ერთი, ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი, ფილმისა არ იყოს, ახალ წელს ტრადიცია მაქვს – დეკემბრის მიწურულს, თაროდან ღია ფერის, ყდაშემოცრეცილ წიგნს გადმოვიღებ და პატარა, სულ ორიოდე ფურცლიან მოთხრობას, ვინ იცის, მერამდენედ ვკითხულობ.
ვინმე რომ დაინტერესდეს, ვერც კი ვუპასუხებ, ასე რატომ ვიქცევი… იმ დროს, როდესაც ირგვლივ სადღესასწაულო სამზადისია გაჩაღებული, სამზარეულოში ათასნაირი გემრიელი სურნელი ტრიალებს და მისაღებ ოთახში კოპწია ნაძვის ხე მხიარულად გვიპაჭუნებს ფერად-ფერად ნათურებს, მე ჩემს საყვარელ სავარძელში ფეხმორთხმული ვზივარ და ლამის გაზეპირებულ სტრიქონებს გულაჩუყებული დავცქერი.
განა თავად არ ვიცი, რომ უცნაური ჩვევაა, მაგრამ რა ვქნა – ო’ჰენრის “მოგვების ძღვენი” თუ არ გადავიკითხე, ჩემს შობას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დააკლდება.
მეასედ უნდა მივადგე გულგატეხილ, დანაღვლიანებულ დელასთან ერთად ფანჯარას და თვეების მანძილზე გაჭირვებით დაზოგილი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი გადავთვალო… მერე უმწეოდ უნდა ვადევნო თვალი, როგორ წავა პატარა დიასახლისი მადამ სოფრონიესთან და თავის არაჩვეულებრივ, ულამაზეს თმას დაუფიქრებლად გაიმეტებს – მას ხომ საყვარელი ქმრისთვის საჩუქარი აქვს საყიდელი.
საჩუქარიც აქვეა – მაღაზიის ვიტრინაში პლატინის ძეწკვი იწონებს თავს. ახლა ახალგაზრდა მისტერ დილინგემი იმ საძაგელ ტყავის თასმას გადააგდებს და მამა-პაპეულ ოქროს საათს ყველგან თამამად გამოამზეურებს. ჰოდა, თმა, თუნდაც ასეთი მშვენიერი, იშვიათი და უჩვეულოდ მბზინავი, ამასთან რაღა მოსატანია. მერე რა, რომ ის დელას ერთადერთი განძია…
საკუთარი თავით კმაყოფილი მისის დილინგემი შინისაკენ მიიჩქარის, მეც ფეხდაფეხ მივყვები და ყელში მობჯენილი ბურთის გადაგორებას ამაოდ ვცდილობ – დელამ ჯერ არ იცის, რომ ჯეიმსის მთელი მემკვიდრეობა – ოქროს საათი – უკვე შეეწირა მის საშობაო საჩუქარს – ძვირფასი ქვებით მოოჭვილ, კუს ბაკნის სავარცხლებს, ასე რომ დაშვენდებოდა გრძელ, წაბლისფერ თმას.
როგორც ამბობენ, საშობაო საჩუქრების ტრადიციას იმ მოგვებმა დაუდეს სათავე, ბაგაში მწოლარე ახალშობილს რომ მიართვეს ძღვენი. თავად იმ ჩვილმა კი უხვად დააბერტყა ჯეიმსსა და დელას ყველაზე ძვირფასი, სანატრელი და სანუკვარი ნიჭი – დიდი სიყვარული. ამ საჩუქარმა აქცია ეს ისტორია საშობაო ზღაპრად, რომელიც ისეთი ნათელი, ლამაზი სევდითაა გაჯერებული, ღიმილსა და ცრემლს ერთდროულად რომ მოჰგვრის ადამიანს…
რა კაი ფონია, აქ ცხოვრების სურვილი მიჩნდება :დ :დ
მმ, სიყვარულს უყვარს მსხვერპლი, ოღონდ სისხლიანი კიარა… ეგოისტი არ უნდა იყო და საყვარელი ადამიანისთვის უნდა დათმო რაღაც ^^ <3
LikeLike
და თუ დააკვირდები, საბოლოო ჯამში, მსხვერპლიც არ გამოდის. ანუ, გასცემ და ისევ შენ გიბრუნდება.
LikeLike
კი, ეგრეა. რა განტოლებასავით გამოდის აკლებ და გემატება :დ
LikeLiked by 1 person
მიყვარს ეს მოთხრობა.
LikeLike
მეც :) თან ძალიან :)
LikeLike
მოლი. :( გული ამიჩუყდა,იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საშობაო მოთხრობაა მოგვების ძღვენი. :( საოცრად ემოციური და თბილი..
ძალიან გამიხარდა ეს პოსტი. <3
მისტერ დილინგემი,რომ უმხელს რა იქნა საათი,ცრემლები მცვივა ხოლმე..
LikeLike
ემოციური მოთხრობაა, ანა და არც მიკვირს. ძალიან ძნელია, გულგრილად წაიკითხო. არადა, ყველაფერი, თითქოს, ძალიან მარტივია.
LikeLike
ისეთი კეთილი, ადამიანური, თბილი მოთხრობაა გულაჩუყებული ვკითხულობ ხოლმე <3
ამ პოსტზეც იგივე დამემართა :)
LikeLike
დანკე! :)
LikeLike
რა კარგი ტრადიცია გქონია მოლი :) მოთხრობა მართლაც ისეთი ჩანს ცრემლნარევ ღიმილს რომ მოგგვრის ადამიანს!
LikeLike
არ წაგიკითხავს, ნია? როგორ გამოგრჩა?
LikeLike
მიყვარს მე ო’ჰენრი, ეს მოთხრობაც ბავშვობიდან მაქვს გულში ჩარჩენილი, ყოველთვის კეთილი შურით მშურდა პერსონაჟების და სულ მეგონა, რომ მეც შევძლებდი ასე :) ცხოვრებამ ბევრი რამე შეცვალა, მაგრამ ამ მოთხრობის სიყვარულს ვერაფერი დააკლო
LikeLike
ყველას შეუძლია ეს, კატერინა. ძალიან იოლია. მთავარია, გიყვარდეს და უყვარდე. მე ასე მგონია.
LikeLike
გენიალური ადამიანი ხარ, მოლი :) ისევ გადავიკითხე ეს მოთხრობა და ძალიან კმაყოფილიც დავრჩი :)
სხვათა შორის ტარდიცია მეც მაქვს, ოღონს ის ფილმებს ეხება. კარგა ხანია არც ერთ ახალ წელს არ ჩაუვლია ორი ფილმის გარეშე “გრინჩი” (ამას თუ ვერ ვუყურე ხომ გული გასკდა, თან აუცილებლად ქართულად) და “ბედის ირონია” (ამას ოჯახთან ერთად ვუყურებ ხოლმე)
LikeLike
ფილმები ცალკე თემაა. ბედის ირონია ახლა მოდური აღარ არის, მაგრამ მე მაინც ვუყურებ და თან დიდი სიამოვნებით :)
პირველი წინადადება ვითომ არ შემიმჩნევია, გავატარეთ :)
LikeLike
ავატარი შეცვალე? იმედია მარტო საახალწლოდ :)
LikeLike
ჰო, აბა ზაფხულში რად მინდა ეს ქუდი. თემატური ავატარია.
LikeLike
ჩემიც გადავაკეთე : ჯამბაზს საახალწლო ქუდი დავახურე და ახლა გრავატარადაც დავაყენებ :)
LikeLike
ყოჩაღ. მალე აქაც გამოჩნდება.
LikeLike
ჯერ არ გამოჩენილა?
LikeLike
გამოჩნდა :)
LikeLike
უსაყვარლესია <3
LikeLike
ბექი, არა? :)
LikeLike
მოთხრობა :)
ბექი რომ დავინახე, ენა ჩამივარდა….
LikeLike
ერთი კვირაა, ამ ბექს ვეძებ :) ზომაც მოუხდა.
LikeLike
აუცილებლად მოვიძიებ და წავიკითხავ.. სირცხვილო :D
LikeLike
ქართულადაც არსებობს ახალი გამოცემები. 50 საუკეთესოში ცალკე, მოკლე მოთხრობებში – ცალკე. მე ძალიან ძველი წიგნი მაქვს. რუსულად და ინგლისურად ხომ არის და არის…
LikeLike
მე ორმოცდაათეულიდან ვიცი :)
LikeLike
ნუ, ჰო… შენ მაგ პროექტის ადეპტი ხარ :)
LikeLike
აბა . . . ოღონდ პროქტის კი არა, მოლი, წიგნების რომელიც პროექტშია შესული :)
LikeLike
ეგ თითქმის იგივეა :) ენივეი, ო’ჰენრი იოლად ხელმისაწვდომია. ძველიც, ახალიც და უახლესიც. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, “უკანასკნელი ფოთოლი”, “წითელკანიანთა ბელადი”, “გზები, რომლებსაც ვირჩევთ”, “სანამ ავტო იცდიდა”, “ჰიმნი და პოლიციელი”, ენდი თაკერის ციკლი და კიდევ სხვა მოთხრობები კლასიკაა და იშვიათად გემრიელი საკითხავი. მოგვებზე არაფერს ვამბობ. აგერ, დავბერდი და მაინც დიდი სიყვარულით ვკითხულობ.
LikeLike
პრინცესა და პუმაც არაა ცუდი
LikeLike
და “სანამ ავტო იცდის” მიყვარს ძალიან
LikeLike
მე საუკეთესოები ჩამოვთვალე, რაც მახსოვდა :) საერთოდ, ძალიან კარგია ო’ჰენრი. უპრეტენზიო, უხმაურო, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოთხრობები. არადა, უბერებელი კლასიკაა.
“ზვერის” კლიპი იცი მაგ მოთხრობით ინსპირირებული?
LikeLike
ზუსტად ახლა ალქაჯურ პურებს ვკითხულობ. შენ შემაფუცხუნე :) .
მოლი, რაღაც მინდა გკითხო, გადაიტანს თუ არა ნორმალური ადამიანი “ძმებ კარამაზოვებს” ? მამაჩემს ვკთხე და ბევრი რაღაც მეც ვერ გავიგე როცა შენს ასაკში წავიკითხეო და ზოგიერთ რაღაცს ახლა ვგევულობო. გასკდა ეს გული . . . ასეთი ადამსების ოჯახიც ვერ იქნება . . .
LikeLike
ადრეა შენთვის. სად გეჩქარება? რა აუცილებელია, მაინცდამაინც ახლა წაიკითხო? ჯერ სხვა რაღაცები ნახე. წაკითხვით ახლაც მშვენივრად წაიკითხავ, მაგრამ ისეთ სიამოვნებას ვერ მიიღებ და ისე ვერ გაიგებ, როგორც, ვთქვათ, 5 წლის შემდეგ.
LikeLike
ეეეჰ, ჯერ ადრეა ჩემზე არ მოქმედებს. მით უმეტეს მე წიგნის ერთხელ წაკითხვა არ მიყვარს . . . კიდევ მივუბრუნდები და ამასობაშ გავა ეს 5 წელი :)
LikeLike
შენი საქმისა შენ იცი, თაია და ისე, ღრმად არასწორი ტაქტიკაა. მინიმუმ 20 წიგნს მაინც ჩამოგითვლი ახლა, შენი ასაკის რომ არის და წაკითხული არ გექნება და ამ დროს, ფამუქს, ბეგბედერს და დოსტოევსკის დასდევ.
LikeLike
იმ 20 წიგნსაც წავიკითხავ :)
LikeLike
ოკი. მასე ქენი :)
LikeLike
სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლი მსხვერპლი კი არა განძია რომელიც ისევ გრჩება.კარგად არ მახსოვდა ეს მოთხრობა,შენი პოსტით გამახსენდა და გული მომეწურა((
მე თაიას მსგავსი ტრადიცია მაქვს საახალწლო დღეებში მუდამ საახალწლო და საბავშვო ფილმებს ვუყურებ,მინდა განწყობა შევიქმნა.
LikeLike
ფილმებს მეც ვუყურებ და რაც რუსული არხები გათიშეს, საახალწლო პროგრამას ჩემით ვიწერ. სადღესასწაულო კინოჩვენება უნდა მოვაწყო, ძველი ფილმებით.
LikeLike
ფონი მომწონს, მაგრამ ნუ ციმციმებს რაა. თვალებს მიწვავს :)) ისე ძააან ლამაზია <3
LikeLike
მკაცრად გავაფრთხილებ და არ იციმციმებს :)
LikeLike
მოლი, ისეთი კოშმარი დილის ფონზე როგორიც დღეს მქონდა ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ რამე შეძლებდა ჩემ დამშვიდებას, ლამის ავფეთქდი დილიდან და ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მომენტალურად დავმშვიდდი და განწყობა სრულიად შემეცვალა. მიყვარს ო’ჰენრი და ძალიან კარგი მოთხრობა გამახსენე, გავთბი.
დიდი მადლობა.
LikeLike
ვაი… იმედია, ახლა ყველაფერი მოგვარდა, ფინიკი. პარასკევია, უიქენდი დაიწყება მალე. არ გვჭირდება ჩვენ ანერვიულება და აფეთქება. ყველაფერი კარგად იქნება :)
მადლობა შენ ასეთი კომენტარისთვის :)
LikeLike
ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა. ო’ჰენრი, ზოგადად. 2 სხვადასხვა დროს გამოცემული ერთი და იმავე მოთხრობების კრებული მაქვს და ამას პლუს ,,მოპარული” ინგლისური ძველისძველი გამოცემის პატარა, საკმაოდ შელანძღული წიგნი.
ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ. მართალია, ერთი შეხედვით მის მოთხრობებს კეთილი დასასრული არ აქვს, მაგრამ მთლიანადაა გაჯერებული უიმედო სიკეთით.
პოსტი ძალიან მომეწონა.
LikeLike
სადღაც ზემოთ კი ჩამოვთვალე ჩემი ფავორიტი მოთხრობები. თაიას ვეუბნებოდი მგონი. “უკანასკნელი ფოთოლი”, “წითელკანიანთა ბელადი”, “გზები, რომლებსაც ვირჩევთ”, “სანამ ავტო იცდიდა”, “ჰიმნი და პოლიციელი”, აი, ეს მიყვარს განსაკუთრებით. უიმედო სიკეთე მომეწონა ძალიან.
LikeLike
ჰმ! ,,უკანასკნელ ფოთოლზე” ვგიჟდები
LikeLike
არ მითხრა :( აგერ, ერთი ახსენე და უყვე რაღაც მომაწვა ყელში :( ულამაზესი და საოცრად სევდიანი მოთხრობაა.
LikeLike
ვებრდები და სულ უფრო და უფრო სენსიტიური ვხდები :/ ცრემლი მომადგა :/ რას მერჩოდა თავის დროზე ის კაცი და დღეს შენ :))))))
კარგი იყო მოლი :))
LikeLike
მოგვებზე და უკანასკნელ ფოთოლზე მე ახლაც ვიცრემლები, რუსა :) და ღმერთმა ნუ ქნას, ოდესმე გულგრილად გადავიკითხო.
LikeLike
აუ ბავშვობაში ყოველ ჯერზე რამდენს ვბღაოდი ხოლმე ამაზე და ყოველ ჯერზე კითხვისას ვოცნებობდი ნეტავი სხვანაირად დასრულდეს მოთხრობა ნეტავი ან ერთმა ან მეორემ არ გაყიდოს თავისი “საგანძური”…ააა ძალიან სევდიანი ისტორიაა.. მაგრამ სიყვარულო ძალსა შენსა…
ლოგიკური დასკვნა: სიურპრიზების გაკეთებამდე შეათნხმეთ საყვარელ ადამიანებთან თუ რას აჩუქებთ მაგათ ^_^
LikeLike
დასკვნაა ფრიად ორიგინალური. ფინანსისტის და მენეჯერის საკადრისი :)
მთელი ეშხიც ამაშია, ჯესს :) არავინა არაფერს არავისთან ათანხმებს და ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასი რაღაცები ემეტებათ.
სიყვარულო, ძალსა შენსაო – აი, ზუსტად!
LikeLike
მაგრამ შედეგი? შედეგი ხომ კატასტროფულია.. არა რაღაც ძაალიან რაციონალურად ვაზროვნებ და ძალიან რეალისტი ვარ :))) ^_^
LikeLike
აბა, სად არის კატასტროფული შედეგი? რაის კატასტროფული? პირიქით. უმაგრესი შედეგია. ასე ცხადად და ასე ნათლად ერთმანეთს სიყვარულს ვერც ერთი შეთანხმებული საჩუქრით ვერ დაუმტკიცებდნენ. თმაც გაეზრდება დელას და ჯეიმსიც ოთხმოცდაშვიდ საათს იყიდის, იმიტომ რომ მთავარი რამ წესრიგშია – ერთმანეთი უყვართ. ყოველგვარი კონტრაქტების, პირობების, დათქმების და საგამონაკლისო ნორმების გარეშე.
რეალისტობაში და პრაგმატულობაში მეც ბევრს არ ჩამოვუვარდები, ჯესს :) მაგრამ რაც პრაგმატულობის მიღმა არსებობს, იმის დანახვაც მშვენივრად შემიძლია.
LikeLike
მაგარია! როგორც ბექი ისე მოთხრობა! “თავად იმ ჩვილმა კი უხვად დააბერტყა ჯეიმსსა და დელას ყველაზე ძვირფასი, სანატრელი და სანუკვარი ნიჭი – დიდი სიყვარული. ამ საჩუქარმა აქცია ეს ისტორია საშობაო ზღაპრად, რომელიც ისეთი ნათელი, ლამაზი სევდითაა გაჯერებული, ღიმილსა და ცრემლს ერთდროულად რომ მოჰგვრის ადამიანს…” – აი სრულიად, უსიტყვოდ გეთანხმები! მაგნუმში შენი დაშეარებული პოსტის სათაური რომ წავიკითხე, ეგრევე ო’ჰენრიზე გავიფიქრე და ჰა არც შემცდარვარ! ;) კარგია, როგორც ყოველთვის! :)
LikeLike
ჰო, საშობაო პროგრამა ამ წიგნის გარეშე ნამდვილად არ გამოვიდოდა. ბექიც საახალწლო ფეიერვერკის ნაწილია. მიხარია, რომ მოგეწონა, ცოტნე :)
LikeLike
:) :) :)
LikeLike
ო’ჰენრის ეს მოთხრობა ყველაზე მეტად მომწონს.
LikeLike
მოლი!!! როგორ მიყვარს ეს მოტხრობა და დიდი მადლობა მთელი გულით რომ სწორედ დღეს გამახსენე! დიდი ხანია არარ გადამიკიტხავს და ძალიან ძალიან გამიხარდა რომ აქ დავინახე ეხლა…
LikeLike
ამ მოთხრობის დროა, ჭიამაია :) წინასაშობაო-საახალწლო განწყობა ასეთი პატარა (ან არც თუ პატარა) რაღაცებით იწყება.
LikeLike
საერთოდ კი არის ამ მოთხრობის დრო, მაგრამ ჩემთვის დღეს აქვს მას დიდი მნიშვნელობა. :) ამოვბეჭდავ და “იმას” წავაკითხებ, იმ საჩუქართან ერთად რომელიც ვუყიდე <3 2 წლის იუბილეზე :)
LikeLike
ვაი :) დღეს გაქვთ იუბილე :) და საჩუქარიც,,, რა მაგრობაა :) გილოცავთ და დიდზე დიდ სიყვარულს გისურვებთ ორივეს :)
LikeLike
მადლობა მოლი <3<3
LikeLike
შენ მადლობა :) არ იცი, როგორ მესიამოვნა, ამოვბეჭდავ და წავაკითხებო, რომ თქვი :) აი, ამის შემდეგ უკვე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ტყუილად არ მაქვს ეს ბლოგი და ტყუილად არ ვწერ.
LikeLike
moli, ra gachaxchaxebuli blogi gaqvs! namdvili saaxalwlo atmosferoa!
LikeLike
წელს, მერი, სახლის ნაძვის ხეზე მეტად ბლოგის საახალწლოდ მორთვა მეფიქრებოდა :ბლოგერისსინდრომი:
რა კარგია, რომ მოგეწონა :) :)
LikeLike
<3 მიყვარს ეგ მოთხრობა და საერთოდ ო.ჰენრი…
LikeLike
მშვენიერი გემოვნება გქონია :)
LikeLike
რამდენმა ახალმა წელმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც პირველად გავიცანი დელა და ჯეიმსი, მაგრამ მაინც ყოველ წელს მახსენდება :) 31 დეკემბრის ტრადიციაა – აბანოში წასვლის ნაცვლად, “მოგვების საჩუქარი” და “ბედის ირონია” :D
LikeLike
თითქმის იდენტური ტრადიცია გვქონია :)
LikeLike
ძალიან მიყვარს ეს ნოველა და საერთოდ ძალიან მომწონს და მიყვარს უკვე თქვენი ბლოგი. :) ძალიან საინტერესოა
LikeLike
დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო შეფასებისთვის :) კეთილი იყოს თქვენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე. ველქამ! ლიტერატურული ბლოგის მეპატრონეს აქ განსაკუთრებული სიხარულით დახვდებიან.
LikeLike
მეც ძალიან მიყვარს ეგ მოთხრობა და პირველად რომ წავიკითხე. ეგრევე გამოსავლის ძებნა დავიწყე. დელას ისევ გაეზრდება თმა და გაიკეთებს იმ ლამაზ თმისსამაგრებს. მომავალ შობას კი როგორმე უნდა იყიდონ მისტერ დილინგემისთვის საათი და ყველაფერი ადგილზე დადგება :))
LikeLike
^^
LikeLike
მეც მიყვარს, მაგრამ დიდი ხანია აღარ გადამიკითხავს, ახლა მომინდა, რომ კიდევ ერთხელ გადავავლო თვალი :)
LikeLike
მოლი, შენი ახალი ავატარი კი უზომოდ მომწონს <3 :)
LikeLike
პოსტს მისია შეუსრულებია, ნათია :) აუცილებლად გადაიკითხე. თან ახალი წელი მოდის და ზუსტად საამისო დროა :)
ავატარის მოწონებისთვის ცალკე მადლობა :) საახალწლო ცვლილებებია :)
LikeLike
კი ვიფიქრე რომ ეს მოთხრობა იქნებოდა და აღარ ვთქვი. :)
ნამდვილად ქმნის განწყობას და თან ძალიან სევდიანია…
LikeLike
სევდიანიც არის, როდრიგო და ღრმად ოპტიმისტურიც. ასეთ იმპრესიებს მიტოვებს. ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერს ეშველება.
LikeLike
მიყვარს ეს მოთხრობა, მოლი :) მშვენიერი პოტი იყო, აუცილებლად გადავიკითხავ. არადა, გვაქვს ქართულად ოჰენრი, უბრალოდ, დეიკოს არ ახსოვდა :)
LikeLike
დედას სხვა საფიქრალიც ბევრი აქვს, ლუკა, ასე რომ აწი შენც დაიწყე ნელნელა საკუთარი ბიბლიოთეკის გაცნობა. ცოტა ხანში, უკვე ზეპირად გეცოდინება, სად რა დევს და რომელი წიგნი რომელ თაროზე უნდა ეძებო.
LikeLike
კიდევ ერთხელ წავიკითხე და გამახსენდა, ჩემებს საჩუქარი ხომ უნდა ვუყიდო?! ხოდა, ერთს ვიყიდი ყველასთვის ^^ ცალცალკე ფული არ მყოფნის, უხ :შ
ჰა, არავინ ჩუქნის ოჯახის წევრებს საჩუქარს? ^^
LikeLike
დიდი ოჯახიც მისახედია და პატარაც.
აგერ, ჭიამაიამ პატარა უკვე დაასაჩუქრა. გუშინ ჰქონდათ ორი წლის თავი :)
LikeLike
უი, მაია ^^ ხო, მაია წინდახედული ჭკვიანი ბლოგერია.
მიყვარს ესეთი ადამიანები, მოწესრიგებული ცხოვრება რომ აქვთ
LikeLike
იურისტია თან.
საახალწლო საჩუქარზე ვფიქრობ. პოსტის ინსპირაციაა :) რაღაც განსაკუთრებული მინდა შევარჩიო. პლატინის ძეწკვი, მაგალითად…
LikeLike
აი მეც არ ვთქვი რატომ მიხურს ყურები :)))))
ვაიმე მოლი, პატარა ოჯახიო <3<3 გულები ამივარდა თავში :)))))
ოღონდ შეცდომაში არ შეხვიდეთ მეგობრებო და მაია არ დამიძახოთ :) არც მქვია და არც მიყვარს
LikeLike
ჰო, ზუსტადაც რომ პატარა ოჯახი. ჩემსასაც ასე ჰქვია <3
ჭიამარია რაღაც სხვას რომ უნდა ნიშნავდეს, ვიცი :)
LikeLike
აი სულ მაინტერესებდა მოლის პირადი ცხოვრება და მისი პატარა ოჯახის ამბავიც გავიგე. სულ ბუნდოვნად მაგრამ მაინც <3 რა მაგარია.
სახელის შერჩევისას სულ სხვა აზრები მიტრიალებდა, ბლოგზე პოსტის დაწერასაც ვაპირებდი რატომ- ჭიამაია, მერე გადავიფიქრე :) რაც შეეხება ჭიამარიას, ეს უბრალოდ თამარას იდეაა. როცა ვორდპრესზე ვბარგდებოდი ბლოგსპოტიდან , სახელის შერჩევაში დახმარება ვითხოვე, რადგანაც chiamaia.wordpress.com დაკავებული აღმოჩნდა. მერე თამარამ ჭიამარია გეცადაო, ეგეც დაკავებული იყო თუმცა ნიკად მაინც დავიტოვე :) აი ესეც მოკლე ისტორია. სინამდვილშეი ჩემი სახელი არც მაიასთანაა კავშირში, არც მარიამთან.. ერთ მინიშნებას მოგცემდით, თუმცა სახელს მერე ადვილად გამოიცნობთ :)
LikeLike
ყოჩაღ თამარას :) ცუდს რომ არ გირჩევდა, ისედაც ცხადია, მაგრამ ბლოგსპოთური ჯოჯოხეთიდან შენს გადმოვორდპრესებაში მისი ხელიც თუ ერია, არ ვიცოდი :) ჩემი მქუხარე აპლოდისმენტები, თამარა :)
ჩვენთვის ჭიამარიაც საკმარისია :)
LikeLike
ჰო მეც ასე მგნოა, ცემი პატარა ანონიმური კომფორტის დათმობა მიძნელდება :))) მიუხედავად იმისა რომ ნამდვილი სახელი ბევრს არაფერს იტყვის.
აი ესეთი ღვაწლმოსილია ჩვენი ჰოლანდიაში გადახვეწილი თამარა :) <3 :)
LikeLike
არც არის საჭირო. როგორც გესიამოვნება, ისე მოიქეცი და არავის საქმე არ არის ეს.
თამარა ღვაწლმოსილი მისიონერია :) რამდენი გზასაცდენილი ჰყავს ჭეშმარიტ ვორდპრესულ პლატფორმაზე მოქცეული :)
LikeLike
და აი ამ კომენატარით მე მე-100-ე კომენტარის ავტორი ვარ ამ უზომოდ საყვარელ პოსტზე <3
ბედნიერ შობა-ახალწელს ვუსურვებ ყველას : )
LikeLike
ახლა ჯერ მოთხრობა წავიკითხე და მერე პოსტი. :)
გული ამიჩუყდა არა, უბრალოდ, მე ძალიან მიყვარს XIX-ს ბოლო დ -XX საუკუნის დასაწყისის ამერიკული მწერლობა. ძალიან რეელურად წერენ რაღაცებს და სულ მგონია, რომ თან გულწრფელად..
მოკლედ, ვბოდავ მე მგონი. :)
LikeLike
რეალური და გულწრფელი – ძალიან ზუსტი მიგნებაა. სხვებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ო’ჰენრი, ასე მგონია, ხელოვნურად არაფერს ალამაზებს და ატკბობს. რეალური გმირები ჰყავს. რეალისტური ვნებებით. და ამ რეალობაში პოულობს სილამაზეს. და, ბუნებრივია, ასეთი მწერალი გულწრფელიც არის.
LikeLike
ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც არ დაგავიწყდება არასდროს, განსაკუთრებით შობას.
ბლოგიც და მოთხრობაც:) ძალიან ლამაზი ბექია
LikeLike
გამორიცხულია, დეკემბერი ისე მიილიოს, არ გადავიკითხო. რიტუალია.
რაც მე ამ ბექზე ვიწვალე :) ძლივს ვიპოვნე და ახლა მიხარია, თქვენ რომ მოგწონთ.
LikeLike
რა უნდა ვთქვა… ძალიან მიყვარს და სულ წარმოვიდგენ ხოლმე მიუხედავად ყველაფრისა რა ბედნიერი შობა ექნებოდათ დილინგემებს….სიყვარული მიიღეს საჩუქრად… <3
და მოკლეთმიანი დელაც ძალიან ლამაზი მეჩვენება… ის ალამაზებს რაც გააკეთა…
ნეტავ ყველას ჰქონდეს ასეთი შობა
P.S. შენს ბლოგზე ახალი წლის გემრიელი სუნი ტრიალებს :)
LikeLike
რა თქმა უნდა, ასეა. ასეთ ბედნიერ შობას ვერანაირი შეკვეთილი საჩუქრებით ვერ გაითენებდნენ. და დელას სილამაზე ზუსტადაც რომ სიყვარულშია. თმას ეშველება. გაიზრდება ბოლოს და ბოლოს :)
საახალწლო პროგრამა მაქვს ბლოგზე :)
LikeLike
ვაიმე რა მაგარია. სამწუხაროდ მე არ მაქვს წაკითხული, ისე კი მიყვარ ო’ჰენრი :)
LikeLike
წაიკითხე და უფრო შეგიყვარდება.
LikeLike
მე მარტო სახლშის ყურება მიყვარს.
LikeLike
ეგ მეც მიყვარს :)
LikeLike
ვის არ უყვარს. მართლა არაჩვეულებრივი ფილმი გამოვიდა. თან – ორივე.
Santa’s Slay-ს ჯობია :)
LikeLike
მესამე არ მომწონს.
სლაი არ მინახავს :(
LikeLike
მესამე ხომ სულ სხვა ფილმია. მარტო სათაური და სიუჟეტეტური სქემა აქვთ საერთო.
Santa’s Slay შტერობაა.
იმ სიიდან გრემლინებია მარტლა კარგი. ნუ რაც მინახავს.
და Rare Export-საც არა უშავრს რაღაც მომენტებში.
LikeLike
მანდ ვერ გკითხე, კომენტარები იყო მითიშული და ამ საახალწლოდ შავ იუმორს მიაწექი?
LikeLike
აბა მარტო სახლში ყველამ იცის.
მინდოდა რამე ახალი მერჩია. უფრო ნაკლებად ცნობილი.
LikeLike
და უფრო შავი :)
LikeLike
მე არ მიყვარს ჰორორები, სასპენსი მირცევნია, თუმცა საშობაო “სტრაშილკები” გავრცელებულია ზოგადად და მაგ ჟანრსაც ყავს თავისი დამფასებელი. სავარაუდოდ, ვიღაც ჩემი მკითხველიცაა.
ჰორორებიც ბევრს უყვარს.
LikeLike
კარგ ჰორორს მეც ვუყურებ,მაგრამ სიამოვნების რა გითხრა… ექშენი მირჩევნია.
LikeLike
წაკითხვის სურვილი გამიჩნდა :)
LikeLike
მშვენიერია :) წაიკითხე, არ ინანებ.
LikeLike
მოლი ბლუმ,ჩემი ერთ-ერთი ყველაზე, ყველაზე მოთხრობა:((: ამის შემდეგ დავფიქრდი რომ ვიღაცა რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს რომ შენთვის ძალიან ,, ძვირფასი” რამ გაიმეტო, თუმცა ამას ხომ იმიტომ აკეთებ რომ მეორე უფრო ძვირფასის ბედნიერი ღიმილი იხილო…. არა რა ო ჰენრი სულის, სითათუთის და ყოველივე შინაგანის ნამდვილი ჯადოქარი იყო….მაგრამ ვაჟას მოთხრობების წინ ვერავის დავაყენებ…. თუმცა მისტერ პორტერი ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს ჩემი ,,კაპრიზების” ქაოსში…..
LikeLike
ვაჟა რომ მიყვარს, ისე, ბარე ორი მსოფლიო მნიშვნელობის მწერალი არ მეყვარება, მაგრამ პირველ-მეორეზე, ეს უკეთესია და ეს უარესია, მაინც არ ვყოფ. ალუდა და სტუმარ-მასპინძელი სხვაა, მოგვთა ძღვენი სხვა და ერთი მეორეს კონკურენციას ნამდვილად არ უწევს.
LikeLike
კი ეგ ნამდვილად ეგრეა, გეთანხმები…..დაყოფა ნამდვილად არ იყო საჭირო…თუმცა რა ვქნა ცოტა ეგოისტი და საზიზღარი ვარ და ,, შინაური ქათამი მირჩევნია გარეულს”…. აქ რა მოსატანია მაგრამ მაინც…ვაჟა უფრო თბილია და ,, ჩემი” და რავქნა…. თუმცა განწყობასაც გააჩნია და ასე დაყოფა ვინ პირველი და ვინ ბოლო სრული სისულელეა:;დ;დ კარგი შენიშვნა იყო….
LikeLike
მთავარია სიამოვნებას განიჭებდეს ის რასაც კითხულობ და უხეშად რომ ვთქვა ,, გისწორებდეს”…. :;დ;დ მხატვრულ ღირებულებასაც რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა გადამწყვეტი….
LikeLike
აქ უფრო სევდა ვიგრძენი ვიდრე რომანტიკა, არა, წაკითხული კი მქონია, მაგრამ არც მაშინ მერომანტიულა ალბათ.
LikeLike
რომანტიკაზე სხვადასხვა შეხედულება გვქონია. ჩემთვის “ჩემი ბათუმიც” რომანტიულია, რემბრანდტის ოფორტზეც დაწერილი პოსტიც, ჰოლმსის მონოლოგიც და მაკნატუნაც… აი, რაღაც, ასე.
LikeLike
ხო სხვადასხვა შეხედულება გვქონია, აბა ყველაფერში ერთი აზრი მტერს ქონდეს, მოსაწყენია
LikeLike
კარგია!…
LikeLike
[…] კარგებო, მაგრამ შობა და ო’ჰენრის “მოგვთა ძღვენი” ჩემთვის განუყოფელია. ამას წინათ, […]
LikeLike
ვაიმე გული ამიჩუყდა :(
LikeLiked by 1 person
კარამელკა ^_^
LikeLike
[…] ძველი ფილმებისა და მულტფილმების, “მოგვების ძღვენისა” და “კუჩხი ბედინერის”, […]
LikeLike