ხომალდი, რომლის წარმოშობაც არავინ იცის და სავარაუდოდ ასეულ მილიონობით წლებია, ამ ხომალდს აქვს დისკის ფორმა, და იდეალურად ჯდება დიდი პირამიდის თავზე, მისი გარშემოწერილობა ემთხვევა დიდი პირამიდის ფუძის კვადრატს, მისი კედლები გამჭვირვალეა და მათი სისქე მხოლოდ სამიდან ხუთ ატომამდეა, ამ ხომალდს არ გააჩნია არანაირი ხილული ძრავა, მოქმედებაში მოდის ადამიანის აზრთან და მის ელექტრო-მაგნიტურ ველთან კავშირში, იგი დაკავშირებულია დედამიწის სულთან და არა მარტო ხომალდი, არამედ დედამიწის დამცავი საომარი ობიექტია. ეს ხომალდი დღესაც სფინქსის ქვეშ ინახება.
სამმა მასწავლებელმა მოქმედებაში მოიყვანეს ხომალდი და ატლანტიდაზე დაბრუნდნენ, სადაც ზუსტად პოლუსების ცვილებამდე ხომალდზე აიყვანეს 1600 ამაღლებელი მასწავლებელი და სანამ ატლანტიდა ჩაიძირებოდა, ეგვიპტისკენ გაემართნენ, ატლანტიდა ერთდღეში – საშინელი მიწისძვრებით, ვულკანებით, წყალდიდობებით. დაიღუპა და დედამიწაზე დადგა სამდღენახევრიანი სიბნელე-სიცარიელე.
კაცობრიობის 1600 მასწავლებელი ამ სამი დღის მანძლზე ხომალდში იმყოფებოდნენ. რომელიც დიდი პირამიდის თავზე იჯდა, ისინი დაცული იყვნენ ხომალდის ველით. სამდღენახევრის შემდეგ როდესაც დედამიწა გამოვიდა დიდი სიცარიელიდან, უკვე მესამე განზომილებაში ვიყავით ჩამოვარდნილები და მხოლოდ ეს 1600 ინახავდა მეხსიერებას და მათზე ბევრად იყო დამოკიდებული კაცობრიობის შემდგომი განვითარება.

მას შემდეგ რაც ჩვენ – როგორც შედარებით მცირერიცხოვანი ფიზიკურად გადარჩენილი, ასევე გარდაცვლილები ანუ ასტრალურ პლანზე გადანაცვლებულები ჩაკეტილი აღმოვჩნდით მესამე განზომილებაში, ამაღლებული მასწავლებლები სამ ჯგუფად გაიყო: ერთი ჯგუფი დარჩა ეგვიპტეში და დაარსეს ტატის საძმოს შიგა წრე, რომელიც დღემდე არსებობს და უძველესი სიბრძნის მცველ საიდუმლო ორგანიზაციად ითვლება, მეორე ჯგუფი წავიდა სამხრეთ ამერიკაში – ტიტიკაკას ტბის მიდამოებში და მესამე ჯგუფი ტიბეტში. სამ ჯგუფად გაყოფა შემთხვევითი არ ყოფილა, ეგვიპტე გახდა ჩვენი ცივილიზაციის მამაკაცური საწყისი, სამხრეთ ამერიკა (პერუ) – ქალური, ხოლო ტიბეტი, ნეიტრალური, იგივე ბავშვი, ანუ ორივე ასპექტის შემაერთებელი და მატარებელი.
მეცნიერები ეგვიპტურ, ინდიელების, შუმერების ცივილიზაციებს საფეხურებად განვითარებას უწოდებენ, რადგან ისინი ჩვეულებრივი აღმავალი გზით კი არ ვითარდებოდნენ, არმედ გარკვეულ პერიოდში აღწევდნენ განვითარების პიკს, ფლობდნენ საოცარ კოსმოგონიურ ცოდნას და მერე იწყებდნენ დაცემას, შემდეგ კვლავ რაღაც ცოდნის საფუძველზე იწყებდნენ განვითარებას, რასაც ისევ დეგრადაცია მოყვებოდა და ასე შემდეგ, სანამ საბოლოოდ არ განადგურდნენ. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ ცივილიზაციებს გარკვეული პერიოდულობით ამაღლებული მასწავლებლები აწვდნიდნენ მზამზარეულ ცოდნას, რომელსაც მერე ქურუმები ინახავდნენ, მაგრამ კალი-იუგის გავლენის გამო დიდხანს არ შეეძლოთ ამ ინფორმაციის აზრის გაგება.

ამაღლებული მასწავლებლები, რომლებსაც სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: ზეადამიანები, მაჰათმები, კაცობრიობის მასწავლებლები, უკვდავი წმინდანები და სხვა და რომელთაც შეუერთდა ეხნატონის მისტერიის სკოლის 300 მოსწავლე, რომელთაც უკვდავებას მიაღწიეს (მათ შორის იყო მარიამ ღვთიშნშობელიც), სხვანაირად ცნობილია როგორც “დიდი თეთრი საძმო”, ეს საძმო დედამიწაზე მუშაობს 72 მისტიური ორდენის მეშვეობით, ამ 72 ორდენს სხვანაირად alfa&omega ქვია, მათ შორის პირველი ანუ ალფა – “მელქისედეკების ორდენია”, ბოლო – ომეგა კი “შვიდი სხივის ორდენი”, მათ ეკუთვნის ესსეებიც, როზენკროიცერებიც, ყველა ამ ორდენის შიგა ფარულ წრეს ამაღლებული მასწავლებლების გარკვეული ჯგუფი შეადგენს.

ედგარ კეისი

ჯერ ცოტა ზუსტი ინფორმაცია ედგარ კეისზე: ბავშვობიდანვე ხედავდა სულიერ არსებებს პატარა ბავშვების სახით, რომლებთანაც თამაშობდა, და მისთვის სრულიად რეალური ბავშვები იყვნენ სანამ არ შეამჩნია რომ თვითონ იზრდებოდა, ისინი კი ისეთივენი რჩებოდნენ, და კიდევ ის რომ წვიმაში არ სველდებოდნენ.
როგორც სჩანს დედამისსაც ქონდა ეს ნიჭი, რადგან რამოდენიმეჯერ უთხრა, შენი მეგობრები უკვე გელოდებიანო. რვა წლამდე ისინი მისთვის რეალური ბავშვები იყვნენ, მერე მეზობლის გოგონა გარდაიცვალა და მეორე დღეს მათთან ერთად გამოჩნდა. ამის შემდეგ დაიწყო ბიბლიის კითხვა, და ყოველთვის რეგულარულად კითხულობდა.
პირველად ჰიპნოზი ადგილობრივმა ფსიქოთერაპევტმა გაუკეთა 18 თუ 19 წლის ასაკში, რადგან ხმა დაკარგა, ჰიპნოზის შემდეგ ხმა დაუბრუნდა, მაგრამ მალე ისევ დაკარგა, ასე რომ უწევდა ხსირად მიეკითხა სამკურნალოდ, ერთ- ერთი სეანსის დროს თვითონ ალაპარაკდა: “დიახ, ჩვენ გვაქვს სხეული” (ამის შემდეგ, თითქმის ყოველთვის ამ სიტყვებით იწყებოდა სეანსი), დიაგნოზიც დაუსვა საკუთარ თავს და კიდევაც უმკურნალა. მოკლედ შემდგომ თვითონ თავისით ადვილად შედიოდა ძილისმაგვარ ტრანსში და დასმულ კითხვებს პასუხობდა, გამოღვიძების შემდეგ კი არაფერი ახსოვდა. ასეთი რამ პატარა ქალაქში რა თქმა უნდა მალე გახმაურდა.
ტრანსში მყოფი ედგარ კეისი ყოველთვის მრავლობით პირში ლაპარაკობდა, და კითხვაზე ვინ იყვნენ ისინი, პასუხობდა, რომ წარმოადგენდნენ უნივერსალური ცნობიერების ნაწილს, რომელიც კეისის ქვეცნობიერთან ახერხებდა დაკავშირებას.
ძირითადად ეხმარებოდა ავადმყოფებს, უნიშნავდა დიეტებს, მასაჯებს, ვარჯიშებს, არომათერაპიას… დანიშნულება ყველასათვის ინდივიდუალური იყო. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული ავადმყოფი არ განკურნებულიყო, თუკი დანიშნულებას შეასრულებდა. ჩაწერილია მის მიერ მოწოდებული ასობით რეცეპტი. მისი სიცოცხლის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ედგარ კეისის წინასწარმეტყველება თუ პროგნოზირება პიროვნებაზე თუ საერთოდ არ ახდენილიყო. ზუსტად იწინასწარმეტყველა პირველი და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისები და დასასრული. მხოლოდ ერთხელ დასვა არასწორი დიაგნოზი, რომელიც ერთ-ერთ ტყუპისცალს ეხებოდა, აღწერა ოთახი სადაც იმყოფებოდა და ყველაფერი მის შესახებ, ოღონდ ეს ყველაფერი მის ტყუპ ძმას ეხებოდა. თუმცა ის რაც იწინასწარმეტველა საერთოდ დედამიწაზე, კატასტროფები, დიდი გეოგრაფიული ცვლილებები, პოლუსების ცვლილება, რომელსაც 1998 წლისთვის ვარაუდობდა, როგორც ვიცით არ მოხდა. არც ერთი წინასწარმეტყველება არ გაუკეთებია ამ თარიღს ზემოთ, თუმცა ამბობდა დიდი კატასტროფების შემდეგ ადამიანები შეიცვლებიან, დედამიწაზე დადგება სიწმინდის და სულიერების ხანა, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას არაფერი შეაჩერებსო. თვითონ ედგარ კეისი თვლიდა, რომ მისი ძირითადი დანიშნულება ავადმყოფების დახმარება იყო. თუმცა მასთან სეანსზე მისული იგებდა ყველაფერს მისი ჯანმრთელობის შესახებ, ასევე ყველა მის ინკარნაციაზე და გაცილებით უფრო ბევრს (თვითონ ედგარ კეისა სასტიკად არ ჯეროდა რეინკარნაციის კიდევ კარგა ხანს). პირველად ატლანტიდა ახსენა, როდესაც ვიღაცას რეინკარნაციებს თვლიდა.
1944 წლის შობას მთელ ოჯახს განუცხადა რომ 5 იანვარს დაასაფლავებდნენ. მართლაც, იგი ჰიპერტონიისგან გარდაიცვალა 1945 წლის 3 იანვარს, 5-ში კი დაასაფლავეს.

ედგარ კეისისეულ ატლანტიდაზე წარმოდგენა რომ შეგვექმნას, მისი დაახლოედით 1000-მდე სეანსის ჩანაწერის წაკითხვაა საჭირო, რადგან, მისი, თუ მათი თქმით დღეს დედამიწაზე იშვიათია ისეთი სული, რომელიც ატლანტიდაზე არ ყოფილიყო ინკარნირებული. რამდენიმე სეანსით ეს ისტორია არ შემოიფარგლება და სხვადასხვა პიროვნებების რეინკარნაციის სურათებით და მათი საქმიანობით იმ ეპოქაში მიიღება საერთო სურათი. ამდენად, მისი ერგვარი ინტერპრეტაციაც ძალიან ძნელია, შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ, ამ ეპიზოდებით ავაწყო ედგარ კეისის ტრანსული სეანსებიდან მიღებული ატლანტიდის სურათი.
როდესაც ატლანტიდის კონტინენტი გამოჩნდა კატასტროფების შემდეგ დედამიწაზე, პირველმა ადამიანებმა, თავიანთი გონების ძალით მოახდინეს სასიცოცხლო ძალის პროექცია და ჩასახლდნენ ატლანტიდაზე, ამ ხალხმა იცოდა ვინც იყვნენ და არ ქონდათ დაკარგული კავშირი ღმერთთან, მათ კეისი ერთიანობის შვილებს უწოდებს, ისინი ჩვენზე გაცილებით მეტად განვითარებული იყვნენ, ენერგიად იყენებდნენ მზის ვარსკვლავების (კოსმიურ?), კრისტალების ენერგიას, მხოლოდ და მხოლოდ გონების ძალის საშუალებით, ამ ენერგიით მოძრაობდნენ მათი საფრენი, წყალზედა თუ წყალქვეშა აპარატები. ქონდათ ალუმინზე გაცილებით მსუბუქი და ფოლადზე გაცილებით მტკიცე მეტალი, რომელსაც ამ ენერგიით იღებდნენ და იყენებდნენ მშენებლობაში. თავიანთ ინფორმაციას “ქვებში”, კრილტალებში ინახავდნენ და იყენებდნენ ქვებში შენახულ უძველეს ინფორმაციებს, რომლების დედამიწაზე მანამდე არსებულმა ცივილიზაციებმა დატოვა (ზოგი მკვლევარი, ამ ეპიზოდში ხედავს პარალელს “კრისტალის თავის ქალების” მისტერიასთან)
აინტერესებდათ და იკვლევდნენ ყველაფერს, ახდენდნენ ცხოველებზე თავიანთი აზრების სხვადასხვანაირ პროექცირებას, ასე მიიღეს უცნაური არსებები: ადამიანისა და ცხოველების ნაზავი, როგორც ამბობდა კენტავრებისა და სირინოზების მითებს ატლანტიდიდან დაედო სათავე, ესენი და ბევრი მათზე უცნაური ცხოველი-ადამიანი რეალურად არსებობდა მაშინ, და მათში ატლანტიდელები დრო და დრო ახდენდნენ თავიანთი თავის პროეცირებას (ანუ სულის გადატანას), რომ მათი სხეულით შეეგრძნოთ სამყარო, მაგრამ არასდროს არ ივიწყებდნენ ვინ იყვნენ სინამდვილეში. შეიძლება ზოგჯერ ზედმეტად გართობილიყვნენ, თუმცა ერთიანობას და ნამდვილ წარმოშობას არ კარგავდნენ.
მაგრამ მათთან ერთად ჩასახლდა ატლანტიდაზე, როგორც ის უწოდებს “ბალაელის შვილები”, რომლებიც დედამიწაზე კი არ ცხოვრობდნენ მანამდე, არამედ სხვა სამყაროდან მოვიდნენ, და ხაზს უსვამს, სხვა სამყაროდან მოვიდნენ ღვთიური კანონის დარღვევით, მათ დიდი ხანია დავიწყებული ქონდათ ერთიანობა და ღმერთთან კავშირი, მართალია ისინი მცირერიცხოვანნი იყვნენ, მაგრამ ტექნიკურად ძალიან განვითარებულები.

“ბალაელის შვილები” განსხვავდებოდნენ “ერთიანობის კანონის შვილებისაგან”, პირველ რიგში იმით, რომ ამ სამყაროში უკანონო გზით მოვიდნენ და დიდი ხნის წინ დავიწყებული ქონდათ თავისი წარმოშობა. მათი ტექნიკა განსხვავდებოდა “ერთიანობის შვილთა” ტექნიკისაგან და იყენებდნენ ატომის დანაწევრებით მიღებულ ენერგიას (არ დაგავიწყდეთ ამის შესახებ პირველად ილაპარაკა 1910-13 წლებში), რომლის გამოყენებაც აკრძალულია მთელ სამყაროში, რადგან სინთეზით, შეერთებით შეგიძლია შექმნა და იმუშაო ისე რომ არაფერი დააზიანო, მაგრამ რახან სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში, უმცირესი ნაწილაკების დაყოფით, რომელიც თავისთავად ძნელი სამართავია, მთავარი ის არის რომ შეუქცევად ან ძნელად გამოსასწორებელ შედეგებს იწვევ სამყაროს სადღაც სხვა კუთხეში. (და ამაზე მარტო კეისი არ ლაპარაკობს).
ატლანტიდის საბოლოო დაღუპვამდე დაახლოებით 10000 წლის წინ, როცა პოლუსთა მცირე გადაწევა მოხდა, იმის გამო რომ მათი “ენერგეტიკული სადგურები” მიწისძვრების ეპიცენტრების ახლოს იმყოფებოდნენ ატლანტიდამ მისი გარკვეული ნაწილი დაკარგა, ხმელეთის დიდი ნაწილი ჩაიძირა.
ამის შემდეგ “ერთიანობის შვილები” ცდილობდნენ კონტროლი დაეწესებინათ მათ ტექნიკასა და ენერგიის წყაროზე, თუმცა ეს ადვილი არ იყო. თან გახშირდა მათ შვილებს შორის ქორწინება, რაც არც ერთ მხარეს არ მოსწონდა. საბოლოოდ ატლანტიდის დაღუპვა გამოიწვია ‘ბალაელის შვილების” მიერ აგებულმა ხილულმა და უხილავმა პირამიდებმა, რომელთა ენერგიამ არა მარტო ატლანტიდის ფიზიკური დაღუპვა გამოიწვია არამედ მთლიანად შეცვალა ატლანტიდელების სამყარო. მათ დაივიწყეს ვინ იყვნენ და საიდან, დაავიწყდათ რომ აქ ღვთიური მისიის შესასრულებალ იყვნენ მოსულები და თითოეული მათგანი ატარებდა ღვთიურს. ისინი დარჩნენ ჩაკეტილები ბნელ სამყაროში, სადაც მრავალჯერ კვდებიან და იბადებიან, და ჩვენთან ერთად დარჩნენ ” ბალაელის შვილებიც” და კეისის (თუ მათი) აზრით დღეს დედამიწაზე სამხედრო მაღალჩინოსანთა და ქვეყნების მმართველთა უმეტესებოში სწორედ ისისნი არიან ინკარნირებულნი, თუმცა განვითარების გზას უკვე ჩვენთან გადიან, და იმ დიდი კატაკლიზმების შემდეგ, რომელიც ახალ სამყაროს უნდა უსწრებდეს წინ, სავარაუდოდ ჩვენთან ერთად დაიბრუნებენ თავის ნამდვილ წარმოშობას.

(Visited 1,838 times, 1 visits today)