წიგნის ფესტივალის გახსნამდე, მოგეხსენებათ, თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი და, სანამ უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრიდან დავიწყებდე ინფორმაციის მოწოდებას, გადავწყვიტე, ბიბლიოფილებისათვის, რომლებიც ღონისძიების დაწყებას სულმოუთქმელად ელიან, კიდევ ერთი ინტერვიუ შემეთავაზებინა. რესპოდენტის როლისათვის ამჯერადაც მკითხველი და ფრიად წარმატებული ბლოგერი – ჩვენი ძვირფასი ვასასი შევარჩიე, რომელმაც არ დაიზარა და ჩემს გაგზავნილ კითხვებს ძალიან ხალისიანი, ცოცხალი და გემრიელი პასუხები მოაყოლა. ერთი სიტყვით, ინტერვიუ შედგა და, დარწმუნებული ვარ, ვასასის აზრებს მკითხველი დიდი ინტერესით გაეცნობა.
არ მეგულება ქართულ ბლოგოსფეროში ადამიანი, თამარ კარელიძის – ვასასის შესახებ არ გაეგოს და “მილანის” წითელი ეშმაკუნათი დამშვენებული ერთი პოსტი მაინც არ წაეკითხოს. მიუხედავად ამისა ან იქნებ, სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, ორიოდე სიტყვით საკუთარ თავზე თუ გვიამბობ…
საკუთარ თავზე საუბარი ყოველთვის მიჭირს. სულ შორიდან დავიწყო? დავიბადე თბილისში, გავიზარდე გორში. ვერ ვიტან, როცა მეკითხებიან, შიგ გორში ვცხოვრობ თუ?.. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ყოველთვის მრცხვენია, საკუთარ თავს ასე ვუწოდო იმიტომ, რომ მიმაჩნია, ჟურნალისტობამდე ძალიან ბევრი მიკლია და ბედნიერი ვიქნები, თუ 30 წლის ასაკში მაინც არ შემრცხვება იმის თქმის, რომ ჟურნალისტი ვარ. მიყვარს „ბითლზი“, როკენროლი, ვეწევი ჯანსაღი ცხოვრების წესს (არა ალკოჰოლს და სიგარეტს), ყოველთვის მრცხვენია, როცა მაქებენ და მიმაჩნია, რომ კრიტიკა ყველაზე მაგარი რამ არის ქვეყანაზე. კიდევ ბევრის მოყოლა შემიძლია (ალბათ), მაგრამ შენი ბლოგის გვერდს გავუფრთხილდები. :)
შენი ბლოგი მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩევა – ყველაფერზე წერ, თან იმდენად კარგად, რომ მკითხველის დაინტერესებას არარეიტინგულად მიჩნეული ლიტერატურული პოსტებითაც მშვენივრად ახერხებ…
ნუ მაწითლებ.. კი არა, ამ ბოლო დროს მარტო ლიტერატურული პოსტები გამომდის. დრო არ მაქვს, რომ სხვა რაღაცებზე ვწერო. ისე, ყოველთვის ვერიდები ლიტერატურაზე ჩემი შეხედულებების წერას, ყოველთვის მგონია, რომ ისე გამოდის, თითქოს ვტიპობ. ამიტომ ვერიდები.. თუმცა მაქვს ლიტერატურაზე რამდენიმე პოსტი, რომლებიც თვით მეც კი მომწონს.
თბილისის წიგნის მეცამეტე ფესტივალის დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. მოდი, შენი ძველი ფესტივალები გაიხსენე…
სამწუხაროდ, მარტო ერთადერთხელ, გასულ შემოდგომაზე ვარ ნამყოფი. შეძენით არაფერი შემიძენია.
რა სიახლეებს ელი წლევანდელი ფესტივალისგან?
ახალ წიგნებს, დიდ ფასდაკლებებს. ვიცი, რომ ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ გამოდის და ძალიან მაინტერესებს. ეს ავტორი ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენაა და წარმოიდგინე ჩემი სიხარული, როცა ერთხელ დამიმეგობრა და მომწერა, რომ ჩემი ბლოგი მოსწონდა. მერე გავიგე, ვინც იყო და დავუსვი უამრავი კითხვა, რაც ლილესთან დაკავშირებით რამდენიმე წელი მაწუხებდა.. :)
“ექსპო ჯორჯიას” პავილიონებში რომელიმე კონკრეტული წიგნის შეძენას თუ გეგმავ?
კი. მიუხედავად იმისა, რომ ორჰან ფამუქის ყველა თარგმანი მაქვს წაკითხული, მარტო „მე წითელი მქვია“ მაქვს და მინდა, „ჯევდეთ ბეი“ და „თეთრი ციხესიმაგრე“ შევიძინო. იმედია, ფასდაკლება იმდენი იქნება, რომ მოვახერხო ყიდვა. :)
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ქართული საზოგადოებაში წიგნის კითხვა პოპულარული საქმიანობა არ გახლავთ. შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი ან როგორ შეიძლება, რომ ადამიანს წიგნის სიყვარული გავუღვივოთ?
სიმართლე გითხრა, არ ვიცი მიზეზი. ალბათ, ადამიანი თავად უნდა მიხვდეს, რომ კითხვა საჭიროა, რომ ის წარმოსახვის უნარს აუმჯობესებს და, განსაკუთრებით, იმ ადამიანებისათვის არის აუცილებელი, ვისაც შემოქმედებასთან აქვს კავშირი (თუნდაც ჟურნალისტები, რეჟისორები და ა.შ.). წიგნი არ უნდა წაიკითხო იმისათვის, რომ მერე ამით „იმარიაჟო“. ძალიან მარტივად: მხატვრული ლიტერატურა იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც დაიწერა, მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს. ნაწერი, ზოგადად, კარგად გამოხატავს ავტორის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მის შინაგან სამყაროს.. ამიტომ, ვისაც ადამიანები აინტერესებს, ალბათ, წიგნს გულგრილად არ უნდა ჩაუაროს გვერდით. წიგნის კითხვა მათემატიკურ ამოცანას ჰგავს – კითხულობ, ხსნი და ბოლოს ან იღებ სწორ პასუხს, ან ვერა. თუ ვერ ხსნი, კიდევ თავიდან კითხულობ და ა.შ.
ვასასის ბლოგის მკითხველებმა (და, ალბათ, არა მხოლოდ მათ) კარგად იციან, რომ შენი ბოლოდროინდელი ლიტერატურული გატაცება ორჰან ფამუქია…
ორჰან ფამუქი.. იცი, ჩემმა ერთმა მეგობარმა რა გააკეთა? როცა ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ წაიკითხა, მიხვდა, რომ ეს წიგნი ავტორმა მხოლოდ მისთვის დაწერა და სხვას არ უნდა ენახა. წავიდა მარჯანიშვილზე, ბუკინისტებთან, სადაც ერთი ეს წიგნი 2 ლარი ღირდა და 30 ცალი იყიდა. მარტო იმიტომ, რომ სხვას არ წაეკითხა მისი ნებართვის გარეშე. იმიტომ, რომ ნიცშე მისი იყო. დაახლოებით ასე მჭირს ორჰან ფამუქზე და გულით მინდა მისი წიგნების შეძენა. ვეჭვიანობ, როცა ვიგებ, რომ სხვაც კითხულობს, სხვასაც მოსწონს. ძალიან მინდა, ოდესმე შევხვდე და მადლობა გადავუხადო. უბრალოდ, მადლობა, მეტი არაფერი. აი ასე, მივდივარ ნიუ-იორკის ქუჩაში, მხვდება ორჰან ფამუქი დიდი სათვალით, გაცრეცილი, კრემისფერი პერანგითა და ასეთივე ნაცრისფერი კოსტუმით, მე ვეძახი:
Mr Pamuk.
ის ტრიალდება. არა, ამ დროს სულაც არ ვესვრი შვიდ ტყვიას, არც ლიმუზინთან დავჯდები, არც სელენჯერის კითხვას დავიწყებ. კარისკაცი კი საერთოდაც არ დამისვამს კითხვას: Do you know what you did? და აბა მე როგორღა უნდა ვუპასუხო, Yes, I just shot Orhan Pamuk… მე, უბრალოდ, ხელს ვართმევ, გულწრფელად ვუღიმი და ვეუბნები ერთადერთ სიტყვას: გმადლობთ. სიტყვები არ მყოფნის ამ ადამიანისადმი ჩემი დამოკიდებულების გამოსახატად.
როგორც ვიცი, “ბიბლუსის” ყველაზე რეიტინგულ პროექტს – აუცილებლად წასაკითხ 50 წიგნსაც აშუქებ. შევეცდებოდი, გამომეცნო, დღეისთვის გამოცემული ცამეტი ტომიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს, მაგრამ, უმჯობესი იქნება, ამაზე თავად გვიამბო…
ისე მოხდა, რომ ყველა წიგნი წაკითხული მქონდა, გარდა ბეგბედერის „99 ფრანკისა“. გამომდინარე იქიდან, რომ ეკრანული გამოსახულება არ მიყვარს, ფილმებს იშვიათად ვნახულობ, მაგრამ ეს ნანახი მქონდა და ველოდებოდი თარგმანს. თან, მანამდე ამ ავტორის „ექსტაზი“ მქონდა წაკითხული და, ვიცოდი, რომ „99“ ფრანკი, ე.წ. კანფეტი იყო. ალბათ, ძალიან ბევრი დარჩა აღფრთოვანებული და მეც მათ რიგებში ვარ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ბეგბედერი, უელბეკი და კიდევ რამდენიმე თანამედროვე ავტორი, კარგად წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რაც თანამედროვე სამყაროში არსებობს. რაც არ უნდა ბევრი პორნო აღწეროს, მე ვიცი, რომ უელბეკი სექსზე არ წერს. ამ ყველაფრის მიღმა ძალიან მძიმე სულიერი კრიზისი იმალება, რის ანაზღაურებასაც ადამიანები სექსით ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. მიმაჩნია, რომ ეს ორი ავტორი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ უელბეკისაგან განსხვავებით, ბეგბედერი ცხოვრებას არადეპრესიულად, იუმორითაც უყურებს. კითხვისას ხშირად მეგონა, რომ ავტორი ჩემს აზრებს კითხულობდა. ბევრჯერ წამოვიძახე: ჯანდაბა, ფრედ, ეს ხომ მე უნდა მეთქვა?! :)
ბლოგოსფეროში სამწლიანი აქტიური მოღვაწეობა, პირველ რიგში, უდიდესი გამოცდილებაა. როგორ ფიქრობ, რატომ ვერ უწევენ წიგნიერი ბლოგები კონკურენციას პირადულ თემებზე ორიენტირებულ რესურსებს?
ყვითელი თემა, ვიღაცის პირადი ცხოვრება უმეტესობისათვის უფრო საინტერესოა, ვიდრე რეცენზია წიგნზე. ეს მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოშია ასე. თუმცა, არც წიგნიერ ბლოგებს აკლია მკითხველი, ამის მაგალითად შენი ბლოგიც გამოდგება.
და ბოლოს, იქნებ ცოტა რამ გვითხრა შენი და წიგნის ურთიერთობის შესახებ.
გიორგი კალატოზიშვილს ჰქონდა არაჩვეულებრივი რეცენზია წიგნთან დაკავშირებით. მე, მაგალითად, არ შემიძლია ვიკითხო ოთახში, სადაც თუნდაც ერთი კაცია. მიყვარს მარტო, კუთხეში ჯდომა. ამ ბოლო დროს ცუდი თვისება დამჩემდა: სამ-ოთხ წიგნს, ან უფრო მეტს, ერთად ვკითხულობ. ახლა ინგლისურ წიგნებსაც შევეჭიდე, ინგლისური კარგად უნდა ვისწავლო, მე ხომ სამომავლოდ BBC-ში მუშაობას Guardian-ისთვის წერას ვაპირებ :)
მშვენიერი ინტერვიუა. ^_^
და მე უფრო ხშირად ვესტუმრები ვასასის ბლოგს. ))
LikeLike
ბლოგიც ძალიან მოგეწონება :)
LikeLike
რა საოცარია, მეც ფენტეზის წერა ყოველთვის მათემატიკური ამოცანის ამოხსნას მაგონებს, რამდენიმე მონაცემზე თუ აქსიომაზე დაყრდნობით მთელი სამყაროს თეორემა უნდა ამოვხსნა-მეთქი. :)
თუ კი სადმე შეხვედრა მაქვს, თითქმის ყოველთვის ამ სიტყვებით ვიწყებ.
ბედნიერ ფესტივალობას გისურვებ!
LikeLike
Great minds think alike :)
მშვენიერი ფესტივალი გვექნება, დარწმუნებული ვარ :)
მადლობა, ნატო :)
LikeLike
როგორ მახსოვს შარშან წიგნის ფესტივალზე გულაჩქროლებული რომ დავდიოდი, ვათვალიერებდი წიგნებს, მაგრამ მხოლოდ ვათვალიერებდი :( ყიდვით ვერაფრის ყიდვა შევძელია და მგონი წელსაც იგივე მელის :(
წიგნის კითხვისას კი მე მაქვს ხოლმე განცდა, რომ მწერალმა ეს გამიზნულად ჩემთვის დაწერა, აი, ასე, იცოდა ერთ დღეს გზააბნეული ნათია აუცილებლად მიადგებოდა წიგნების თაროსთან მის ნაწარმოებს და წაიკითხავდა… რომ ვკითხულობ, ვჩერდები, ღრმად ჩავისუნთქავ ხოლმე და ვფიქრობ: ღმერთო ჩემო, ამ მწერალმა იცის რომ მე ახლა ამის წაკითხვა მჭირდებოდა რომ ის კითხვები, რომლებიც დამიგროვდა, აუცილებლდა მიიღებენ პასუხს… საოცარი განცდაა… თოთქოს წიგნის ფურცლებიდან მესაუბრება ავტორი და მაძლევს რჩევებს…
LikeLike
ასეთ საინტერესო კომენტარებს წერ და ასე ცოტას :( არ დაიზარო, რა :)
წელს აუცილებლად იყიდი შენთვის საინტერესო წიგნს. აი, ნახე, თუ არა :)
LikeLike
მოლიი, შენ კიდე სულ მანებივრებ თბილი სიტყვებით :* ვეცდები ყოველთვის ყურადღებით წავიკითხო შენი პოსტები და დავაკომენტარო ხოლმე :*
LikeLike
სენქს ე ლოთ :) მე კი ვეცდები, ყოველთვის საინტერესო პოსტი დაგახვედრო :)
LikeLike
მშვენიერი რესპოდენტი გყოლია,ინტერვიუც შესაბამისი :)
LikeLike
ნამდვილად ასეა, ქეთუსი :) ვასასი ფანტასტიური რესპოდენტია. მადლობა :)
LikeLike
თან იმ კვირას შვებულება ამქვს აღებული..უფუფუფ..რა მაგარია :))))
LikeLike
ოთხი საფესტივალო დღიდან სამი უქმეა, ჯესი :)
LikeLike
როცა საქე მოითხოვს ზოგჯერ უქმ დღეებშიც მიწევს მუშაობა :(((
LikeLike
ჩვენი ვასასი მამიდა! “მე მიშველის ფამუქიიი?”.
“მე ხომ სამომავლოდ BBC-ში მუშაობას Guardian-ისთვის წერას ვაპირებ” – ამაში ეჭვიც არ მეპარება და გისურვებ ფამუქის გაცნობას და ყველა მისი რომანის შეძენას :)
მოლი შესანიშნავი ინტერვიუ იყო, გააორკეცა მოლოდინი :) ცოტაღა დარჩა!
LikeLike
მადლობა, როდე :)
ეჭვიც არ მეპარება და BBC-ს უფრო მეტი ინტერესით ვუყურებ და იმედია, Guardian -საც შემოიტანენ და იმასაც წავიკითხავ.
ვერაფრით ვაშეარებ ლინკებს ფბ-ს ჯგუფებში :( რაღაც მოუვიდა ჩემს ფბ-ს :( არადა, მართლა ძალიან კარგი ინტერვიუა :(
LikeLike
ოი მოლი, ახლა ვნახე არც დალაიკებული დაშეარდა ფბ-ზე. მერე ბმული ჩავსვი და მიწერს, ამ ბმულს ვერ დააშეარებო… ნეტა რა მოხდა.
LikeLike
ჯანდაბას, არ ვიცი, რა დაემართა… ლინკის ბრალი უნდა იყოს. წუხელ ვწვალობდი და ვერაფერი მოვახერხე. მაინცდამაიც ასეთ კარგ ინტერვიუს გაუჭედა ლინკმა, მაგრამ არაუშავს, მკითხველმა მაინც ნახა…
LikeLike
კარგი რესპოდენტი ყოფილა ვასასი.
ინტერვიუ მომეწონა.
LikeLike
ჟურნალისტს რესპოდენტობაც არ შეეშლება.
მართლა ძალიან კარგია, გიო :)
LikeLike
“იმიტომ, რომ ნიცშე მისი იყო. დაახლოებით ასე მჭირს ორჰან ფამუქზე და გულით მინდა მისი წიგნების შეძენა. ვეჭვიანობ, როცა ვიგებ, რომ სხვაც კითხულობს, სხვასაც მოსწონს.”
კრიტიკა მიყვარსო ამ ადამიანმა და მეც ნაკლები მორიდებულობით გავაკრიტიკებ :))) ზემოთ რაც წერია, იმის მსგავსი მესაკუთრეობა ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. პირიქით, როცა ხელოვნებაში, ლიტერატურაში რამე კარგს გავეცნობი, მინდება, რომ ის სხვებმაც ნახონ და ისიამოვნონ…
LikeLike
ვასასის არ ვიცი და მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა – ამ ფრაზით ფამუქის წიგნებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი, თორემ პირდაპირი გაგებით არა მგონია, ასე ეჭვიანობდეს…
LikeLike
აბა რა გითხრა, მე კი ძალიან გავბრაზდები, ვინმემ რომ მითხრას ეს წიგნი მარტო ”ჩემია” და შენ არ უნდა წაიკითხოო; მით უმეტეს, წაკითხვაში რამენაირად ხელის შეშლა სცადოს.
LikeLike
ხელის შეშლის მექანიზმის წარმოდგენა ოდნავ მიჭირს.
LikeLike
ინტერვიუშია აღწერილი ერთ-ერთი :დ ბევრი წიგნის შეძენა, რომ სხვებს არ შეხვდეთ.
LikeLike
მხოლოდ მარჯანიშვილის ბუკინისტებთან… ნიცშე სხვაგანაც იყიდება და ბიბლიოთეკებიც სავსეა.
მე მაინც მეტაფორა მგონია და ისიც მგონია, რომ აზრს ჩავწვდი :) თამუნა რომ სხვას ხელს არ უშლის კითხვაში (არც უფიქრია არასოდეს) – აი, ამაში კი სრულად დარწმუნებული ვარ :)
LikeLike
რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, იმხელა ძალაუფლებას არ ფლობს, რომ ნიცშე თვალით არ დაანახოს ხალხს :დ მაგრამ სურვილი და ჩანაფიქრი ჩანს და ვიღაცეებს მაინც შეეშლებოდათ ხელი.
LikeLike
ზუსტადაც რომ ჩანაფიქრს გამოვრიცხავ ვასასისთან. პრინციპში, ეს მხოლოდ ჩემი შეფასებაა (რაშიც დარწმუნებული ვარ) და თავად თამუნა ალბათ უკეთ იტყვის.
LikeLike
არ ვიცი, რატომ გამორიცხავ, მოლი, როცა თავად ამბობს ყველაფერს პირდაპირ. მესმის, რომ შენი ბლოგის სტუმარია (თუ როგორ ეძახიან ამას?) და შეიძლება მეგობარიცაა, მაგრამ მაინც….
LikeLike
ჩემი მეგობარი არ არის (თუმცა, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი), მეტიც – მხოლოდ ბლოგით ვიცნობ (მე მას ვკითხულობ, ის – მე), მაგრამ მაინც გამოვრიცხავ, იმიტომ რომ რაც თქვა, მეტაფორად აღვიქვი სხვისთვის ფამუქის წაკითხვის აკრძალვის (ან ხელისშეშლის) სურვილი ვერ შევამჩნიე.
ზოგადად ვიღაცისთვის რაღაცის (კითხვის განსაკუთრებით) აკრძალვის სურვილები ვასასის არ უნდა ახასიათებდეს.
არც ვიცავ (არაფერია აქ დასაცავი). მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვთქვამ.
LikeLike
იცი რა, ცოტა სასაცილოდ გამოიყურება, როცა ადამიანი თვითონ ამბობს საკუთარ თავზე რაღაცას და შენ კი მაინც თავგამოდებით ამტკიცებ, ეგ ტყუილიაო.
რა ვქნა, ვერ და არ ვეწერები ამ ბლოგერულ (და არა მარტო) ტრადიციაში, რომ ერთმანეთს უნდა ვუკომენტოთ, რა კარგები, გენიალურები და საყვარლები ვართ. თუ რაღაცას არ ვეთანხმები, უნდა ვთქვა, რომ არ ვეთანხმები, შეიძლება ვიკამათოთ კიდეც. ეს გულწრფელიცაა და საინტერესოც.
LikeLike
თავგამოდებით არასოდეს არაფერი მიმტკიცებია. თავს ბევრად მნიშვნელოვან საკითხებზეც არ ვიდებ ხოლმე. უბრალოდ, ჩემს აზრს ვამბობ. ერთხელ. თუ თანამოსაუბრე მპასუხობს, მეც ბუნებრივია, ისევ ჩემს აზრს ვამბობ და ასე შემდეგ.
არა მგონია, სასაცილოდ გამოვიყურებოდე. ინტერვიუ მეც წავიკითხე, პასუხების ნაწილში მეც მკითხველი ვარ (ბუნებრივია, პასუხები ჩემთვის უცნობი იყო და სიტყვაც არ შემიცვლია) და როცა ამაზე ჩამოვარდა საუბარი, ჩემი აზრი გამოვთქვი.
“ბლოგერულ ტრადიციას” საერთოდ არ ვიცავ. მეხუთე თვეა, აქ ვარ და მოწონებას მხოლოდ იმის მიმართ გამოვხატავ, რაც მომწონს. აწიც ასე იქნება.
LikeLike
სათაური რომ ამომიგდო, უნდა შემოვსულიყავი და დამეწერა, ეგრე არ არის-თქო… მარა ვასასის ნათქვამი ყოფილა, ამიტომ არ შევეკამათები :)
LikeLike
ვისთვის როგორ…. წიგნის კითხვის მათემატიკასთან შედარება მეც პირველად მოვისმინე. არ დავფიქრებულვარ აქამდე :) მაგრამ შეკამათება არც მიცდია – ეს ხომ ღრმად ინდივიდუალურია :)
LikeLike
მადლობა, მეგობრებო რომ მოგეწონათ ინტერვიუ. დიდი მადლობა მოლის, რომ მე ამირჩია. ზოგადად, მიმაჩია, რომ ცუდი რესპოდენტი ვარ, მაგრამ აქ კარგად გამოვედი.. :)
jijgina-ს მინდა ვუპასუხო: არასწორად გაიგეთ ჩემი ნათქვამი. ჩემმა მეგობარმა ნიცშეს შემთხვევაში რაც გააკეთა, სიმბოლური იყო. :)
არც მე და არც ჩემს მეგობარს არ გვახასიათებს ვიღაცებისთვის წინგის დამალვა. ვინმემ რომ აზრი მკითხოს ფამუქზე, არ ვეტყვი, რომ ეს კაცი იდიოტია მარტო იმიტომ, რომ არ წაიკითხოს. პირიქით, დიდი სიამოვნებით ვურჩევ.
ალბათ, არასწორად გამოვხატე აზრი. წიგნებს არ ვაზივარ, არც ავტორებს. უბრალოდ, გული მწყდება, როცა ჩემ გარეშე აღმოაჩენენ ხოლმე ამა თუ იმ საყვარელ ავტორს. სულ ეს არის. :)
იმედია, გასაგებად ავხსენი ახლა. თუ არა, განმარტებისათვის მზად ვარ, მეგობარო.
პ.ს. ალაგ-ალაგ ცოტა ბოღმას მოვკარი თვალი, მაგრამ ვატარებ.. :)
Lord Vader: ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს. ჩემთვის ასე უფრო საინტერესოა (შეიძლება იმიტომ, რომ მათემატიკა ძალიან მიყვარს) და უფრო გაფაციცებით ვკითხულობ. :)
LikeLike
მეც ამას ვამბობდი :)
LikeLike
ძალიან კარგი, თუ არაფერს ”ისაკუთრებთ” (თუმცა, მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ინტერვიუში სულ საპირისპიროა გაცხადებული).
ბოღმის რა გითხრა, უფრო გაბრაზებას..
LikeLike
მე ვერაფერი დავინახე ასეთი აზრისა…:)
LikeLike
ვერც მე, როდე… :)
LikeLike
არ მიკვირს, რომ კარგი ინტერვიუა :)
LikeLike
талант не пропьёшь :)
გამოცდილებაც თავის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა :)
LikeLike
xo asea martlac ;)
LikeLike
welcome! :)
LikeLike
კარგი პოსტია..
სათაური განსაკუთრებით :დ მაგის წყალობით ბოლომდე ჩავარაკრაკე პოსტი… ჰმ… ^_^
LikeLike
დანტეს ინფერნოს დიდ პატივს რომ სცემ, ვიცი :)
LikeLike
ამ შემთხვევაში ვასასის აზრზე მაქვს საუბარი : )
ვეთანხმები გარკვეულწილად
LikeLike
ამერია :)))))) სათაური კი არადა ვასასის ფრაზა მეც ძალიან მომეწონა :)
LikeLike
მე ახლა ვკითხულობ ფამუქს “წითელს”, დიდი ხანია ნაყიდი მაქვს და რაღაც დროს ვურჩევდი რომ კითხვა დამეწყო, ძალიან მომწონს, აღფრთოვანებული ვარ და ვცდილობ ნელა ვიკითხო, არ მინდა რომ მალე დამთავრდეს :))
ძალიან კარგი ინტერვიუ იყო, მადლობა ორივეს :*
LikeLike
მადლობა, თეკლა :) წითელი მართლა შეუდარებელია,
LikeLike
სულ დამავიწყდა იმის დაწერა, რომ ფამუქისადმი ჩემი ინტერესი მისი ნობელიანტობის გარდა “ვასასის” გენიალურმა პოსტმა გააღვივა თავის დროზე :)
LikeLike
:) ბიბლიოდიქტატორი ვასასი :) ფამუქს რომ მალავს :) და ნება რომ მისცე, არც არავის წააკითხებს :)
LikeLike
:) :) საყვარელი ვასასი. ისე მეც მიყვარს როცა ჩემი წყალობით აღმოაჩენს ვინმე ჩემს საყვარელ ავტორს და თან მოეწონება.
ხვალისთვის ემზადებით?
LikeLike
საყვარელი და ძალიან ჭკვიანი :)
ამ რამდენიმე დღის წინ უახლოეს და უსაყვარლეს მეგობარს ბრედბერის “მარსის ქრონიკები” მივუტანე. საიენს ფიქშენს, როგორც ჟანრს, საერთოდ არ აღიარებს. უბრალოდ, არ მოსწონს და არ კითხულობს. ჰოდა, ქრონიკების წაკითხვას დიდი ხანია, ვეხვეწები. გუშინე მეუბნებოდა, პირველი სამი მოთხრობა წავიკითხე და აღფრთოვანებული ვარო… და იმაზე მეტად, მგონი, მე მიხარია :)
ვემზადები…. აქციამ თუ არ შემიშალა ხელი. ჯანდაბას :(
LikeLike
არა წერეთელზე რა უნდათ :( ჯანდაბა მართლა, უსაქმურები არიან ნამდვილი
LikeLike
არა, ფესტივალს ხელს ვერ შეუშლიან. მე შემიშლიან. მე ხომ მხოლოდ წერეთელზე არ ვმუშაობ :(
LikeLike
ვასასის პოსტი ფამუქზე ბევრად ჯობს ყველაფერს, რაც ფამუქს ოდესმე დაუწერია.
LikeLike
რაღა “მე მქვია წითელი” და რაღა ვასასის პოსტი “წითელზე” :)
LikeLike
ara mgonia, wignis kitxva da matematikuri amocana ertmanets zalian gavdes, amocanas marto imitom xsni, rom apsuxi miigo, wigns rom amtavreb, sheizleba pasuxi ver miigo da amas grznobde, magram siamovnebas mainc igeb. mere sheizleba sami dgis mere, sul rom ar fqirob, ucbad mogivides tavshi azrad da gagecinos, ai, turme, ratom momewonao, magram mtavari mainc siamovnebaa. zili nebisa, moli, ukve mkactrad gamibrazdnen, molis mteli sagamo wartvio:)
LikeLike
წიგნის კითხვის და ამოცანის ამოხსნის მსგავსება ვასასის იდეაა, ლუკა. შენ რომ სხვაგვარად ფიქრობ, ამაში გასაკვირის და მითუმეტეს, ცუდი არაფერია. ასეთი შეგრძნებები ღრმად ინდივიდუალურია და იმიტომ :)
ძილი ნებისა და დიდად გამახარე სტუმრობით :)
LikeLike
shen rogor fiqrob, gavs? zalian maintersebs sheni azri. mec vifiqreb amaze, ras gavs chemtvis wignis kitxva da tu movoqre, mogwer:) Zalian sasiamovno sagamo iyo, bevri sinterso rame gavige. gmadlob:)
LikeLike
ჩემთვის არ ჰგავს, ლუკა. და შენი აზრიც მაინტერესებს ძალიან :) მადლობა შენ :)
LikeLike
ჩემი არაბიოლოგიური შვილი – ჩემი ვასასუნა <3
LikeLike
მე <3 ვასასი :)
LikeLike
კი მეც ძალიან.
ეს პოსტი რომ წავიკითხე სასიყვარულო სმს მივწერე სასწრაფოდ :D
LikeLike
ფანტასტიური ადამიანია და უერთგულესი მეგობარი :)
LikeLike
კი ნამდვილად.
LikeLike