ბენჯამენ ფრანკლინს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა და ქართული ბლოგები ეკითხა, აუცილებლად იტყოდა, ამქვეყნად სამი რამ არის გარდაუვალი: სიკვდილი, გადასახადები და მოლი ბლუმის საზაფხულო შვებულებაო.
იმასაც დაამატებდა, პირველ ორს კიდევ მოუხერხებ რამეს, მაგრამ მესამეს ვერ გაექცევიო.
კაცმა რომ თქვას, ვერც შეეკამათებოდი – მესამე წელია, აქ გმასპინძლობთ და ყოველ ზაფხულს ისეთი შესაშური მუდმივობით ვიხურავ მწვანე ქუდს, საათს თუ ვერა, კალენდარს ნამდვილად გაასწორებთ.
ბლოგერობის პირველ წელს მართლა პირველკლასელივით მიხაროდა, არდადეგები მოვიდა, მეც დავისვენებ და თქვენც დაგასვენებთ-მეთქი – კვირაში სამი პოსტის კითხვაც არ არის ადვილი და წერა ხომ – მით უმეტეს. შარშან ვიცუღლუტე, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მოვიმიზეზე და ბლოგიდან მთელი ორი თვით ავორთქლდი… ოღონდ ამით მკითხველი ისე გავაბრაზე, ლამის შვებულების შეწყვეტასა და იმ თაკარა ზაფხულში ცხელ-ცხელი პოსტებით დაბრუნებაზე დავფიქრდი.
ჰოდა, წელს სანიმუშო მოსწავლესავით ვიქცევი – ყველა გამოცდა ჩაბარებული მაქვს, ხუთიანები… უკაცრავად, ათიანები – ჩაწიკწიკებული, ჩანთა ჩალაგებულია, სასკოლო უნიფორმა – საიმედოდ შეჩურთული კარადის სულ ზედა თაროზე… შემოდგომამდე ჩიტივით თავისუფალი ვარ.
არ გეგონოთ, წერა მეზარებოდეს ან სათქმელი გამომლეოდეს – მოსაყოლი იმდენი მაქვს, ერთ თავმოყვარე ბლოგს მთელი წელი შეინახავდა, მაგრამ მეც ხომ უნდა ამოვისუნთქო. მე – ჯანდაბას, თქვენც ხომ უნდა ამოგასუნთქოთ – მთელი წელი პოსტების კითხვა კი არა, ხაჭაპურის ჭამა მობეზრდება კაცს. ესეც არ იყოს, აგვისტოში უნდა დაისვენოო, შუმერ ბლოგერებს ჰქონიათ წესად, გილგამეში, ქვეყანა რომ დაქცეულიყო, აგვისტოში ახალ პოსტს არ გამოაქვეყნებდა და მეც ძველ ტრადიციებს მივდევ.
ერთგულ მკითხველებზეც ხომ უნდა ვიფიქრო: ერთი ზუგდიდშია, მეორე – ციხისძირში, მესამე – სიღნაღში, მეოთხე – ბარსელონაში, მეხუთე – მაიორკაზე, მეექვსე იტალიაში მოგზაურობს დანჯღრეული ფიატით… მე აქ ოპუსები ვაცხო და იმათ გამოტოვონ, არ ივარგებს. მე შენ გეტყვი, ცოტას დავწერ და იოლად დაგვეწევიან…
მოკლედ, მივდივარ მე და გასაღებს აქვე, ფარდაგის ქვეშ ვტოვებ. თუ შემოიხედავთ, კი იცით, რაც უნდა ქნათ. აქ სამზარეულოა, აქ – გალერეა, აქ – ბიბლიოთეკა. ზაფხული, ცოტა არ იყოს, გრილი დაგვიდგა და თუ შეგცივდათ, ბუხარი დაანთეთ. თუმცა რას გიხსნით – შინაურებს ლამის ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, სად რა დევს. მეც სადმე შორიახლოს ვიქნები, ცოტა ხმამაღლა თუ დამიძახებთ, გაგაგონებთ კიდეც.
ერთი თვეც მალე გავა, ჩემო კარგებო, და ორ სექტემბერს აქაურობას ისევ ავახმაურებთ. იმდენ ახალ პოსტს დავწერ, მოლის შვებულება მოგენატრებათ :) მანამდე კი ნეტარი უსაქმურობის, განცხრომის და ურცხვი სიამოვნებების მორევში გადავეშვები.
P. S. 31 ივლისს, თურმე, ინგლისში ორგაზმის დღეს აღნიშნავენ… არა, რას ამბობთ, რას ჰქვია, განგებ დავამთხვიე – უწესიერეს, ყოვლად უმწიკვლო და პატიოსან მოლიზე ეს როგორ იფიქრეთ?
უკვე მენატრები<3
LikeLike
მე ჯერ ვმუშაობ, ხვალაც აქ ვარ, ზეგ დავისვენებ და მაზეგიდან მეც მომენატრება აქაურობა ))
LikeLike
და ახალ კონკურსს ვის უტოვებ?ალბათ ონლაინ მოაგვარებ ყველაფერს.
LikeLike
კონკურსისთვის აქ ვარ ) კონკურსისთვის მარსზეც მოვიცლიდი. თან, ორიოდე კვირა ჯერ ისევ თბილისში მიწევს ყოფნა. მე ხომ ჯერ ბლოგერულ შვებულებაში გავდივარ და მერე – ჩვეულებრივში )))
LikeLike
უი ხო, დამავიწყდა ეგ.
LikeLike
ერთთვიანი შვებულება აუხდენელი ოცნებაა ჩვენთან (
LikeLike
დღეები კარგად თუ გადაანაწილე ბევრის ერთ თვიან შვებულებას აჯობებს შენი ორი კვირა.
LikeLike
ვერ ( კატასტროფულად არ მყოფნის ორი კვირა, თამი. რაც არ უნდა ვანაწილო, ყველაფერს მაინც ვერ ვასწრებ.
LikeLike
ორი კვირა ძალიან ცოტაა, მართლა. მთელი წლის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მითუმეტეს.
LikeLike
მეც მაგას არ ვამბობ? ((
LikeLike
მოლის თავის მონატრების სტრატეგია ))
მალე დაგვიბრუნდი <3 <3 <3
LikeLike
სულ რაღაც ერთ თვეში )
LikeLike
benjamin franklin ra shuashi iyo)
LikeLike
თუ ძალიან გაინტერესებს, გუგლი დაიხმარე და იოლად მიხვდები.
დეფოს ვერსიას ეს მირჩევნია.
LikeLike
ყველაზე ლამაზი და განუმეორებელი დასვენების დღეები შენ!!!!
LikeLike
მადლობა )
LikeLike
…
“ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ… დავბრუნდებიი”
…
მართალია, შენთვის სამწუხაროა, რომ მხოლოდ 2 კვირიანი შვებულება გაქვს, მაგრამ რაც არ უნდა ეგოისტურად ჩაგვითვალო, შენი სტუმრებიდან არც ერთი არ დავიწუწუნებთ ამაზე, ლამის პირიქითაც…))
მალე, ძალიან მალე დაგვიბრუნდი მოლი^_^
LikeLike
P.S. ორგაზმის დღეზე რა მოგახსენო და ინგლისისთვის მგონი ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენი ძვირფასი ჰარის დაბადების დღეა<3 ხოდა "ყოვლად უმწიკვლო და პატიოსან მოლიზე" ის თუ არ ვიფიქრე რომ ორგაზმის დღეს განძრახ დაამთხვია პოსტი, ჰარისთვის როგორი ჯადოსნურიც იყო ჰოგვორტსში გატარებული დრო, ისევე გაგეტარებინოს შვებულება: )
P.S.2. …და მაინც, მე მეორე დამთხვევა უფრო მაფიქრებს.
LikeLike
ჰო, ჰარის დაბადების დღეა და ასეთ დროს, როგორც წესი, ბლოგერულ შვებულებაში ვარ და საგანგებო პოსტს ვერ ვწერ ))
არა უშავს, შვებულების დაწყებას მივუძღვნი )
LikeLike
ეს მინდოდა ახლა მე? ანუ შენი დაბრუნების მოლოდინი გამიასმაგდება:/
LikeLike
შენი გემრიელობები სიღნაღიდანაც მშვენივრად იკითხება და სექტემბერში სადაც არ უნდა ვიყო, იქიდანაც არ გამოვტოვებ ახალ პოსტებს…
კარგ დასვენებას გისურვებ, მოლ… და მალე ჩამოდი :*
LikeLike
გოჭი <3
LikeLike
მოგვენატრება ნაღებიანი ყავის არომატიანი ბლოგი :) სექტემბრამდე აქაური (და არა მხოლოდ) ბიბლიოთეკიდან “წაღებულ” წიგნებს მივხედავთ და მერე იმედია ახალი პოსტებიც “წამოგვეწევა” :)
LikeLike
მალე მოვა სექტემბერი ) საკითხავი იმდენი დაგროვდა, აქაური შესვენება აუცილებელიც კია )
LikeLike
უკვე მენატრები :(
რა ვქნა ახლა მე შენი პოსტების გარეშე :(
ჯანდაბას, ჩემი გასაჭირი იქით იყოს კარგ დასვენებას გისურვებს და ორ სექტემბერს პუცს უნდა ვკრათ ქანთალი <3
LikeLike
გოგო )))))
გასტრონომიული ორგია ჯობია )
LikeLike
რომ დაგვიბარე კარლსონივით, დროზე, თორემ მურაბას არ შეგინახავთ და ნახე მერე. :) გილგამეშის პრინციპულობაზე გადავირიე :))))) <3
LikeLike
აი, ასეთი პრინციპული ბლოგერი უოფილა გილგამეში ) და წარმატებულიც. ამბობენ, ვორდპრესის ტოპ-ათეულიდან არ ჩამოდიოდაო.
მე სულ მურაბის გარეშე ვრჩები, რუსო. შენ რამე ახალი მითხარი.
LikeLike
სხვათაშორია დღეს ჰარი პოტერის და ჯოან როულინგის დაბადების დღეა :)
LikeLike
ზუგდიდს უყვარხარ, მოლი <3
LikeLike
მადლობა ზუგდიდს და მალის )
LikeLike
როგორ ვთქვა მიხარია ერთი თვე, რომ გვტოვებ თქო, მაგრამ დასვენება აუცილებელია და ამიტომ გემრიელად დაისვენე <3 ჩვენ აქ ვართ და ერთი თვეც მალე გავა :*
LikeLike
ისე მალე გავა, დასვენებად არც გვეყოფა (
LikeLike
ბედნიერ დასვენებას გისურვებ მოლი :) მე კი შევუდგები წინა პოსტების კითხავს :) რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი ადგილით დავიწყებ, მომენატრა ვერნისაჟი :)
LikeLike
მადლობა და ველქამ )
LikeLike
სასიამოვნო დასვენებას გისურვებ მოლი :)
LikeLike
uh kaia dasveneba :) kargad daisvene da energiit savse dagvibrundi :)
LikeLike
მადლობა, ჯეინ )
LikeLike
რა ამბავია, თითქოს ჯარში გისტუმრებენ!
LikeLike
მოლი ბლუმ <3
სასწაულად მოგვანატრე თავი ^_^
LikeLike
უკვე? )))
LikeLike
კი, უკვე. ახლა ვზივარ და ძველ პოსტებს ვკითხულობ..
LikeLike
ჰო, სტუმარი გყავსო, ფოსტამ და ფოტოისტორიას კითხულობსო )) ველქამ )
LikeLike
შენი სახლის ამ ოთახს არ ვიცნობდი და ძალიან საინტერესო კი ყოფილა.
ისე, კარგია ერთიანად რომ არ ვკითხულობ ყველა პოსტს. ყოველთვის მელის ტკბილი ლუკმა ^_^
LikeLike
))) ბევრი პოსტია აქ ) რაღაც საინტერესოს აუცილებლად იპოვი )
LikeLike
ნამდვილად, ნამდვილად ^_^
შენ კი კარგად დაისვენე <3 შენს ბლოგზე ისედაც არავინ მოიწყენს
LikeLike
იმედია )
LikeLike
დღეს ზაფხულის ბოლო დღეა… როგორ ველი მოლის დაბრუნებას <3
LikeLike
ხვალ ღამით ) როგორც შევთანხმდით )
LikeLike