“აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის”, – გამიელვა გონებაში, როცა მოლიმ მეორედ შემომთავაზა ჯეოპარდის მასპინძლობა – ხუმრობა ხომ არ არის, წერდე ბლოგზე, რომელსაც ამდენი ერთგული მკითხველი ჰყავს. პასუხისმგებლობის გრძნობამ გამახსენა, რომ ყველაზე უკეთ იმაზე ვწერ, რაც მიყვარს. ლილე იროელის ამბებზე უკვე იყო პაკეტი, ამიტომ გადავწყვიტე გამეგო, რამდენად კარგად იცნობს მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველი ცისფერყანწელებს.
მაშ ასე, “ვისაც სურს, მან უმღეროს გაზაფხულის ყვავილებს, მთვარეს და საღამოს მყუდროებას, დამშვიდებულსა და ტკბილ სიყვარულს, ტყის იდუმალებასა და ფრინველთა გალობას”, ჩვენ კი გვინდა, რომ “საქართველო გადაიქცეს უსაზღვრო, მეოცნებე ქალაქად, სადაც ცოცხალი ქუჩების ხმაურობა შეცვლის ყვავილოვანი ველების ზურმუხტობას”.
1. “ნიამორებს უყვართ სივრცე და ნავარდი, სწორედ ამიტომ ავირჩიე ისინი თქვენი ჟურნალის სიმბოლოდ და ძალიან გთხოვთ, თქვენს ჟურნალსაც “მეოცნებე ნიამორები” დაარქვით”. ასე გახდა ცისფერყანწელების ჟურნალის ნათლია ეს ქართველი მხატვარი;
2. ვინ იყო “ცისფერყანწელების მანიფესტის” ავტორი?
3. საქართველოს შემდეგ უწმინდესი ქვეყანა – ასე მოიხსენიებდა პაოლო იაშვილი ამ ევროპულ ქალაქს;
4. რომელი ცისფერყანწელის ლექსია “ბირნამიის ტყე”?
5. ვინ იყო “ცისფერყანწელთა” ორდენის ყველაზე უმცროსი წევრი?
6. ვისი ლექსია “ცისფერი ქოლგა”?
7. რა ერქვა ცისფერყანწელების მუზას?
8. ვის ეძახდნენ “ცისფერყანწელების ცისფერ დედოფალს”?
9. რომელი პოეტი ფურცლავს მალარმეს “Divigation”-ს თავის ცნობილ ლექსში “ავტოპორტრეტი”?
10. ვის უწოდებდნენ ცისფერყანწელები თავიანთი ორდენის “კარდინალს”, “უწმინდესსა” და “უნეტარესს”?
11. ვისი ლექსია “25 თებერვალი”?
12. რომელ რუს პოეტს აღიარებდა “ცისფერი ორდენის ძმად” ტიციან ტაბიძე?
13.
“მე მინდა გითხრა სამძიმარი,
რომ ბლოკი მოკვდა!”
ვინ არის ამ ლექს-წერილის ავტორი და ადრესატი?
14. “სახელწოდებას “ცისფერყანწელები” გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა და უნდა აღენიშნა შემოქმედებითი თრობა, მაგრამ ეს დევიზი ცხოვრებაში, ქეიფებსა და ღრეობებში უფრო ხშირად ხორციელდებოდა”. ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები საქართველოს კომპარტიის X ყრილობაზე?
15.
“მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა.
მისთვის ვიწამე სამუდამოთ ეს კარიერა –
სიგიჟე, ჭლექი, ალკოგოლი და…”
დაასრულეთ ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი, თუ გეტყვით, რომ ავტორს ასე არ დაუსრულებია კარიერა.
მადლობა მალის :) <3
LikeLike
ძიახ :)
მადლობა, მალი :)
LikeLike
მადლობა მოლის და მის მკითხველებს :)
LikeLike
ცისფერყანწელები დარჩნენ მეოცნებე, სივრცეში მონავარდე ადამიანებად.-ო :)
LikeLike
მე შინ ვეთამაშე მალის – ავტორთან მეგობრობის უპირატესობა რის უპირატესობაა, თუ არ გამოიყენე )) ოღონდ რამდენი ავიღე, არ მკითხოთ. მაინც არ გეტყვით )))
LikeLike
შენ ისეთი კითხვები აიღე, მე რომ ლამის “გრობი”: მეგონა :)
LikeLike
1. გუდიაშვილი
2.მიწიშვილი
3. ქალაქი პარიზი
4. ტიციანის
5. შალვა კარმელი
6. პაოლოსი
7. მელიტა ჩოლოყაშვილი
8. ელენე დარიანს
9. ტიციანი
10. გრიგოლ რობაქიძეს
11. კოლაუ ნადირაძის
12.ვალერი ბრიუსოვი? (რადგან ტიციან ესსე აქვს, არ ვიცი ზუსტად)
13.ელენე დარიანი “ანა ახმეტოვას”
14.ბერიამ
15.სიგიჟე,ჭლექი,ალკოგოლი და თვითმკვლელობა! სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად!
LikeLike
დილა მშვიდობისა, ხალხნო და ჯამაათნო!
სამსახურში კი მაგვიანდება, მაგრამ მაინც ვეცდები, ვითამაშო – მაცდური პაკეტია :)
LikeLike
1. ლადო გუდიაშვილი;
2. პაოლო იაშვილი;
3. :(
4. ტიციან ტაბიძე;
5. შალვა კარმელი (ოღონდ ნამდვილი გვარი აღარ მახსოვს);
6. პაოლო;
7. მატილდა?
8. ელენე დარიანს;
9. ტიციანი;
10. თუ სწორად მახსოვს – გრიგოლ რობაქიძეს;
11. კოლაუ ნადირაძის;
12. სერგეი ესენინს;
13. :(
14. :(
15. “…თვითმკვლელობა”.
LikeLike
ბევრი ვერაფერი გავიხსენე, მაგრამ ისეთ კარგი პაკეტია, რომ არ დავტოვო ჩემი კვალი, ვინანებ მერე…
LikeLike
3. პარიზი?
11. კოლაუ ნადირაძე
12. ესენინს
დანარჩენი ფაფუ :(
მადლობა მოლის და მალის რომ გამახსენეს, რამდები რაღაც მაქვს წასაკითხი კიდო ^_^
LikeLike
მადლობა ავტორს საინტერესო კითხვებისთვის და დედას თავის დროზე ცისფერყანწელებთან “ნაცნობობისთვის” :))))
1. ლადო გუდიაშვილი
2. პაოლო იაშვილი
3. პარიზი
4. ტიციან ტაბიძე
5. შალვა კარმელი
6. პაოლო იაშვილი
7. მელიტა ჩოლოყაშვილი
8. ელენე დარიანი
9. პაოლოსაც აქვს „ავტოპორტრეტი“, მაგრამ ეს ტიციანი უნდა იყოს
10.გრიგოლ რობაქიძე
11.კოლაუ ნადირაძე
12.სერგეი ესენინი
13.პაოლო იაშვილი და ანა ახმატოვა
14.ლავრენტი ბერია
15.თვითმკვლელობა
LikeLike
აუცილებლად დატოვეთ ))
აქ ხომ პროცესს მოაქვს ადრენალინი და არა შედეგს ))
წარმატებას გისურვებთ.
LikeLike
დიდი მადლობა თამაშისთვის :)
სწორი პასუხები:
1. ლადო გუდიაშვილი
2. პაოლო იაშვილი
3. პარიზი
4. ტიციან ტაბიძე
5. შალვა კარმელი
6. ელენე დარიანის
7. მატილდა
8. ელენე დარიანს
9. ტიციან ტაბიძე
10. გრიგოლ რობაქიძეს
11. კოლაუ ნადირაძის
12. ესენინს
13.ელენე დარიანი ანა ახმატოვას
14. ლავრენტი ბერია
15. თვითმკვლელობა
და წინასწარი შედეგები:
Kejeradze 13
M.K. 3
მერი პოპინსი 11
თამუნა 11
LikeLike